აზრი არ აქვს მეორე შანსის მიცემას
May 1, 2017 1349 Views

აზრი არ აქვს მეორე შანსის მიცემას

არავის არ უნდა მისცეთ მეორე შანსი, რადგან ეს არის უაზრო და უმადური საქმე.
როცა თქვენ ვინმეს აძლევთ მეორე შანსს – სინამდვილეში შანსს აძლევთ საკუთარ თავს, ეს უნდა აღიაროთ.

უბრალოდ თქვენ მზად არ ხართ ადამიანი გაუშვათ. მიეჩვიეთ მას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. მატყუარა რჩება მატყუარად, იდიოტი – იდიოტად, მექალთანე – მექალთანედ, ნევროსტენიკი – ნევროსტენიკად, იმედია ხვდებით რაც იგულისხმება… მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ შეიცვლის ადამიანის თავის შინაგან ბუნებას.

უამრავი ადამიანის გამოცდილება მოწმობს იმას, რომ ადამიანის პატიება და უკან დაბრუნება არაფერი სასიკეთოს მომტანი არ არის, რადგან ეს ადამიანი ოდესღაც იყო ძვირფასი, თუმცა ახლა აღარ არის. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთია – დაშორება.

მნიშვნელობა არ აქვს იმედი გაგიცრუათ თუ უმიზეზოდ წავიდა თქვენგან, მიდგომა უნდა გქონდეთ შემდეგი: «ჯანდაბამდე გზა ჰქონია». გადაწვით ხიდები და ნუ ინანებთ ნურაფერს!

ვინმესთვის მეორე შანსის მიცემით, თქვენ მხოლოდ საკუთარ ნერვებს მოისპობთ. იტირებთ ღამით, დაიმძიმებთ შინაგან მდგომარეობას და ეს გაგრძელდება კარგა ხანს, გამომდინარე იქედან, სადამდე გეყოფათ ძალები, რომ ერთი და იგივე ფოცხს დაადგათ ფეხი.

განმეორებითი იმედგაცრუება ადამიანში, რომელმაც უკვე გაგიცრუათ იმედი, გარდაუვალი იქნება. ამიტომ, გული ეგრევე უნდა აირიოთ, თან ბოლომდე. გასაგებია, რომ სათქმელად ადვილია და გასაკეთებლად რთული, მტკივნეულიც, მძიმეც, რადგან მის გარეშე ცხოვრება ჯერ ვერ ისწავლეთ. მაგრამ სჯობს ერთხელ გადაიტანოთ ეს ღრმა განცდა, ვიდრე წლების მანძილზე იტანჯოთ.

ჯერ საკუთარი თავი გიყვარდეთ, ხოლო შემდეგ ყველა სხვა დანარჩენი. გქონდეთ სწორი თვითშფასება, ნუ დაიმცირებთ თავს. დააფასეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს. იყავით ძლიერი ბოლოს და ბოლოს, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება – არის ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!

ეს სტატია გიჩვენებთ მედალიანოის ერთ მხარეს და ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაონც არსებობენ ადამიანები ვისთვისაც შეგიძლიათ მეორე შანსის მიცემა. უბრალოდ ამ საკთხებში საჭიროა მეტი სიფრთხილე და სიბრძნე, რომ სხვისი პატიებით საკუთარი თავი არ დააზიანოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like