აზროვნება, რომელიც ცხოვრებას ცვლის

აზროვნება, რომელიც ცხოვრებას ცვლის

  1. მხარი დაუჭირეთ და შეაქეთ ადამიანები ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ. ეს მოქმედებს როგორც ადამიანის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი.
  2. არასოდეს დასცინოთ და დაამციროთ.
  3. ადამიანზე მხოლოდ კარგი თქვით. თუ რაიმე დადებითის თქმა არ შეგიძლიათ, სჯობს არაფერი თქვათ.
  4. იყავით ყურადღებიანი სხვა ადამიანების საქმის მიმართ. ამის შემდეგ თქვენ გექნებათ მიზეზი იმისა, რომ შეაქოთ სხვები და არ იმლიქვნელოთ მათთან.
  5. ყურადღება გადაიტანეთ ადამიანის დადებით თვისებებზე. თუ ის ჯერ საკმარისად ბრძენი და კეთილშობილი არ არის, აღმოაჩინეთ მასში ასეთი თვისებები და ეს ადამიანი შეეცდება დაგიმტკიცოთ, რომ ნამდვილად ასეთია.
  6. არ ღირს ადამიანების გაკრიტიკება. თუ მაინც დაიწყეთ ვინმეს გაკრიტიკება, მაშინ ეცადეთ ის მიმართული იყოს მის ქცევებზე და არა მის პიროვნებაზე.
  7. არ ღირს მუდმივად მოახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ სხვებზე მეტი ხართ. ასე მხოლოდ მტრებს შეიძენთ. თუ ადამიანებთან მეგობრობა გსურთ, მიეცით მათ იმის საშუალება, რომ იგრძნონ თავიანთი მნიშვნელობა თქვენს გვერდით.
  8. ყოველთვის შეიმჩნიეთ საკუთარი შეცდომები და დანაშაული, მოიხადეთ ბოდიში.
  9. იმისათვის, რომ დაგემორჩილონ სჯობს შესთავაზოთ, ვიდრე ბრძანებები გასცეთ.
  10. გაღიზიანება – ეს იმის ნიშანია, რომ ადამიაიანს სჭირდება დახმარება და თანადგომა. ამიტომ გაგებით მოეკიდეთ ადამიანების ასეთ მდგომარეობას.
  11. იყავით კარგი მსმენელი და ისაუბრეთ ნაკლები.
  12. ზოგჯერ გაითავისეთ, რომ კარგი იდეა სხვისგან მოდიოდა. მთავარი არ არის ის, თუ ვინ იყო პირველი, მნიშვნელოვანია ის, თუ რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი.
  13. თუ გსურთ იცოდეთ როგორ შეწყვიტოთ ნებისმიერი კამათი, მაშინ აღიარეთ, რომ თქვენ შეიძლება არ ხართ მართალი. მაშინ გაქრება კონფლიქტის მიზეზი და კამათი შეწყდება.
  14. ხშირად გაუკეთეთ საჩუქრები ადამიანებს, ყოველგვარი მიზეზების გარეშე. ეს დაანახვებს მათ, რომ დღესასწაულებს არ ელით, უბრალოდ გინდათ მათი გახარება ყოველდღიურად.
  15. თუ რამე გაღიზიანებთ, მოითმინეთ, გაჩუმდით, შეიკავეთ ემოციები. ნუ გადაჭრით ყველაფერს თავიდანვე. უბრალოდ ადამიანს აცადეთ ბოლომდე თქვას, თქვენ კი ყურადღება იმ მომენტებს მიაქციეთ, რომლებიც თქვენზე შთაბეჭდილებას ახდენენ.
  16. გაიხადეთ დევიზად: ადამიანებით დაინტერესება, მათში ინტერესის გაღვივების ნაცვლად.
  17. გაიღიმეთ.
  18. ადამიანს მიმართეთ სრული სახელით. ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე შემოკლებული სახელით ან მეტსახელით მიმართვა. ამ გზით თქვენ ავლენთ პატივისცემას მისი პიროვნების მიმართ.
  19. შეეცადეთ საუბარი ისე დაასრულოთ, რომ ადამიანი კარგ განწყობაზე დარჩეს.
  20. ისწავლეთ პატიება.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ