10 დღიანი გეგმა ახალი საქმის დასაწყებად

10 დღიანი გეგმა ახალი საქმის დასაწყებად

ეს ინფორმაცია ძირითადად მათთვის არის, ვისაც უნდა საკუთარი საქმის დაწყება, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია და არ შეუძლია ფინანსური უზრუნველყოფის არქონის გამო. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის კონკრეტულ გადაწყვეტილებას. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, როგორ გადააქციოთ ეს პრობლემები რეალურ შესაძლებლობებად.

ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენი ერთ არსებით და უხეშ შეცდომას უშვებს, რითაც ნებაყოფლობით მიუწვდომელს ხდიან საკუთარ წარმატებას ნებისმიერ საქმეში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იწყებენ ვალების აღებით, ან უარესი, მიმართავენ ამ საქმის განვითარების მიმართ ინტერესმოკლებულ სპონსორებს. შეიძლება ასე თქვენ ოდესღაც მიაღწიოთ წარმატებას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს გამოუვიდათ, მაგრამ ეს გზა არც ისეთი უღრუბლო იყო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

რა აზრი აქვს ღრუბლების ქვეშ ცხოვრებას, როცა არის ღია, უღრუბლო ცა, სადაც ყველაფერი გასაგებია, ნათელია როგორც დღე. მითუმეტეს ამ ალტერნატიული გზით სვლა უფრო მოსახერხებელი და მარტივია, საინტერესოა, ის თქვენ გხდით გამომგონებელს და ნოვატორს.

თქვენთვის წარმოდგენილი გეგმა შედგება სულ რაღაც 10 ნაბიჯისგან. ისინი შეგიძლიათ გადადგათ 10 წლის, თვის, კვირის ან სულაც დღის მანძილზე. რა თქმა უნდა 10 დღეში ეს გიჟური ექსტრიმი იქნება, მაგრამ როგორც იტყვიან – ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს. მაგრამ ეს უკვე ის რისკი არ იქნება, რომელსაც ადგილი აქვს პრობლემების გადაწყვეტის პირველ ვარიანტში, თქვენი საქმის განვითარების დასაწყისში.

ამის მიუხედავად, დამწყები მეწარმეები მაინც ირჩევენ ვალების აღების ვარიანტს, თან არც ეზღვევიან. სწორედ ამიტომ ისინი პირველივე ნაბიჯებზე განიცდიან წარუმატებლობას ან მიათრევენ ამ ტვირთს დიდი ხნის მანძლზე. რა თქმა უნდა არჩევანი თქვენზეა და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
მაშ ასე, ვფიქრობთ უკვე დადგა დრო გადავიდეთ მთავარ საკითხზე და გავწეროთ «ახალი გზის» სრული გეგმა პუნქტებად, ან დღეების მიხედვით.

პირველი დღე – ეს პიველი ნაბიჯიც არის და თან უმთავრესი ნაბიჯი, მომენტი და დღე, ამიტომ ამ თარიღის ჩაწერა ნამდვილად ღირს სადმე, მაგალითად ბლოკნოტში, სასურველია პირდაპირ პირველ გვერდზე. დაე ეს იყოს თქვენი ახალი კომპანიის დაბადების დღე.

ჩაიწერეთ? მაშინ ნახეთ როგორ დაასათაურეთ ეს პროექტი. მოიფიქრეთ დასახელება და ლოგოტიპი, რომელსაც გამოაკრავთ. დასახელება, ისევე როგორც ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს თქვენი საწარმოს საქმიანობას სრულად.

შემდეგ, ამ დღეს თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენი ახალი საწარმოს დეტალური აღწერილობა. აქ უნდა იყოს მთავარი მომსახურების სრული გაგება და ტერმინი, რომელსაც განახორციელებს საწარმო. ეს შეიძლება იყოს რაიმე ინტერვიუს მაგვარი, უბრალოდ უპასუხეთ საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვებს. დაგვიჯერეთ, ერთი წლის შემდეგ თქვენ ის ისევ დაგჭირდებათ.

გთავაზობთ მსგავს შეკითხვებს:
1. რა იქნება ეს?
2. რატომ იქნება ეს?
3. რისთვის?
4. როგორ?
5. სად?
6. როდის?
7. რა ვითარებასა და პირობებში?
8. როგორი?
9. ვისთვის არის?
10. რა უნდა მოვუხერხო ამას?

აი ეს იქნება თქვენი პირველი დღე.

სხვათა შორის მიმდინარე სამსახურშიც შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, თუ ეს მოსახერხებელი იქნება, ან საღამოს სახლში, ფინჯან ჩაისთან ერთად. ამ ყველაფერზე თქვენ მაქსიმუმ 1 საათი დაგჭირდებათ. დაგვეთანხმეთ, რომ პირველი დღის დავალება მარტივია. ასე იქნება შემდეგშიც – მარტივიდან რთულისკენ, პირადიდან სერთოსკენ. აქვე საჭიროა პირველი დღის შედეგის შეჯამება. ამის ჩაწერა მარტო თქვენ გჭირდებათ, რადგან ის მხოლოდ თქვენთვისაა და თქვენს ინტერესებშია. აქ ყველაფერი უნდა აღწეროთ, რაც პირველ დღეს იყო და რაც ეხება თქვენს მომავალ საქმიანობას. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დაწერა ფურცელზე შეგიძლიათ, მაგრამ უმჯობესია თუ აიღებთ ცალკე ბლოკნოტს და კალამს, რადგან პროექტის წარმატების შემთხვევაში რასაც ამ ბლოკნოტში ჩაწერთ, იქნება ძალიან ღირებული ინფორმაცია.

მაშ ასე, პივერლმა დღემ უკვე ჩაიარა.

მეორე დღე – ის პირველზე ცოტათი რთულია, მაგრამ უფრო საინტერესო.
აქ თქვენ უნდა უპსუხოთ მთავარ შეკითხვას: «გჭირდებათ თუ არა ეს საწარმო თქვენ და თქენს მომავალ კლიენტებს?»

ამ შეკითხვას ეგრევე მოსდევს შემდეგი შეკითხვები:
1. რას მოგცემთ ის თქვენ და სხვა ადამიანებს?
2. როგორ წარმოგიდგენიათ საწარმოს მუშაობის ორგანიზაცია?
3. თქვენი ქმედებები, მომსახურებები?

ახლა კი ყურადღებით, რადგან ამ სამ შეკითხვაზე თქვენ პასუხები უკვე გაქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური მოსაზრებაა. თუმცა თქვენ მარტო თქვენთვის ხომ არ ქმნით საწარმოს, ამიტომ თქვენთვის აუცილებელია ეს აზრი გაიგოთ ხალხისგან, უფრო ზუსტად კი ადამიანებისგან, რომლებიც თქვენი აზრით შეიძლება იყვნენ თქენი კლიენტები.

სანამ მომავალ კლიენტებს გამოკითხავთ თქვენ დაგჭირდებათ ადამიანების სიის შედგენა კატეგორიების მიხედვით:

1. ნათესავები, შორეული ნათესავები და ახლობლები
2. სოციალურ ქსელებში
3. მეზობლები
4. წინა და მიმდინარე სამსახურის კოლეგები
5. მეგობრები
6. მეგობრების, ნათესავების და მეზობლების მეგობრები და ნათესავები
7. ქუჩაში გამვლელები
8. ტრანსპორტის მგზავრები
9. თქვენს სიახლოვეს არსებული მაღაზიებისა და საწარმოების თანამშრომლები

ეს კატეგორიები ახლა უნდა დაიყოს სქესის (ქალი-მამაკაცი), ასაკის (14-დან 17 წლამდე; 18-დან 24 წლამდე; 25-დან 29 წლამდე; 30-დან 45 წლამდე; 46-დან 55 წლამდე და 56-დან სიცოცხლის ბოლომდე) და მდგომარეობის მიხედვით. თქვენივე კომფორტისთვის მოამზადეთ დებულებები, შეგიძლიათ პირდაპირ თქვენს ბლოკნოტში.

ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. ახლობლები, ნათესავები და შორეული ნათესავები –
მამრობითი –
14-დან 17 წლამდე
სკოლის მოსწავლე
პროფესია: ჯერ არ აქვს
მგომარეობა (კეთილდღეობა): საშუალო
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
აი ასე უნდა გააკეთოთ ყველა კატეგორიისა და ნიშნის მიხედვით. ნომრის ქვეშ უნდა მიაწეროთ ადამიანების სახელი, გვარი, მამის სახელი და თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები, რაც ეხება თქვენს საწარმოს.
რა თქმა უნდა შეიძლება მონდომება და ყველა ამ საქმის მეორე დღეს გაკეთბა, მაგრამ მაშინ თქვენ მოგიწევთ სხვა საქმეების სმხვერპლად გაღება. ყველაზე მეტად გონივრულია გეგმის მეორე დღეს დაწერა, ხოლო ადამიანების გამოკითხვა მესამე დღეს.

მესამე დღეც ასე უცებ გავწერეთ. ის ყველაზე კომუნიკაბელური დღე გახდება ამ 10 დღის მანძილზე, მის შემდეგ ყველაზე საჭირო დღეები თქვენი პირიდან თავისით გამოვა.

მეოთხე დღეს საჭიროა აუცილებლად გააანალიზოთ მესამე დღეს, უფრო ზუსტად კი გაიგოთ, სჭირდებათ თუ არა ადამიანებს თქვენი მომსახურებები, კონკრეტულად რომელი, რომელი აუდიტორია მოიხმარს ძირითადად და ა.შ.
ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით, მეოთხე დღეს საჭიროა ბიზნეს-გეგმის დაწერა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გვერდიანი იქნება. მთავარია რომ ის თქვენი საწარმოს არსს გამოხატავდეს. ჯერ თქვენი საწარმოს სახელი, ქალაქი და შექმნის თარიღი უნდა დაიწეროს, შემდეგ პროექტის ავტორის სახელი, გვარი, მამის სახელი.

წარმოგიდგენთ ბიზნეს-გეგმის სრულ ჩამონათვალს:
1. კონფიდენციალობის მემორანდუმი (ვინ შეადგინა, ვის აქვს მისი გამოყენების უფლება)
2. მიზანი
3. დახასიათება
4. მომსახურების ჩამონათვალი
5. მონაწილეები
6. წესდება
7. საწესდებო კაპიტალი
8. დაფუძნების გადაწყვეტილება
9. საწარმოს აქტივები (ქონება, ფულადი სახსრები)
10. საწარმოს პასივები (ვალები, კრედიტები, სესხები)
11. ხარჯები
12. შემოსავალი
13. ბალანსი
14. უზარალობის წერტილის გათვლა
15. თქვენი საწარმოს სარგებლობის შესახებ დასკვნა
16. მიზნის მიღწევისთვის ქმედებების ჩამონათვალი.

მეხუთე დღე იქნება აქტიურობით სავსე, როგორც მეოთხე. აქ საჭირო იქნება დადებითი პასუხების შემუშავება ინტერვიუსთვის და უკვე ამ ადამიანების მოწვევის დაწყება მომსახურების რეალიზაციისთვის. ერთად-ერთი პირობა: პირველ ჯერზე საჭიროა თვითპრეზენტაცია, ანუ გარკვეული დათმობების გაკეთება, საჩუქრის გაკეთება, მაგრამ ამან არ უნდა დაგაზარალოთ. ეს ყველაფერი ასე უნდა გამოიყურებოდეს: ადამიანი ახორციელებს ფულად გადახდას წინასწარ, ხოლო მომსახურებას იღებს შემდეგ, ორმაგი ოდენობით. მთავარია აწარმოოთ ანგარიში, ყველა ჩაიწეროთ, რომ არავინ გამოგრჩეთ.

მეექვსე დღის დასაწყისში თქვენ ახორციელებთ დაპირებულ შეკვეთებს, რომლებისთვისაც უკვე გადაიხადეს: ყიდულობთ ინსტრუმენტებს, მასალებს, პროდუქციას – ყველაფერს, რაც საჭიროა პირველი შეკვეთების განსახორციელებლად.

მეშვიდე დღეს ვურეკავთ პირველი კლიენტებისგან რეკომენდირებულ კლიენტებს. ვამზადებთ სარეკლამო მასალებს: სავიზიტე ბარათებს, ფლაერებს, საიტს, განცხადებებს. ვიღებთ კლიენტებს – თუ მოვლენ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

მერვე დღე ყველაზე მხიარული გამოდის, რამდენადაც სწორედ ახლა არის ყველაზე დროული სარეკლამო კამპანიის და თქვენი კომპანიის პირველი პრეზენტაციის დაწყება. პრეზენტაციის დროს შეგიძლიათ დამსწრე საზოგადოებას დაურიგოთ მუდვმივი კლიენტების ანკეტები, სადაც მათ უნდა ჩაწერონ პირადი კონტაქტები და სურვილები იმ სფეროს შესახებ, რომელშიც თქვენი კომპანია მოღვაწეობს.

მეცხრე დღეს საჭიროა გადაამუშაოთ ის ანკეტები, რომლებიც შეივსო მერვე დღეს. თქვენ მუდვმივად კონტაქში უნდა იყოთ სამყაროსთან, ადამიანებთან და უბრალოდ არ უნდა ისხდეთ ინტერნეტში, შეიძლება პირადად მოგიხდეთ ქუჩაში გასვლა და ფლაერების ან სავიზიტე ბარათების დარიგება. საჭიროა მუდმივად კრეატიულობა და განვითარება, ოღონდ ადამიაენბის ინტერესების გათვალისწინებით.

მეათე დღე უნდა გახდეს გასულ დღეებში თქვენს მიერ გაწეული შრომის ნაყოფის მოგროვების პირველი დღე.

მიიღეთ კლიენტები!!! არ დაგავიწყდეთ მიიღოთ რეკომენდაციები, მუდმივი კლიენტების ანკეტები თავისი კონტაქტებით, რადგან ეს თქენი მომავალია.

P.S. პატარა რჩევა ყველასთვის: «ადამიანებს ისე მოექეცით, როგორც თქვენ გინდათ რომ სხვები მოგექცნენ». გააუმჯობესეთ სხვა ადამიანების ცხოვრება, რადგან ამით საკუთარ ცხოვრებასაც გააუმჯობესებთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ