აზროვნების ორი ტიპი

აზროვნების ორი ტიპი

ფიქსირებული აზროვნა გულისხმობს, რომ ჩვენი ხასიათი, ინტელექტი და შემოქმედებითი შესაძლებლობები მოცემული გვაქვს ბუნებისგან. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ერგება ჩვენი ბუნებრივი თვისებები საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს. როცა ფიქსირებული აზროვნების მქონე ადამიანი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს, ის ცდილობს ეს გააკეთოს ნებისმიერ ფასად და არ უნდა კრახი განიცადოს, მისთვის მთავარია დატოვოს ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილება.

ზრდის აზროვნებას უბრალოდ არ ეშინია პრობლემების და წარუმატებლობას ხედავს არა როგორც სისულელის მტკიცებულებას, არამედ როგორც ზრდისა და ახალი შესაძლებლობების ტრამპლინს. იმაზე, თუ როგორი აზროვნება უყალიბდნება ადამიანს, დამოკიდებულია მისი კარიერული წინსვლა, ურთიერთბები და ბოლოს ბედნიერ ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა.

სტატიკურად მდგომარეობაში ყოფნის ნაცვლად იმის რწმენამ, რომ პიროვნული თვისებების და ინტელექტის განვითარება შესაძლებელია, ცნობილ მკლევარს – ქეროლ დვეკს ბიძგი მისცა ერთ-ერთი გლობალური გამოკვლევა ჩაეტარებინა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვებიც და ზრდასრულებიც.

მიზნები და მეთოდები

ფიქსირებული აზროვნების ადამიანები მიზნებს აღწევენ იმისათვის, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცონ სინამდვილეში რას წარმოადგენენ და ამას ნებისმიერ სფეროში აკეთებენ: სწავლაში, სამსახურში, ურთიერთობებში. ნებისმიერი სიტუაცია მათში აჩენს შეკითხვას: «ვინ ვარ მე — გამარჯვებული თუ დამარცხებული?», «ჭკვიანურად გამოვიყურები თუ სულელურად?». ეს პოკერის თამაშს ჰგავს, ცუდი ბანქო როცა შეგხვდება და ცდილობ საკუთარი თავიც და სხვებიც დაარწმუნო, რომ კაგია.

მაგრამ არსებობს სხვაგვარი აზროვნებაც, რომელშიც ყველა თქვენი თვისება არ აღიქმება როგორც რაიმე უცვლელი, რომელთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევთ. ასეთი აზროვნების ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის რეალური პოტენციალის გაზომვა შეუძლებელია და არავინ იცის რა გამოვა თუ საყვარელ საქმეში შრომით დატვირთულ წლებს ჩავდებთ.

ფიქსირებული აზროვნება მიდრეკილია თვითდარწმუნებისკენ, ხოლო ზრდის აზროვნება – სწავლისკენ. ასეთი აზროვნების ადამიანები არათუ იმედგაცრუებული რჩებიან წარუმატებლობის და შეცდომების შემთხვევაში, არამედ საერთოდ ვერ ხედავენ საკუთარ თავს მსგავს სიტუაციაში. მათთვის არ არსებობს მარცხი, არის მხოლოდ სწავლა.

სხვაობა ნებისმიერ სფეროში

დვეკმა პრაქტიკულად გაარკვია, რომ ფიქსირებული და ზრდის აზროვნების მქონე ადამიანები ნამდვილად ფიქრობენ და მოქმედებენ განსხვავებულად, რამდენადაც განსხვავებულია მათი ძალისხმევა და თვითშეფასება. ფიქსირებული აზროვნების სამყაროში წარმატება ამტკიცებს, რომ თქვენ ჭკვიანი და ნიჭიერი ხართ. ზრდის აზროვნების სამყაროში კი წარმატება ნიშნავს რაიმე სიახლის გაგებას, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების კვლევას.

აზროვნება ბავშვობაში

აზრვონებას საფუძველი ეყრება პატარაობიდანვე. დვეკი ექსპერიმენტებს ატარებდა ბავშვებთან, რომლებსაც სთავაზობდა მარტივ და რთულ თავსატეხებს. ერთი ნაწილი, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ ფიქსირებული აზროვნება ირჩევდნენ მარტივს და ერთი-მეორეს მიყოლებით ხსნიდნენ იმისათვის, რომ ეგრძნოთ რა ჭკვიანები არიან და როგორ აკეთებენ ყველაფერს სწორად. ზრდის აზროვნების მქონე ბავშვებს არ ესმოდათ რა აზრი ჰქონდა ერთი და იგივე მარტივი თავსატეხის არჩევას და ამოხსნას, რადგან მათთვის მთავარი იყო განვითარება და ახალი ცოდნის მიღება. ყველაფერი ეს უცვლელად გადადის ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაშიც, როცა ადამიანი ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებს და არაფერი სიახლის გაგონება არ სურს. 

ინფორმაციის შთანთქვა

სხვაობა არის ასევე ინფორმაციის შეთვისებაშიც. როცა დვეკი ტვინის ტალღებს იკვლევდა კოლუმბიის ლაბორატორიაში, სხვადასხვა აზროვნების ადამიანებს სრულიად განსხვავებული შედეგები ჰქონდათ. 

ფიქსირებული აზროვნების ადამიანები დაინტერესებულნი იყვნენ მხოლოდ მათ პასუხებზე უკურეაქციით და არა თავად ინფორმაციით. თუ ისინი არასწორ პასუხს იძლეოდნენ, მათ სწორი არც აინტერესებდათ, არც კი უსმენდნენ რიგ შემთხვევაში. ზრდის აზროვნების მქონე ადამიანები ყოველთვის ისმენდნენ სწორ პასუხებს, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ სწავლით, რათა შეძლებოდათ საკუთარი ცნობიერების საზღვრების გაზრდა.

დასკვნა

რატომ უნდა დახარჯოთ დრო იმაზე, რომ დაამტკიცოთ თქვენი სიკარგე, როცა ამ დროს მართლაც შეიძლება უკეთესი გახდეთ? რატომ უნდა დაუმალოთ სხვებს საკუთარი ნაკლი, როცა შეიძლება მათზე იმუშაოთ? რატომ უნდა ეძებოთ ისეთი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც თქვენს დარწმუნებაზე იმუშავებენ, როცა შეიძლება მათი ნახვა, ვინც პიროვნულად გაზრდაში დაგეხმარებათ?
რატომ უნდა აირჩიოთ გამოცდილი და დამტკიცებული მეთოდები მაშინ, როცა ახალი გამოცდილების მიღება შეიძლება? რაიმე სიახლის მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი ისედაც კარგად არის, წარმოადგენს ზრდის აზროვნების განმასხვავებელ ნიშანს. ეს ადამიანებს ეხმარება ცუდ პერიოდშიც კი თავი კარგად იგრძნონ.
როგორ შეიძლება ზრდის აზროვნების განვითარება? პრიორიტეტების შეცვლით, რწმენით, რომ თქვენი პიროვნული თვისებები არის არა ბანქოს ნაკრები, რომლითაც თქვენ სიცრუე და თამაში დაგჭირდებათ, არამედ ღრმა ჭა, რომელიც ამოვსებულია საგანძურით. საჭიროა მხოლოდ იმის ცდონა, როგორ მიწვდეთ ამ საგანძურს.
და დასკვნის სახით ინფოგრაფიკა იმის შესახებ თუ რით განსხვავდება ორი ტიპის აზროვნება. მისი გამოყენება შეიძლება როგორც პრაქტიკული სახელმძღვანელო შემდეგ საკითხში: «რა უნდა შევცვალო საკუთარ აზროვნებაში?»

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like