არასოდეს დალიოთ ცუდი ყავა, არ იყოლიოთ ცუდი მეგობრები და ცუდი მამაკაცი

არასოდეს დალიოთ ცუდი ყავა, არ იყოლიოთ ცუდი მეგობრები და ცუდი მამაკაცი

გულგრილობა – კარგი ნამდვილად არ არის. ადამიანებს უნდათ, რომ მუდმივად მათთან იყოთ, რომ დინების მიმართულებით იცუროთ, რომ ყველაფერი ისე მიიღოთ, როგორც არის. შესაძლოა ცხოვრების გარკვეულ სფეროებში ასეც არის საჭირო, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად არ დგას ამის საჭიროება.

არსეობს სფეროები, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა იყოთ შუალედური და მომთმენი, გარკვეული საკითხების გამო ბრძოლაა საჭირო.

ადამიანები, რომლებმაც არ იციან როგორ იცხოვორნ ისე, როგორც სურთ, გაიძულებენ თავი ცუდად იგრძნოთ იმის გამო, რომ რაიმე მისწრაფება ან მიზანი გაგაჩნიათ. მათ შეიძლება გიწოდონ სნობი, ეგოისტი – და ეს უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის აღწევთ სასურველ შედეგს იმაში, რაც გაბედნიერებთ.

მაგრამ თუ თქვენ მუდმივად იმაზე ინერვიულებთ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები და ამაზე ფიქრით იცხოვრებთ, იცოდეთ, რომ ძალიან მდორე და მოსაწყენი ცხოვრება გექნებათ.

თუ ცხოვრების ჟინი ადამიანებს აშინებთ, გაიქცნენ თავად. თუ თქვენი დრაივი ვინმესთვის ზედმეტია, შეეშვით ამნაირ ადამიანებს.

თქვენი ცხოვრება უნდა ასახავდეს იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვართ და რაც გაბედნიერებთ. თქვენ ამის თქმის არ უნდა გეშინოდეთ. როცა რაიმეს მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენთ, სწორედ ის გეძლევათ ცხოვრებისგან. ძალიან მარტივია.

მილიონი რამეა ცხოვრებაში, რისი გაკონტროლებაც ადამიანს არ შეუძლია, და ისინი უნდა დაივიწყოს. ჩვეულებრივ ეს ყველაფერი დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან და იმასთან, თუ რას ფიქრობენ, გრძნობენ და აკეთებენ ისინი. არასოდეს არ უნდა გქონდეთ სხვისგან რაიმეს მოლოდინი, რადგან თქვენ ნაკლებად გაქვთ სხვების ნათქვამსა და ნამოქმედარზე გავლენა.

რისი შეცვლაც შეგიძლიათ, ეს არის მხოლოდ ის, რასაც საკუთარ ცხოვრებაში დაუშვებთ. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მხოლოდ საკუთარი ცხოვრების დონე და იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ნუ იყოლიებთ ცუდ მეგობრებს, რომლებიც მხოლოდ კამპანიისა და გართობისთვის არიან თქვენთან, ნუ იყოლიებთ ცუდ მამაკაცს, რომელიც არასოდეს ასრულებს დანაპირებს და გალოდინებთ. ნურასოდეს დალევთ ცუდ ყავას – სჯობს ცოტა მეტი გადაიხადოთ და რაიმე რეალურად გემრიელი დალიოთ.

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ საკუთარი ენერგია დახარჯოთ ისეთ რამეზე, რაც გაგანადგურებთ. ნურასოდეს იქნებით გულგრილი საკუთარი ცხოვრების მიმართ. კონცენტრირდით ისეთი საქმის კეთებაზე, რაც გაგაბედიერებთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რა არის გონება და სად არის ის?

თქვენ გონიერი ადამიანი ხართ? – ამ შეკითხვაზე ადამიანების უმრავლესობა დადებითად პასუხობს, რადგან თავს ასეთად თვლის თუნდაც ერთი კონკრეტული სფეროს ან საქმიანობის ცოდნის გამო. კარგია თუ ასეა, მაგრამ სად აქვს ადამიანს

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?

ამბობენ, რომ ,,ზოგჯერ ჩვენს მიერ დაშვებული მცირე შეცდომები თავიდან დიდ შეცდომებს გვარიდებს, უფრო მეტიც, ზოგჯერ შეცდომა ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილად და უდიდესი წარმატების საწყის ნაბიჯად იქცევა ხოლმე…’’ და მიუხედავად ამისა, ყველა

Print Friendly, PDF & Email

აშშ-ში შექმნეს ფეხსაცმელი ე.წ. „სელფის“ გადაღებისთვის

აი ასეთი ფეხსაცმელი თქვენ ჯერ ალბათ არ გაქვთ. ამერიკულმა ბრენდმა Miz Mooz წარმოადგნია ქალის ფეხსაცმელი, რომელიც განკუთვნილია ე.წ. „სელფის“ გადაღებისთვის. ფეხსაცმელი ქუსლიანია, მას ჰქვია Selfie Shoes (“სელფი-ფეხსაცმელი”), გყიდვაშია ფირმის ონლაინ-მაღაზიაში

Print Friendly, PDF & Email

“ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ბრძენი კი სხვის შეცდომებზე”

1.“ბევრი მუშაობა ყოველთვის აუცილებლად გამოღებს შედეგს.” – ამბობს მასწავლებელი, რომელიც 40 წელია მასწავლებელია და ალბათ დღიურად ჩემს მეზობელზე ათჯერ მეტს მუშაობს. თუმცა ჩემს მეზობელს ბევრად უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ვიდრე

Print Friendly, PDF & Email

ლევ ტოლსტოის 20 ციტატა, რომელიც ცნობილ მწერალს სხვა თვალით დაგანახებთ

ის იყო პირველი, რომელმაც უარი თქვა საავტორო უფლებაზე, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიყო სისტემას, რელიგიური ავტორიტეტების უარყოფის გამო მოკვეთილი იყო ეკლესიიდან. მან უარი თქვა ნობელის პრემიაზე, ვერ იტანდა ფულს და გამოდიოდა გლეხების დასაცავად.

Print Friendly, PDF & Email

Adidas-მა გერმანელი სტუდენტის მიერ გადაღებული რეკლამა დააიგნორა

იუჯინ მერჰერი (Eugen Merher) გერმანელი სტუდენტია, რომელმაც გადაიღო სარეკლამო რგოლი მოხუც სპორტსმენზე, სადაც ნაჩვენებია ადამიანის უდიდესი პირვონული სიძლიერე და თავისუფლება, მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ. ვიდეოს გადასაღება იუჯინი შთააგონა მისმა ნათესავმა, რომელსაც

Print Friendly, PDF & Email