20 პატარა აზრი, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ოცნებების დამსხვრევა

20 პატარა აზრი, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ოცნებების დამსხვრევა

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ყველაზე სანუკვარი სურვილები გახდეს რეალობა? სინამდვილეში სულ ცოტა რამ – სწორად აზროვნება. სწორედ თქვენს თავში ფორმირდება წარმატების პარამეტრები ან იმ ყველაფრის ჩავარდნა, რაზეც ოცნებობთ.
თქვენ ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებთ, თუ არ შეცვლით საკუთარ ფიქრებს.
თუ თქვენ რაიმე კარგზე ოცნებობთ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ის, რომ ისწავლოთ დადებითად აზროვნება და მოიშოროთ ყველა ნეგატიური ფიქრი, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია უკვე მიეჩვია. ამ სტატიაში თავმოყრილია 20 ყველაზე გავრცელებული საშიში აზრი, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ.

1. ჩემი ოცნებები და მიზნები მოიცდიან
რამდენად ხშირად გადავდებთ ხოლმე ხვალისთვის იმას, რაც ასე ძლიერ გვინდა და ვალაგებთ პრიორიტეტებს პირადი სურვილების საწინააღმდეგოდ. შესაძლოა ჩვენ ჩავარდნის, კრიტიკის ან გარშემომყოფთა მხირდან გაუგებრობის გვეშინია. სინამდვილეში უნდა გვეშინოდეს იმის, რომ მთელი დრო ისეთ რამეზე დავხარჯეთ, რაც ჩვენთვის უმნიშნველოა. თუ გინდათ ცხოვრება საამაყოდ გალიოთ, მორჩით მხოლოდ ოცნებებზე საუბარს და დაიწყეთ მათი რეალიზება უკვე დღეს.

2. მე არ მაქვს დრო
სინამდვილეში ეს ფრაზა შეიძლება გულისხმობდეს უფრო ზრდილობიან, შესაძლოა გულუბრყვილო გამოხატვის ფორმას: «ეს არც ისე მნიშვნელოვანია ჩემთვის».

3. მე არასაკმარისად ნიჭიერი ვარ
იმის ნაცვლად რომ მუდმივად ნიჭზე და გენიალურობაზე იფიქროთ, გაიხსენეთ პრაქტიკისა და საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობა. სწორედ ეს არის თქვენი ოცნებების რეალიზების გასაღები. ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნით შემართება და მოთმინება ისწავლონ, დაუშვან შეცდომები და რეალიზდნენ, ყოველთვის აღწევენ წარმატებას იმაში, რაც სურთ.

4. ეს პრობლემა ძალიან რთულია
სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს არა მის არსებობაში, არამედ იმაში, რომ თქვენ ზედმეტად ბევრს ფიქრობთ მასზე. უბრალოდ შეეშვით მასზე ფიქრს და გააგრძელეთ წინსვლა.

5. მე ჯერ მზად არ ვარ
არავინ არ გრძნობს თავს მზად, როცა რაიმეს გაკეთების შესაძლებლობა ჩნდება. ეს ასეა, რადგან დიდი შესაძლებლობები გვაიძულებენ გავიზარდოთ ემოციურად და ინტელექტუალურად. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი გვაიძულებს გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიგრძნობთ თავს იმისათვის მზად, რასაც ბედი გვაძლევს. მაგრამ, თუ ჩვენ ამ შანსს არ გამოვიყენებთ მაშინვე, შესაძლოა, რომ ის აღარასოდეს განმეორდეს. უბრალოდ გააკეთეთ, დაურწმუნებლობისა და შიშის ქონის მიუხედავად. ეს ძალიან მარტივია.

6. მე შემეძლო ყველაფერი უკეთ გამეკეთებინა
ცხოვრება – ეს არის ბრძოლა და თუ თქვენ ვერ შეძელით მიგეღოთ ის, რაც გინდოდათ, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში თქვენ სულ სხვა რამე გჭირდებოდათ. სინანული და თვითგვემა არანაირ შედეგს არ მოგიტანთ.

7. მე წარუმატებელი ვარ
ნამდვილი წარუმატებლობა — ეს არის რაიმეს კეთების მცდელობის არქონა. ყველაფერი დანარჩენი არის პრაქტიკა. ნორმალურია ის, რომ დაიბენით, საჭიროა საკთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ და არასოდეს დანებდეთ. ზოგ რამეს სჭირდება დრო, ხოლო ყოველი გადადგმული ნაბიჯით თქვენ უახლოვდებით საკუთარი მიზნების რეალიზაციას.

8. მინდა, რომ ყველაფერი მარტივად იყოს
ბრძოლა და სირთულეები – ბუნებრივი საშუალებებია რაიმეს შესაცვლელად. ცვლილებებისთვის თქვენ გჭირდებათ დაანგრიოთ წარსული, რომ მის ადგილზე გაჩნდეს ახალი. ამიტომ წარმოქმნილი შიში სულაც არ ნიშნავს თქვენს დამარცხებას. თქვენ დიდი წარმატების გზაზე ხართ.

9. სხვებს უფრო მარტივად გმოსდით, ვიდრე მე
თუ თქვენ გინდათ წარმატების მიღწევა, შეწყვიტეთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება. გარედან მხოლოდ ადამიანის მცდელობის შედეგს ვხედავთ, ხოლო იმას, რა სირთულეებთან მოუხდა მას გამკლავება ამ ყველაფრის მისაღწევად – ვერა.

10. არაფერი მაქვს სასიხარულო
თქვენ გეჩვენებათ, რომ არაფერი გაქვთ ისეთი, რის გამოც მადლიერი უნდა იყოთ? მოიშორეთ ეს ნეგატიური ფიქრები და მადლობა მოუხადეთ ცხოვრებას იმისათვის, რომ რისი მიღწევაც ვერ შეძელით დღეს, თავის არდიება მაინც მოახერხეთ. მიუხედავად იმისა, თქვენი ჭიქა ნახევრად ცარიელია, თუ ნახევრად სავსე, მადლობა თქვით, რომ გაქვთ ჭიქა და მასში რამე არის საერთოდ.

11. ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს
არასწორი მტკიცებულებაა. როცა თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ იმით, როგორიც ხართ, თქვენი ნაკლოვანებებიც ლამაზად გამოიყურება. როცა მიიღებთ საკუთარ მინუსებს, ვეღარავინ გამოიყენებს მათ თქვენს საწინააღმდეგოდ.

12. მე არ მაქვს მხარდაჭერა, რომელიც მჭირდება
ჩვენს გარშემო საკმარისი კრიტიკოსები არიან. გახდით შთამაგონებელი. წარუმატებლობის შემდეგ წახალისება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე წარმატების შემდეგ მიღებული ქება. როგორც კი დაიწყებთ სხვების გულშემატკივრობას, ისინი არამარტო იგრძნობენ ამას, ისინიც იგივე მხარდაჭერას გამოხატავენ თქვენს მიმართ.

13. მე არ მაქვს დრო კიდევ ვინმეს რომ დავუთმო
მარტო ბევრის მიღწევას ვერ შეძლებთ. უკვე დღეს ააგეთ კავშირები გარშემომყოფ ადამიანებთან და იქონიეთ დადებითი ურთიერთობა. ისწავლეთ თქვათ «მადლობა», «მე შენ მიყვარხარ», «ბოდიშს გიხდი», «ვამაყობ შენით» და ა.შ. – რასაც სხვების მიმართ გრძნობთ. ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენი იქნება ადრესატებისთვის და ასეთი ურთიერთობა გაგაძლიერებთ თქვენც.

14. ჩემი ახლო ურთიერთობები მოიცდიან
თუ თქვენ არასოდეს ჩერდებით, რომ მიიღოთ სიამოვნება თქვენს გვერდით მყოფ ადამიანებთან ურთიერთობით, მომავალში თქვენ გააცნობიერებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები გადადეთ და დარჩით ცარიელი. ახლო ურთიერთობების სწრაფად მოპოვება ან გამომუშავება შეუძლებელია, ისინი უნდა ააგოთ ყოველდღიურად.

15. მე დავარღვევ დაპირებას მხოლოდ ერთხელ
თუ თქვენ გათვლას აკეთებთ გრძელვადიან წარმატებაზე და სხვა ადამიანებთან კარგ ურთიერთობაზე, მაშინ თქვენ არ გაქვთ ეს «ერთჯერ».თქვენი ვალდებულებები და დაპირებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აქ არ შეიძლება იყოს რაიმე კომპრომისი.

16. ერთი პატარა ტყუილით არაფერი დაშავდება
ასე ჩანს ერთი შეხედვით. სინამდვილეში ტყუილი არის თავხედი დაავადება, რომელიც ელვისებური სისწრაფით ვითარდება. თუ არ გინდათ მატყუარა გახდეთ და მართალი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე, არ მისცეთ საკუთარ თავს სიცრუის უფლება მაშინაც კი, თუ ამის შესახებ თქვენს გარდა ვერავინ გაიგებს.

17. ისინი ზრუნავენ ჩემზე, მაგრამ ზედმეტად დაკავებულები არიან, რომ საკუთარი დაპირებები შეასრულონ
რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამის გაცნობიერება, სავარაუდოდ თქვენ ისეთი ადამიანებით ხართ გარემოცული, რომლებიც არ გჭირდებიან. საჭიროა ერთი რამის დამახსოვერბა: თუ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ადამიანისთვის, ის ყოველთვის მოძებნის საშუალებას, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს ყოველგვარი თავის მართლების გარეშე.

18. მე არასდროს ვტირი
საკუთარი ცრემლების არ უნდა შეგრცხვეთ, რადგან ამ ემოციების გარეშე ჩვენ რობოტებს ვემსგავსებით. ტირილი გვეხმარება განვიმუხტოთ და გარეთ გამოვუშვათ ის, რაც ასე ძალიან გვაწუხებს. ის ანვითარებს ჩვენს სულიერებას და შეიცავს ჰუმანურობის ძირითად პრინციპებს.

19. მე უარს ვამბობ პატიებაზე
იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ, თქვენ გჭირდებათ წარსულის დავიწყება და ყველა წყენის პატიება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ტანჯვა მუდმივად თანმდევი გახდება, ხოლო უსიამოვნო სიტუაციები განმეორდება.

20. გული ძალიან ბევრჯერ გამიტყდა, ახალ რისკებს ვერ გადავიტან
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ უფრო მეტი გვეკუთვნის, ვიდრე აქამდე ვკმაყოფილდებოდით. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი შევიცოდოთ, საჭიროა საკუთარ თავში ძალების მოკრება წარსულის დასავიწყებლად, უნდა შევძლოთ, რამდენადაც რთული და საშიში არ უნდა იყოს ეს. მხოლოდ ასე შეიძლება შევცვალოთ ცხოვრება სამომავლოდ და არ ჩავეჭიდოთ იმას, რაც ადრე იყო!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ