არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი

შეიხი მოზა: არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი – შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი. ჰიჯაბისა და ფარანჯას გარეშე

6guou56dtiar6hq26xir

არაბული სამყაროსთვის მისი სტილი — თამამია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა არამარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებშიც.
შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი — ყატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის მეორე ცოლია სამიდან, 7 შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს — პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.
მისი ცხოვრების ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს, თუ ვინმე გადაწყვეტს მოზას ცხოვრებაზე სერიალის გადაღებას, სავარაუდოდ გამოვა «დიდებული საუკუნის» მსგავსი.

sheikha-mozah-style-9

18 წლის ასაკში მოზას შეხვდა «ბედნიერი ბილეთი» — მან გაიცნო მომავალი პრინცი, თუმცა მის ცოლობას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სტაჟირება გაიარა ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამის მერე გათხოვდა. ცოლ-ქმრული თანაცხოვრების პირველი წლები მან ბავშვებს დაუთმო. ეს არის ქალი, რომელსაც ეძახიან სპარსეთის ყურის «რუხ კარდინალს». იმ დროისთვის ყატარიც არ იყო ისეთი გავლენიანი სახელმწიფო არაბულ სამყაროში როგორც დღეს. სიტუაცია შეიცვალა 1995 წელს. იმ დროს მოზას ქმარმა უსისხლო გადატრიალება მოახდინა ქვეყანაში, ჩამოაგდო საკუთარი მამა და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. გადატრიალებას მხარი დაუჭირა ანგლო-საქსონურმა სამყარომ, ყატარის შესახებ საუბარი დაიწყეს მისი ნავთობის მარაგების ჭრილში, ახალმა ემირმა მსოფლიოს გააცნო თავისი მეორე ცოლი — ლამაზი და განათლებული მოზა.

შეიხი მოზა კურირებდა ჰუმანიტარულ და საქველმოქმეო პროგრამებს და სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე ულამაზეს სამოსში რომლებიც შექმნილი იყო მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებში.

sheikha_mozah_style_icon

ის ატარებს შარვალს, გამოყვანილ კაბებს. მის გარდერობში არის რუსი დიზაინერის -უილიანა სერგეენკოს კაბაც. (ცენტრში ფოტოზე — რუსი დიზაინერის კაბაში).
მოზას პროგრესული ჩაცმულობის პარალელურად მის ქვეყანაში ქალები ისევ არაბული წესებით დაკანონებული სამოსით – გრზელი შავი კაბებით, თავსაბურავებით და ჰიჯაბებით დადიან – ზუსტად ისე, როგორც მთელს არაბულ სამყაროში. მოზა ატარებს მხოლოდ თავსახვევს, თავისუფალ დროს ჯინსებითაც კი დასეირნობს.

მოზას აკრიტიკებენ ყატარის აგრესიული პოლიტიკის გამო — სპარსეთის ყურის პატარა ქვეყანას ადანაშაულებენ გაზის ფასების დემპინგში და გაზის ბაზრის მაქსიმალური სეგმენტის დაკავებაში მთელი მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ყატარი აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც, რა თქმა უნდა, მთლად ვერ ერგება მოზას დახვეწილ იმიჯს.

Qatar+State+Visit+To+the+UK+fPIcfiar5Lpx

შეიხ მოზას, რაც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში იშვიათობას წარმოადგენს, გააჩნია მთელი რიგი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობები, მათ შორის საპატიო: ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის ხელმძღვანელია, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტია; განათლების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელია. მოზამ შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომელშიც პირველი შენატანი გააკეთა მისმა ქმარმა 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ფონდის მთავარი ამოცანაა — თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

2ecc42a17e7d98fe645f4530dc3ab9aa

და ბოლოს — შეიხი მოზას პროექტზე, რომლის სახელწოდებაა Educate A Child («მიეცი განათლება ბავშვს»). ფონდი შექმნილია მოზას პატრონაჟის ქვეშ ბავშვების დაწყებითი განათლების დაფინანსებისა და ორგანიზების მიზნით, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ ქვეყნებში, ასევე საომარი კონფლიქტების ზონებში (სულ 34 ქვეყანა, რომელთა შორის არის ჩადი, ბანგლადეში, კენია).
მოზა ამობობს: «იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები — სულ სხვაა, ვიდრე მათ შესახებ მოსმენა ან წაკითხვა. (…) ეს ბავშვები იძულებულები არიან იბრძოლონ ისეთ უბრალო ადამიანური უფლებებისთვის, როგორიცაა ნორმალურ პირობებში ცხოვრება და სწავლა. მე ვვარაუდობდი, რომ სკოლებს არ ექნებოდა საჭირო აღჭურვილობა და არ ეყოლებოდა მასწავლებლები. მაგრამ საკლასო ოთახები, რომლებიც მათ აქვთ… უბრალოდ შეუძლებელია მათ ასე ეწოდოს! (…) რაც არ უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ, მაინც ძალიან ცოტა იქნება, მაგრამ მე მინდა ჩამოვაყალიბო ერთი სკოლა მაინც, რომელიც დაამკვიდრებს სტანდარტს. ბავშვები ამას იმსახურებენ!»

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

რჩევები და წესები

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სცადეთ შეასრულოთ ერთი მარტივი პრაქტიკა და თქვენ დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ თქვენს თვალწინ … მიეცით ადმაიანებს ყველაფერი ის, რაც თქვენი შეხედულებით მათგან გაკლიათ (მზრუნველობა, პატივისცემა, დახმარება, სიყვარული, მადლიერება,

ბიზნესფსიქოლოგია

სილვესტრ სტალონე: ადამიანი, რომლებმაც წარმატებას ნულიდან მიაღწია

მშობიარობის დროს მას სახის ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა. ლოყები, ტუჩები და ენა პარალიზებული დარჩა ბოლომდე. როცა ის იყო 11 წლის, მშობლები დაშორდნენ. 13 წლის ასაკში ათზე მეტი სკოლა ჰქონდა გამოცვლილი ცუდი

ცხოვრებისეული

ინტერვიუ ჰარვარდელ არჩილ ჭეიშვილთან

B2P.GE- ს  დღევანდელი რესპოდენტი, არჩილ ჭეიშვილია. მასზე ბევრიც თქმულა და ბევრიც დაწერილა თუმცა, მის შესახებ და მისი წარმატებების შესახებ, გვსურს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის