არასდროს ვივიწყებ ვინ ვარ

არასდროს ვივიწყებ ვინ ვარ

სადაც არ უნდა წავიდე, როგორც არ უნდა შევიცვალო, რამდენი განსაცდელიც არ უნდა შემემთხვეს და პირიქით, რამდენ მწვერვალზეც არ უნდა ავიდე, არასდროს მავიწყდება პოზიტიური სიტყვების ძალა. არ მავიწყდება ჩემი საყვარელი საქმის კეთება – თქვენთვის სამოტივაციო სიტყვების გაზიარება. ამის გაკეთება ყოველთვის არ არის ადვილი. ზოგჯერ ის ადამიანებიც, რომლებიც სამოტივაციო სიტყვებს წერენ დიდ ტკივილს განიცდიან, მაგრამ არც მე ვნებდები განსაცდელს. დილით იმიტომ არ ავმდგარვარ, რომ პესიმისტური სიტყვებით ვწერო, ასეთ სიტყვებს არასდროს აქვთ ძალა. სამყაროში მხოლოდ ის ადამიანები იმარჯვებენ, რომლებიც ძლიერები არიან.რომლებიც ებრძვიან ტკივილს, სევდას, უიმედობას, ავადმყოფობას და იმარჯვებენ. ასეთი ადამიანები ქმნიან საკუთარი თავის შესახებ ბეთსელერებს. მეც მინდა ასეთი ვიყო.
მე ვცდილობ ვიყო ძლიერი ადამიანი. პრობლემებს როდესაც ვეჯახები არ ვივიწყებ ვინ ვარ. არ მავიწყდება ჩემი ოცნებები. მათზე არასდროს ვიტყვი უარს. ვიცი, ცხოვრება რთულია და ხშირად გვაყენებს დარტყმებს, მაგრამ მე შემიძლია მივიღო გამოწვევები მისგან. მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე- საკუთარი თავის მიმართ.
ვიცი, ადამიანები რატომ განიცდიან მარცხს. ისინი როგორც კი დაბრკოლებებს ხვდებიან, მაშინვე უკან იხევენ. ამბობენ,რომ ოცნებები არასდროს აუხდებათ. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო, მხოლოდ ეს ყოფილა მნიშვნელოვანი. წარსულის მიღწევებით ვერ იამაყებ, მთავარი აწყმოა.
ამ ჩანაწერს მთელი გულით ვწერ. გულის უდიდეს ნაწილს ამ სიტყვებს ვატან შენამდე. ამიტომ აქვს ჩემს ნაწერს ძალა, ეს სიტყვები რეალურია, არ არის გამოგონილი, ამიტომ აქვს მათ ძალა. შეიძლება ხვალ უკეთესი ადგილიდან გესაუბრო, ვიდრე დღეს ვარ. ამ ჭაობში არ არის ადგილი შენთვის, მაგრამ სამყარო ცვალებადია, ყველაფერი იცვლება, ამიტომ მე მჯერა უკეთეს ადგილას შევხვდებით ერთმანეთს.


გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესმენები და მეწარმეები

ჯონათან ლონგი: 15 მიზეზი იმისათვის, რომ გახდეთ მეწარმე

ყველა მეწარმეს ბიზნესის დაწყების თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ უმეტესობა მათგანი ერთ რამეზე თანხმდება: იყო მეწარმე – ეს ძალიან მაგარია! მარკეტინგული სააგენტო Market Domination Media-ს დამფუძნებელი ჯონათან ლონგი წარმოგვიდგენს 15 მიზეზს,

ფსიქოლოგია

უბრძოლველად გამარჯვების სიბრძნე

იქ, სადაც ორი ადამიანია, ყოველთვის არის უთანხმოება. ყოველ დღე ჩვენ გვიხდება სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა ადამიანებთან. რაც უფრო დიდი სოციალური როლის მქონეა ადამიანი, მით უფრო ხშირად ხვდება განსხვავებულ შეხედულებებს.

რუბრიკები

9 ყველაზე მდიდარი ბავშვი და მოზარდი მსოფლიოში

მათ ვერ შეხვდებით ავტობუსის გაჩრებაზე. ისინი არ დადიან მაღაზიებში, ისინი არიან მილიონერი ბავშვები, რომელთა უმეტესობა 16 წლამდე ასაკის არის, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები მსხვილი თანხებითაა შევსებული. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი