რატომ არის წარმატების შენარჩუნება მის მიღწევაზე რთული

რატომ არის წარმატების შენარჩუნება მის მიღწევაზე რთული

წარმატებისკენ სწრაფვა ბევრი ადამიანისთვის აკვიატება გახდა. ადამიანები მზად არიან ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდნენ წარმატების მისაღწევად. თუმცა ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ წარმატების შენარჩუნება მის მიღწევაზე გაცილებით რთულია.

წარმატების მიღწევის შემდეგ ცხოვრება შეიძლება გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. გრეგ მაკეონმა, რომელიც არის ავტორი წიგნისა «ესენციალიზმი», ერთხელ იკითხა: «რატომ ვერ ხდებიან ავტომატურად კიდევ უფრო წარმატებულები დიდი კომპანიები და მათი მფლობელები?» პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ წარმატება — ეს არის მარცხის კატალიზატორი.

მარტივია იყო შეუმჩნეველი და უცნობი. როცა შეცდომას უშვებთ არავინ არაფერი იცის თქვენს გარდა. მაგრამ როცა ცნობილი ადამიანი ხარ, ყველა ჩასაფრებულია და ელოდება როდის და სად დაუშვებთ შეცდომას. მუდმივი წნეხი არღვევს იმ შეხედულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში.
აი რატომ არ არის წარმატება მუდმივი სიამოვნება. როცა მას მიაღწევ ცხოვრება გაცილებით მეტად რთულდება.

წარმატების გადატანა მარცხის გადატანაზე უფრო რთულია

“თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემებისა და მარცხის გადატანა, მაგრამ თუ ნამდვილად გინდათ ადამიანის ხასიათის გამოცდა, მას ძალაუფლება უნდა მისცეთ.” აბრაამ ლინკოლნი

ადამიანების უმრავლესობისთივს პრივილეგიებს უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. ჩვეულებრივ, მას შემდეგ, რაც ადამიანი წარმატებას აღწევს და გარკვეულ პრივილეგიებს იღებს (ფული, დიდება, ჯილდოები) ორიდან ერთ-ერთი ხდება.

1. ადამიანები ივიწყებენ წარმატების მიზეზებს და იწყებენ ფიქრს მხოლოდ მის შედეგებზე. იმის ნაცვლად, რომ სრულყოფილებას მიაღწიონ ყველა საკითხში, განცხრომას ეძლევიან. სწორედ ამიტომ არის, რომ წარმატებული ადამიანების შვილები ხშირ შემთხვევაში იგივე წარმატებას ვერ აღწევენ. ისინი ხედავენ მხოლოდ წარმატების ნაყოფს და არ ესმით რის ფასად მოხდა მისი მიღწევა.

2. ან ადამიანები მუდმივად დაძაბულები არიან იმის გამო, რომ წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მაღალი მოსწრება უნდა ჰქონდეთ, ეს მათ თრგუნავთ, ვერ უმკლავდებიან ამ რეჟიმს და კარგავენ ყველაფერს.

წარმატება და მიღწევა — ერთი და იგივე არ არის
სხვაობა «წარმატებასა» და «მიღწევას» შორის ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან არსებითია. წარმატება – ეს არის ჩვენი სუბიექტური აღქმა, ხოლო მიღწევა – ობიექტური ასახვაა იმისა, რასაც მივაღწიეთ. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბევრი მიღწევა, თუმცა ამავდროულად არ იყოს წარმატებული.
მაგალითად, ასეთი რამ ხშირად ხდება: ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარმატების ყველა შინაგანი მონაცემი, თავს დაკარგულად გრძნობენ და არ ახსოვთ, ოდესღაც რატომ დაიწყეს საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა. ის, რაც ერთ დროს მათთვის იყო მხოლოდ გატაცება, გახდა სულ უფრო მეტის მიღების მოთხოვნა.

იმაზე დაფიქრების ნაცვლად, თუ რატომ გვინდა რაიმეს მიღწევა, ჩვენ ვიწყებთ ამ მიზნის მიღწევის ქმედითი საშუალებების ძიებას, და ჩვეულებრივ ეს საკუთარი პრინციპების უგულებელყოფის ხარჯზე ხდება ხოლმე.
თუ მოტივაცია შინაგანიდან გარდაიქმნება გარეგანად, მუშაობის ხარისხი იკლებს. გარკვეული დროის მანძილზე ის შეიძლება ძველებურად მაღალ დონეზე შეინარჩუნოთ, მაგრამ ეს უმეტესწილად ჯანმრთელობისა და ურთიერთბების დაზარალების ხარჯზე ხდება.

როგორ გავხდეთ წარმატებული თავის დაკარგვის გარეშე
თუ წარმატება — თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაშინ დიდი ალბათობით წარმატებული ვერ გახდებით. წარმატების დევნა – ეს იგივეა, ბედნიერებას რომ სდიოთ. ერთიც და მეორეც არ უნდა ითვლებოდეს მიზნად. ორივე მოვლენა არის თქვენი ქცევისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შედეგი.

წარმატება მოდის მაშინ, როცა თქვენი ქცევა არ ეწინააღმდეგება თქვენს რწმენასა და ფასეულობებს. მისი შეკავება (რაც რეალურად რთულია დამატებითი ზეწოლის გამო) შესაძლოა მაშინ, როცა შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თავდაპირველი პრინციპები: ანუ არ უღალატოთ საკუთარ თავს.

ასეთ სიტუაციაში მართვის სადავეების შენარჩუნებით, თქვენ შეძლებთ განვითარდეთ საკუთარ საქმეში მიუხედავად იმისა, მსოფლიო ჩემპიონი იქნებით თუ არა. თქვენ შეძლებთ უარი თქვათ ცდუნებებზე. თქვენ შეძლებთ უფლება არ მისცეთ პატივმოყვარეობას აკონტროლოს თქვენი ცხოვრება. თქვენ არ უღალატებთ საკუთარ რწმენას და ახლობელ ადამიანებს.

გახსოვდეთ, რატომ მიიწევთ საკუთარი მიზნისკენ. ეს ყველაზე რთული რამ არის, რისი გაკეთებაც მოგიწევთ წარმატების გზაზე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

დროის მენეჯმენტი: თქვენი ცხოვრების დიდი ქვები

კარგა ხნის წინ მე ვკითხულობდი ერთი ექსპერტის შესახებ დროის მენეჯმენტის სფეროში. ერთ მშვენიერ დღეს ეს ექსპერტი ესაუბრებოდა სტუდენტთა ჯგუფს და თავისი აზრების უკეთესად გამოსახატად გამოიყენა ილუსტრაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ის

პოზიტივი და ნეგატივი

რა გვაბრკოლებს, რომ ლაღად და თავისუფლად ვიცხოვროდ

როდესაც ვუშვებთ ხელს წარსულს ჩვენ კი მივიწევთ წინ, უსასრულობისკენ, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ რეალობა ახალი და გეგმებიც ახალი ჩნდება ცხოვრებაში. წინსვლას აბრკოლებთ და ფერხდებით გზაზე თუ კი ფიქრებით წარსულზე მიეჯაჭვებით

ფილოსოფია

10 ებრაული პრინციპი მეწარმისთვის

საქმისადმი მიდგომის 10 ებრაული პრინციპი, რომელთა კულტივირება საკუთარ თავში მნიშვნელოვანია ყველა მეწარმისთვის 1. არ ღირს ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობ. 2. ზოგჯერ საჭიროა იმაზე მეტის მიცემა, ვიდრე საკმარისია, თუ გინდა, რომ