1 წამის მარტივი წესი დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პოპულარული და პატივცემული ადამიანი

1 წამის მარტივი წესი დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პოპულარული და პატივცემული ადამიანი

“პასუხის ოდნავ დაყოვნებით, თქვენ შეგიძლიათ თანამოსაუბრის წარმოდგენა შეცვალოთ თქვენს მიმართ და მოიპოვოთ პატივისცემა.” ჯეფრი ჯეიმსი (Geoffrey James) ჟურნალისტი, მწერალი, ორატორი, ბლოგ Sales Source-ის შემქმნელი.

ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა მოგვცა ნაპოლეონ ჰილმა (Napoleon Hill), რომელიც გახლავს ავტორი წიგნისა «იფიქრე და გამდიდრდი».
ორჯერ იფიქრეთ მანამ, სანამ რამეს იტყვით, რადგან სიტყვები და გავლენა თესავენ წარმატების და წარუმატებლობის თესლს მსმენელთა გონებაში.ნაპოლეონ ჰილი

ეს ზოგადი წესი შეიძლება შევკვეცოთ მარტივ მეთოდამდე, რომელიც საუბრის დროს მომენტალურად გაგხდით უფრო პოპულარულს და პატივცემულს – შეკითხვაზე პასუხის გაცემა ოდნავ შეაყოვნეთ, სულ რაღაც ერთი წამით.
ეს უმნიშნელო ცვლილება საუბრის ჩვეულ მანერაში ბევრი სარგებლის მომტანია.

1. არ შეაწყვეტინოთ საუბარი სხვას
როცა ჩვენ თანამოსაუბრეს ვაწყვეტინებთ სიტყვას, ამით გამოვხატავთ უპატივცემულობას. თუ ვაწყვეტინებთ იმის გამო, რომ ვიცით რის თქმას აპირებს თანამოსაუბრე, ჩვენ ამით მივანიშნებთ, რომ მოსაწყენი და უინტერესოა მისი მოსმენა.

როცა პასუხს ოდნავ ვაყოვნებთ, ამით თანამოსაუბრეს ვაჩვენებთ, რომ ის და მისი აზრი ჩვენთვის უმნიშვნელო არ არის. გამოვხატავთ პატივისცემას და ამით მისი მხრდანაც იგივეს ვიღებთ.

2. თქვენ ასწრებთ მომზადებას
ადამიანების უმრავლესობა ბიზნეს-მოლაპარაკებების დროს იყენებს «დაუმიზნებლად სროლის» მიდგომას, რომელსაც აღწერს მაიკლ მასტერსონი (ანუ საუბრობენ დაუფიქრებლად). ან ისე ერთობიან საუბარში, რომ ზედმეტ და უსარგებლო ინფორმაციას გადმოსცემენ.

თუმცა, ყოველ საუბარს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, განსაკუთრებით ბიზნესში. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ რა საჭიროა ამ საუბრის დაწყება? პასუხის დაყოვენებით თქვენ შეძლებთ მოძებნოთ შესაფერისი სიტყვები, რომლებიც მოგიტანთ სარგებლობას თქვენც და თქვენს თანამოსაუბრესაც.

3. თქვენთვის უფრო ადვილია საკუთარი აზრის გამოხატვა
ბევრი ადამიანი საუბრისას იყენებს სიტყვა-პარაზიტებს დამაკავშირებელი მნიშვნელობით, მაგალითად როგორიცაა: «ანუ», «და…», «გაესმით». მათი გამოყენება საჭირო დროს არ იძლევა შემდეგი ფრაზის მოსაფიქრებლად, ისინი მხოლოდ ვნებენ საუბარს და ჟღერენ ძალიან არადამაჯერებლად.

თუ პასუხს ოდნავ შეაყოვნებთ, თქვენ შეძლებთ მასზე დაფიქრებას და საკუთარი აზრის მკაფიოდ ფორმულირებას.

4. თქვენ უფრო ჭკვიანად გამოიყურებით
არავინ არ აფასებს მათ, ვინც გაუჩერებლად საუბრობს და არ უსმენს თანამოსაუბრეს. თუ პასუხის გაცემამდე ყოვნდებით, უფრო აზრიან ადამიანად ჩაითვლებით, ხოლო თქვენს სიტყვებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

ეს მეთოდი დაგეხმარებათ არამარტო სამსახურში მოიპოვოთ პატივისცემა, არამედ გაამყაროთ თქვენი ურთიერთბები ახლობლებთან, რადგან ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ფიქრობთ საკუთარ სიტყვებზე, ამით გამოხატავთ სიყვარულს და პატივისცემას სხვების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ურთერთობებისას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

განსხვავება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის

ინგლისური ენა დიდი ხანია საერთაშორისო ენად არის აღიარებული, მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვისთვისაც ის მშობლიურია, ზოგჯერ ერთმანეთს ვერ უგებენ. მაგალითად, ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის არსებითი განსხვავება არსებობს. B2P.GE აქვეყნებს

ცხოვრებისეული

ცოლმა შემომთავაზა სხვა ქალთან შეხვედრა

12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ მე ვახშამზე და კინოში სხვა ქალი დამეპატიჟებინა  მან მითხრა: “მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ სხვა ქალსაც უყვარხარ და შენთან დროის გატარება

ბიზნესი

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ