არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი! ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან 10, 20 ან 30 წელია გასული და ამ სიტყვებს ვიღაც გეუბნებათ. თქვენ უკვე ცხოვრების ნახევარზე მეტი გაიარეთ და იცით, რომ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.

შეგიძლიათ დეტალურად აღწეროთ ის, რასაც იგრძნობთ ამ სიტყვების მოსმენის დროს? როგორ განიცდით თითოეულ უქმად გაფლანგული დღეს, როგორ ნანობთ, რომ არ გარისკეთ, კიდევ ერთხელ აღარ სცადეთ, სათანადოდ არ დააფასეთ არც ერთი შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნიდათ?

თქვენ ყოველთვის ხვალისთვის გეგმავდით დღევანდელ გასაკეთებელს და ამასობაში დღეები წლებად იქცა. თქვენი განუხორციელებელი ოცნებები და მიზნები მტვერ დადებული, სადღაც თაროზე შემორჩა და ყველაფერი მხოლოდ უმოქმედობამ გამოიწვია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ მომავალში, რომ თქვენს გვერდით არაა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასე ძალინ გიყვარდათ. დარჩით იქ, სადაც ყველაფერი მოსაწყენ რუტინად იყო ქცეული, ვალდებულების გამო აირჩიეთ დარჩენა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც სიყვარული გამქრალი იყო. არ იბრძოლეთ თქვენი ნამდვილი ბენიერებისთვის, დანებდით პირველივე დაბრკოლებაზე, გამარჯვება მარტივად დაუთმეთ სხვას, არ იბრძოლეთ ურთიერთობების დასაცავად, არ გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ თქვით საჭირო სიტყვები, მაშინ როცა ასე საჭირო იყო, არ მოუსმინეთ, არ აპატიეთ და თქვენ საერთოდ არაფერი გააკეთეთ სიყვარულის და ბედნიერების მოსაპოვებლად, მაშინაც კი, როცა ყოველთვის ხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენი ახალი ცხოვრების საჩუქარი იყო.

დღეს კი, თმაში ჭაღარა შერეული, სახეზე ნაოჭებისგან დაღონებული, თავს დაბლა ხრით და ნანობთ ყველაფერს რაც არ გააკეთეთ, რაც არ გარისკეთ, რაც არ თქვით, რა შეცდომებიც არ დაუშვით ახალი ბედნიერების აღმოსაჩენად.

მოდით, ვაღიაროთ, ეს ის მძიმე მომავალია, რომლიც ყველა იმ ადამიანს ელოდება სიბერის ჟამს, რომელიც დღეს არ მოქმედებს, რომელიც უბრალოდ ზის და ოცნებობს, რომელიც ყოველთვის ხვალინდელ დღეს და ”შესაფერის მომენტს” ელოდება, რომელსაც ყოველთვის სხვისი გადარჩენის იმედი აქვს, რომელიც არასოდეს რისკავს და მარცხის ეშიანია, რომელიც არ იბრძვის სიყვარულისთვის, არ ზრუნავს საკუთარ ბედნიერებაზე, არ ფიქრობს მომავალზე, არ მისდევს საკუთარ ოცნებებს, საჩუქრად არ თვლის ყოველი მზის ამოსვლას, არ აფასებს მეგობრობას, არ გასცემს მეტ სიყვარული, სითბოს და ყველაფერს ყოველთვის სხვისგან ელოდება, რომელისაც თავის სიცოცხლე უსასრულო ჰგონია…

მაგრამ გახსოვდეთ, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. ამიტომაც არასოდეს მისცეთ საკუთარ უსუსურობას, შიშს და სიზრმაცეს ოცნებები განუხურციელებლად დატოვოთ.

ვიდრე ცოცხალი ხართ, იცოცხლეთ! წადით წინ მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემით!… იმოქმედეთ, სცდადეთ დასურულებლად, ეძიეთ, გარსკეთ და თქვენი ცხოვრება სიამოვნების თავგადასავალს დაამსგავსეთ.

გახსოვდეთ, რომ მომავალი მას ეკუთვნის, ვინც დღეს მოქმედებს. იცხოვრეთ არა სიკვდილის შიშით, არამედ, სიცოცხლის სიყვარულით! და არავის, არასოდეს მისცეთ უფლება, რომ გითხრათ: შენ არ უნდა დაგეთმო! შენ ოცნებებს უნდა გაჰყოლოდი. ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები: მასობრივი გაუჩინარება

უჩვეულო ინტერნეტ-სერიალი «გამოძიებას ატარებენ ბეჭდვის ექსპერტები» – შექმნილია ამერიკული კომპანია Hewlett-Packard-ის ძალისხმევით და მოიცავს 4 სერიას: «მასობრივი გაუჩინარება», «ციტრუსის ტრაგედია», «ბლითების მაქინაციები» და «მოდის მსხვერპლი». მარტივი სიუჟეტი მოგვიწოდებს გამოვიყენოთ HP-ის ორიგინალური

Print Friendly, PDF & Email

როგორ აიძულოთ ქვეცნობიერს თქვენს სასარგებლოდ მუშობა? 

1. ჩვენი ქვეცნობიერი მართავს ორგანიზმის ყველა ცხოვრებისეულ პროცესს და იცის ყველა პრობლემასა თუ შეკითხვაზე პასუხიც იცის. 2. ძილის წინ ქვეცნობიერს თუ მიმართავთ რაიმე სახის კონკრეტული თხოვნით, თავად დარწმუნდებით მის ჯადოსნურ

Print Friendly, PDF & Email

32 ბრძნული პრინციპი ცხოვრებისთვის

1. არ იწუწუნოთ და არ იყოთ ცხოვრებაზე უმადური. უხმოდ ადექით და წადით იმის გასაკეთებლად, რაც საჭიროა. 2. შეწყვიტეთ მცდელობა და მოსინჯვა. გააკეთეთ ან არ გააკეთოთ. წერტილი. მოგინდათ ტუალეტში შესვლა, გამოგივიდათ? 3. იმოგზაურეთ! წელიწადში

Print Friendly, PDF & Email

ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გამომხატველი 45 ფოტო ზამთრის პერიოდისთვის

თოვლიან და ყინვიან ზამთარში თბილი ქურთუკი, ცხელი გამათბობელი და შალის გადასაფარებელი შეუცვლელი მეგობრები არიან. სახლში დაბრუნებისას სურვილი გიჩნდება გაეხვე ამ თბილ გადასაფარებელში და ფეხშიშველმა გაიარო რბილ ნოხზე. ჩამოჯდე ბუხარში მოგიზგიზე

Print Friendly, PDF & Email

მოუსმინე საკუთარ გულს და მასში სამყაროს ხმას გაიგონებ

პირველ რიგში  მინდა ვთქვა რომ ადამიანი, როდესაც იმ საქმეს ემსახურება, რომელიც მოსწონს, და მისი სამუშაო კაბინეტი  ცათამბჯენის  ერთ – ერთ ჰოლდინგში მდებარეობს, სამუშაო სივრცე არის მყუდრო, ფანჯრიდან მოჩანს სიმწვანეში ჩაფლული

Print Friendly, PDF & Email

გრანტ კარდონე: როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში?

ზოგჯერ ადამიანები განიხილავენ გამდიდრების საკთხს. ხოლო თემა, როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში, საერთოდ ფანტასტიკურად გამოიყურება. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია! 21 წლის ასაკში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, მე ვალებში ვიყავი ჩაფლული, მაგრამ

Print Friendly, PDF & Email