არაკვალიფიციური თანამშრომლების აყვანის უპირატესობები
1194 Views

არაკვალიფიციური თანამშრომლების აყვანის უპირატესობები

ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალი, თუმცა ასეთი თანამშრომლების მოძიება-მოზიდვა და შენარჩუნება რთულია, გარდა ამისა, პროფესიონალს კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება და პირობები უნდა შევთავაზოთ. არსებობს მეორე ვარიანტი – დავიქირავოთ დამწყები, არაკვალიფიციური პერსონალი და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით ხელი შევუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ორგანიზაცია , რომელიც ზრდის ფაზაშია, უკეთესია, თუ შეარჩევს პოტენციურ ” ვარსკვლავებს” და ხელს შეუწყობს მათ ზრდას.

განვიხილოთ ამ მიდგომის უპირატესობები :

  • გამოუცდელ თანამშრომლებს აქვთ ზრდის ტენდენცია. ისინი არ არიან საქმიანობისგან გადაღლილები და დასტრესილები, ამიტომ აქვთ სურვილი და ენერგია, რომ ისწავლონ.
  • მათ არ აქვთ მავნე სამუშაო ჩვევები და ჩვენ შეგვიძლია გამოვუმუშავოთ მხოლოდ სასურველი ჩვევები.
  •  მათ აქვთ სწორი დამოკიდებულება საქმიანობისთვის საჭირო უნარების განვითარების შესახებ. იციან, რომ თანდათან გამოიმუშავებენ უნარებს.
  •  ახალი სისხლი – შეუძლიათ, ახალი იდეები და ხედვები ჩამოაყალიბონ ძველი პრობლემების მიმართ. მათი ენთუზიაზმი შეიძლება იყოს გადამდები.
  •  ყალიბდება ერთგულება ორგანიზაციის მიმართ. ორგანიზაციაში იზრდებიან და დიდხანს რჩებიან.
  • P.s დამწყებ თანამშრომელს უხდიან იმაზე ბევრად ნაკლებს, ვიდრე პროფესიონალს , დამწყების აყვანა ანაზღაურებაზე გათვლილ ხარჯებს ამცირებს.

რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროფესიონალს დამწყები ვამჯობინოთ. გასათვალისწინებელია, რომ სანამ ვაკანტურ პოზიციას შევავსებთ, უნდა შევისწავლოთ პოზიციაზე შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები, განვსაზღვროთ პასუხისმგებლობების სირთულე, განვსაზღვროთ ეს პოზიცია არის თუ არა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წარმატებისთვის, გავითვალისწინოთ, გვაქვს თუ არა დრო და შესაძლებლობები იმისათვის, რომ ახალი თანამშრომლისთვის დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროგრამები და ამის შემდეგ შეიძლება გადავწყვიტოთ, ვინ გვჭირდება ამ პოზიციაზე – პროფესიონალი თუ დამწყები.

Print Friendly, PDF & Email

About author

Rusa Tepnadze
Rusa Tepnadze 2 posts

<p>რუსუდან ტეფნაძე – ადამიანური რესურსების სპეციალისტი, პრაქტიკოსი ტრენერი</p>

View all posts by this author →

You might also like