აქ იპოვით პასუხებს, რომლებიც თქვენ ახლა გჭირდებათ

აქ იპოვით პასუხებს, რომლებიც თქვენ ახლა გჭირდებათ

ბრაზილიელი მწერლის, პაულო კოელიოს ”ალქიმიკოსი” თანამედროვე კლასიკად არის აღიარებული და რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია. ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი თავის გზას მიჰყვება.

ყველას, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, დამერწმუნება, რომ ერთი ამოსუნთქვით საკითხავი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროა მკითხველისთვის. თუმცა, შთაბეჭდილებების გარდა, ნაწარმოებში მოცემულია ბევრი შთამაგონებელი მონაკვეთი, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელი და ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების მთავარი ისნპირაციაც გამხდარა. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი და ქვემოთ მოცემული მონაკვეთები, საუკეთესო მაგალითია, იმისა როცა 1 წიგნს და 1 ფრაზას, ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად შეუძლია.

სწორედ ამიტომ, სიამოვნებით გთავაზობთ, რამოდენიმე განსაკუთრებულ მონაკვეთს პაულო კოელიოს ამ შესანიშნავი ნაწარმოებიდან და გამომდინარე იქედან, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, რა იცით, იქნებ რომელიმე მათგანი არის ის, რისი მოსმენაც თქვენ ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ:

”ახალბედებს ყოველთვის ბედი სწყალობთ, რადგან ცხოვრებას სურს, რომ ადამიანმა თავის ბედს მისდიოს. ამას იღბლიანი დასაწყისი ჰქვია.”

”სწორად, აწყმოშია დაფარული ყველა საიდუმლო. თუ ჯეროვანი ყურადღებით მოეპყრობი აწყმოს, მის გაუმჯობესებასაც შეძლებ. აწყმოს გაუმჯობესებით კი მომავლისთვის ჩააგდებ კეთილ თესლს. მომავალზე ნუ იზრუნებ. აწყმოთი იცოცხლე და ეცადე, ყოველმა შენმა დღემ ისე ჩაიაროს, როგორც კანონი გიკარნახებს, გწამდეს, რომ უფალი ზრუნავს თავის შვილებზე და ისიც გწამდეს, რომ ყოველი დღე თავის თავში ატარებს მარადისობის ნაწილაკს.”

ოცნების ასრულებამდე სამყაროს სული აუცილებლად შეგამოწმებს, რამდენად შეითვისე ყველა გაკვეთილი, რადგან ოცნებისკენ მიმავალ გზაზე შემოთავაზებული ყველა ცოდნა უნდა შევითვისოთ. ადამიანთა უმეტესობა, სწორედ ამ დროს ღალატობს სითამამე. უდაბნოს ენაზე ამას ”ჰორიზონტზე ოაზისის გამოჩენისას წყურვილით სიკვდილი” ეწოდება. ძიება მუდამ იღბლიანი დასაწყისით იწყება და ამ გამოცდით მთავრდება.”

”იმან, ვინც ბედისწერას მიჰყვება, ყველაფერი იცის და შეუძლია… ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს – დამარცხების შიში.”

”ცხოვრება, მართლაც გულუხვად ასაჩუქრებს იმათ, ვინც საკუთარ ბედისწერას მიუგდებს ყურს.”

”რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი? ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.”

”ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად.”

”რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას, მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას.”

”როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.”

”დაიმახსოვრე, ყოველი ადამიანი ამ დედამიწაზე, რასაც უნდა აკეთებდე, უმთავრეს როლს ასრულებ სამყაროს ისტორიაში. თუმცა, შეიძლება, არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.”

”ის,რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს. მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება.”

ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით, რა განძი გვიჭირავს ხელში. იცი რატომ? ადამიანებს საერთოდ არა სჯერათ საგანძურის.”

”მივდივარ,-უთხრა მან,- მინდა, ისიც იცოდე, რომ აუცილებლად დავბრუნდები. მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმიტომ რომ…-ნურაფერს იტყვი,-შეაწყვეტინა ქალიშვილმა,-უყვართ იმიტომ, რომ უყვართ. სიყვარულს ახსნა არ სჭირდება.”

”როცა გიყვარს, შეუძლებელია, უდაბნოსავით ადგილზე იდგე ან ქარივით დაქროდე. ანდა შენსავით, შორიდან უცქერდე. სიყვარული ის ძალაა, რომელიც სამყაროს სულს ცვლის და ასხვაფერებს. როცა პირველად ჩავწვდი სამყაროს სულს, მომეჩვენა, რომ ის იყო თავად სრულყოფილება. შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ჩვენი ანარეკლია, მასშიც ბობოქრობს ვნებები და ბრძოლები. ჩვენ ვკვებავთ მას და მიწა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი ან უარესი, თუ ჩვენ გავხდებით უკეთესები ან უარესები. აი, აქ ვლინდება სიყვარულის ძალა, რადგან, როცა გიყვარს, ცდილობ, უკეთესი გახდე.”

სტატიის, ბოლოს განვმეორდები და შეგახსენებთ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და რადგან ეს სტატია თქვენამდე მოვიდა და კითხულობთ, დაფიქრდით, რა მნიშვნელოვანის თქმა შეუძლია თქვენთვის მას.

გისურვებთ წარმატებებს!

Print Friendly, PDF & Email

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 7 posts

<p>მე ვარ ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. ვწერ სამოტივაციო, პოზიტიური და შემეცნებითი შინაარსის სტატიებს და ჩემი მიზანია, შთავაგონო ადამიანები, იმოქმედონ! გაჰყვნენ ოცნებებს და ირწმუნონ, რომ თუ შეძლეს სხვებმა, შეძლებენ ისინიც. www.mariamsharikadze.wordpress.com</p>

View all posts by this author →

You might also like