აზრი მატერიალურია

აზრი მატერიალურია

ერთი ადამიანი მუდმივად მოგზაურობდა და ერთხელ შემთხვევით ჯადოსნურ ბაღში. ის ბევრს დასეირნობდა და ათვალიერებდა ლამაზ ბუნებას, ბოლოს დაიღალა, წამოწვა ნატვრის ხის ძირში და ჩაეძინა. ეს ნატვრის ხე სასწაულმოქმედი იყო, ის ასრულებდა ყველა სურვილს, როგორც კი ჩაიფიქრებდი მაშინვე, მაგრამ მოგზაური ამის შესახებ არაფერი იცოდა.როცა გაეღვიძა, იგრძნო რომ ძალიან მოშიებოდა და გაიფიქრა:

– როგორ მშია, როგორ მინდა ახლა საჭმელი გაჩნდეს საიდანმე…

და იმ წამსვე, საიდანღაც გაჩნდა საჭმელები, ძალიან გემრიელი საჭმელები. ბიჭს ისე შიოდა არც კი დაფიქრებულა ისე მიირთვა ყველაფერი და… მოსწყურდა. გაიფიქრა:

– რა კარგი იქნებოდა ცივი სასმელი…

იმ წამსვე გაჩნდა არომატული, ცივი ღვინო.

ნატვრის ხის ძირში წამოგორებული სტუმარი ღვინოს სვამდა და თან ფიქრობდა:

– რა ხდება ჩემს თავს? საიდან ჩნდება ყველაფერი ის, რასაც მე მოვისურვებ? მძინავს თუ აქ რამდენიმე მოჩვენებაა, რომლებიც დამცინიან?

სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მოჩვენებები გაჩნდნენ… მახინჯი, ბოროტი მაჯლაჯუნები, ზუსტად ისეთები, როგორადაც სტუმარმა ისინი წარმოიდგინა…

ბიჭი შიშისგან აკანკალდა და გაიფიქრა:

– ახლა ისინი აუცილებლად მომკლავენ…

და მოჩვენებებმა ის მოკლა.

ეს ძველი იგავია, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს. ამ შემთხვევაში შენი გონება და წარმოსახვა ნატვრის ხეა, რომელსაც ნებისმიერი შენი სურვილის ასრულება შეუძლია. ფიქრი მატერიალურია და ადრე თუ გვიან შენ აუცილებლად მიიღებ იმას, რაც გინდოდა და რაზეც ფიქრობდი.

თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ თქვენი გონება ქმნის თქვენსავე ცხოვრებას, ის გიქმნით რეალურად სამოთხეს და ჯოჯოხეთსაც, მისგან მოდის თქვენი ტკივილი, სიხარული, ნებისმიერი ემოცია რაც კი გაქვთ.

არავინ ტანჯავს ადამიანს ისე, როგორც თვითონ საკუთარ თავს. უბრალოდ მან უნდა შეძლოს საკუთარი აზრების სწორად დალაგება, სწორი მიმართულებით წაყვანა. სიმართლეა, რომ ადამიანი გრძნობს თავს ისე, როგორც ეს მას უნდა. იოალად შეიძლება თქვენივე გონებით და აზრებით ჯოჯოხეთიდან ამოხვიდეთ და შეიქმნათ სამოთხე, სადაც იქნებით საკუთარ თავთან ჰარმონიაში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ