არასდროს უთხრა საკუთარ თავს, რომ ოცნება, რომელიც გიყვარდა აღარ გჭირდება

არასდროს უთხრა საკუთარ თავს, რომ ოცნება, რომელიც გიყვარდა აღარ გჭირდება

არსებობენ ადამიანები,რომლებთაც აქვთ ოცნებები და მიზნები. ბევრს ოცნებობენ და მთელ იმედებს ოცნებების ასრულებაში ხედავენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნით გამბედაობა გადადგან ნაბიჯები ოცნებების ასასრულებლად, ან დგამენ კიდეც რამდენიმე ნაბიჯს მათკენ, მაგრამ რადგან უამრავი დაბრკოლება ეღობებათ წინ, მაშინათვე იხევენ უკან. დროთა განვალობაში კი ივიწყებენ საკუთარ ოცნებებს და რადგან ვერ პოულობენ მათ განსახორციელებლად ძალას, საკუთარ თავს ჩააგონებენ, რომ ეს ოცნებები მათ უბრალოდ აღარ სჭირდებათ.

დაარწმუნო საკუთარი თავი რომ ოცნება, რომელიც ძალიან გიყვარდა აღარაფერში გჭირდება სიცრუეა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვექცეთ ასე ცუდად საკუთარ თავს. ეს არის ღალატი საკუთარი თავის მიმართ და ოდესმე, აუცილებლად ვინანებთ, რადგან ნებისყოფა არ გვეყო, დავივიწყეთ ჩვენი ოცნებები და ჩვეულებრივ ადამიანად დავრჩით სამყაროსთვის.

ოცნებები არის ადამიანის უნარი, წარმოიდგინოს საკუთარი მომავალი, წარმოიდგინოს საკუთარი წარმატება და ბედნიერი ცხოვრება. ოცნების გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით წარმატებას. ჯერ ძალიან უნდა გვინდოდეს რამე, რომ მისთვის ვიბრძოლოთ კიდეც.

დამეთანხმებით,როდესაც მთელი გულით ვცდილობთ დავივიწყოთ ჩვენი ოცნებები,თავს ჩავაგონებთ რომ ეს ოცნებები უბრალოდ აღარ გვჭირდება, გულის სიღრმეში ვნანობთ, განვიცდით და გაღიზიანებული ვართ, რომ ვერ ვიპოვეთ ძალა ფრთები შეგვესხა მათთვის.

თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უდიდესი შესაძლებლობა აისრულოს ის ოცნება, რომელიც დროთა განვალობაში ჩამოყალიბდა ჩვენში. თუ ჩვენ გვაქვს უნარი იმისა, რომ ვიოცნებოთ, ისეთი ამბები წარმოვიდგინოთ გონებაში, რომელიც სინამდვილეში გვინდა რომ მოხდეს, გქვონდეს ის, რაც გვიზიდავს, მაშასადამე იმის ძალაც მოგვეცემა სამყაროსგან რომ ავისრულოთ ეს ოცნება. რადგან ბუნებაში არაფერი ხდება შემთხვევით. ოცნებები გვაქვს იმიტომ, რომ ავიხდინოთ ისინი და დავინახოთ მათი წყალობით როგორ გახდება სამყარო კიდევ უფრო უკეთესი. რადგან თუ ჩვენ ყველაფარი უბრძოლველად მოგვეცემა, ბოლომდე ვერასდროს შევიცნობთ ჩვენს შესაძლებლობებს, ვერ გავივლით საინტერესოდ გზას და ვერ განვითარდებით. შესაბამისად ვალდებული ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ ოცნებებისთვის და არასდროს დავიხიოთ უკან. არასდროს არ უნდა დავმარცხდეთ ოცნებებისთვის ბრძოლაში.

ცხოვრების ბოლოს აუცილებლად ინანებთ, რომ უარი თქვით საკუთარ ოცნებებზე, ამიტომ იყავით გაბედული. გააკეთეთ მაქსიმუმი თქვენი ოცნებებისთვის და შემდეგ იამაყეთ ამით. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც აქვს ოცნება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განახორციელოს თავისი მიზნები.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1533 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტინგი, როგორც სექსი – შვიდი ჭეშმარიტება, რომლებიც ყველა ბიზნეს-ლიდერმა უნდა გაითავისოს

20 ბიზნესმენს რომ ჰკითხოთ, რა არის მარკეტინგი, მიიღებთ 20 სხვადასხვა პასუხს. რატომ არის რთული ამ გაგებისთვის ერთიანი განმარტების მიცემა? შესაძლოა იმიტომ, რომ თავად მარკეტოლოგებსაც კი არ შეუძლიათ ამის გაკეთბა. ისინი

Print Friendly, PDF & Email

ვის შეუძლია გახდეს მილიონერი?

მოზარდები, რომლებიც მიდრეკილნი არიან წვრილი სამართალდარღვევებისკენ, მაგრამ ამასთანავე აჩვენებენ მაღალ შედეგებს ინტელექტუალურ ტესტებში, დიდი ალბათობით სამომავლოდ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებენ და მილიონერები გახდებიან. როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი იუწყება, ამას

Print Friendly, PDF & Email

10 მეთოდი იმისათვის, რომ დღე მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს

წაიკითხეთ Red Hat-ის პრეზიდენტისა და CEO-ს რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი სამუშაო დროისგან და აიმაღლოთ პერსონალური პროდუქტიულობა. მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ, არსებობს სამუშაო დღის ერთი გამორჩეული ნიშანი, რაც

Print Friendly, PDF & Email

12 მეთოდი ყველაფრის მისაღებად

1. ცხოვრებაში კარგი მოსწრება აქვთ მათ, ვისაც არ ეშინია რაიმე დიდებულზე ოცნება და შემდეგ ამ ოცნებების განსახორციელებლად რისკზე წასვლა. 2. როცა შენ უკვე მზად ხარ დანებდე, ყველაზე მეტად ახლოს ხარ

Print Friendly, PDF & Email

10 მცნება რკინის დისციპლინისთვის

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სრული წარმატებისთვის უმაღლესი განათლება, კარგი კონტაქტები ან საბანკო ანგარიშზე თანხა არ გყოფნით, იცოდეთ, რომ ცდებით! თქვენ არ გყოფნით დისციპლინა. თუ თქვენ გინდათ, რომ განვითარებაში კვანტური ნახტომი

Print Friendly, PDF & Email

15 უტყუარი საშუალება მარკეტინგის სტიმულირებისთვის

1. მომსახურების და პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ახალი პროდუქტების დახურული გაყიდვების მოწყობა. 2. მოძებნეთ და შექმენით ფანატების წრე. თქვენ უნდა დაუმეგობრდეთ ყველაზე კარგ კლიენტებს და დაიწყოთ მათთან ურთიერთობა, მოახდინოთ მათი

Print Friendly, PDF & Email