რატომ არ ღირს საკუთარი გეგმების სხვებისთვის გაზიარება
1888 Views

რატომ არ ღირს საკუთარი გეგმების სხვებისთვის გაზიარება

«თუ გინდა ღმერთი გააცინო — მოუყევი შენი გეგმების შესახებ», — ამბობს ერთი გამოთქმა. მართლაც, კარგად გათვლილი პერსპექტივებიც კი შეიძლება შეწყდეს ან ვერ განხორციელდეს გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, ან ადამიანმა შესაძლოა თავად თქვას უარი საკუთარი ჩანაფიქრზე. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გასულ ასწლეულში, ამ ფენომენმა მკვლევარების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრო.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაიმე იდეის ან გეგმის შესახებ აუცილებლად უნდა უამბონ მეგობრებს და ახლობლებს, რათა მათგან მხარდაჭრეა მიიღონ. თუმცა, ჯერ კიდევ 1933 წელს, უცხოელმა ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ ჩვენი მიზნებისა და გეგმების შესახებ, მით უფრო ნაკლების ალბათობაა იმისა, რომ ისინი განვახორციელოთ ცხოვრებაში.

რა არის ამის მიზეზი? თუ ჩვენ საკუთარ გეგმებზე ვყევბით წინასწარ, ის ჩვენს ქვეცნობიერში განხორციელებული ფაქტი ხდება და რამდენადაც მიზანი ქვეცნობიერად უკვე მიღწეულია, შესაბამისად, ადამიანის მოტივაცია დაბლდება რეალობაში.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა პიტერ ჰოლუიტცერმა ამ თემის წამოწევა ჯერ კიდევ 1982 წელს სცადა თავის წიგნში «სიმბოლური თვითშევსება». არც ისე იდი ხნის წინ, მან ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა 63 ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არავის უზიარებდნენ საკუთარ გეგმებს, გაცილებით დიდი ალბათობით ასრულებდნენ მათ რეალობაში, ვიდრე ისინი, ვინც საჯაროდ საუბრობდა საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე გარშემომყოფთა მხარდაჭერის მიღების იმედით.

პროფესორი ჰოლუიტცერის ვარაუდით, საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე საუბარი გვიქმნის «დასრულების წინასწარ შეგრძნებას». ჩვენს ტვინში არსებობს ე.წ. იდნეტურობის სიმბოლოები, რომლებიც გვეხმარებიან შევიქმნათ წარმოდგენა საკუთარ თავზე. ასეთი სიმბოლოს გაჩენისთვის საკმარისი არის არამარტო ქმედება, არამედ მათზე საუბარიც კი. დავუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ მოგეყოლათ თქვენს მიერ დისერტაციის დაცვაზე და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მეცნიერებათა კანდიდატად ან დოქტორად. ტვინი კმაყოფილდება წარმოსახვით და თქვენ რეალურად კარგავთ ამ მიზნის მიღწევის სტიმულს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like