არასდროს დაკარგო საკუთარი თავის ფასი!

არასდროს დაკარგო საკუთარი თავის ფასი!

დღევანდელი სტატიის წაკითხვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ შეგმატო საკუთარი თავის რწმენა და ერთხელ და სამუდამოდ დაიჯერო, რომ წარმატება მხოლოდ ძლიერი ადამიანების ხვედრია. ამ სტატიის დაწერა კი შუა ღამისას გადავწყვიტე, როდესაც წყლის დასალევად ავდექი და რატომღაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავაკვირდი ფანჯრიდან. უეცრად გონება გამინათდა.

საკუთარ მაგალითზე მივხვდი: რამდენი მარცხიც არ უნდა იგემო ცხოვრებაში არასდროს არ უნდა დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. გჯეროდეს რომ მარცხი ნორმალურია. წარმატებას ყოველთვის თან ახლავს უამრავი იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს განსაკუთრებული, ამიტომ არასდროს იფიქრო, რომ არ ხარ საკმარისად ძლიერი.

მაშინვე ლეპტოპი ჩავრთე და სტატია, რომელსაც ახლა კითხულობ, ღამის სამ საათზე დავწერე შენთვის. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიზიარებს და გვეტყვის როგორი დაბრკოლებების გადალახვა მოუხდათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, მით მეტად მიეცემა საზოგადოებას იმედი და ადამიანები შეძლებენ დასახული მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლას! ამ გზით შევძლებთ ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა ევროპაში. თითოელ ადამიანს უნდა ჯეროდეს საკუთარი თავის, რისი ფუნდამეტიც არის განათლება და ძლიერი პიროვნული თვისებები.

არასდროს არანაირი მარცხის შემთხვევაში არ იგრძნო თავი დამარცხებულად, არ დაკარგო საკუთარი თავის ფასი, რადგან ძნელია რწმენის დაბრუნება. გჯეროდეს, მარცხი არ არის დასასრული. ის უბრალოდ ნიშანია, რომ შენ ცოცხლობ და იბრძვი წარმატებისთვის.

შეიძლება მსგავსი ტიპის სტატია ადრეც წაგიკითხავთ, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ყველამ უნდა გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს და მოვყვეთ როგორი რთული იყო წარმატებისკენ მიმავალი ბილიკები გასავლელად. ასე რომ იყავი შემდეგი! გაგვიზიარე შენი წარმატების ფორმულა!
გისურვებ წარმატებებს!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 51 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ