Apple-მა წარმოადგინა ახალი iPad-ი და წითელი iPhone 7-ი

Apple-მა წარმოადგინა ახალი iPad-ი და წითელი iPhone 7-ი

iPhone 7 და iPhone SE
ფერის გარდა iPhone 7-ში არაფერი არ შეცვლილა. მათი ყიდვა უკვე შესაძლებელია Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან. ოფიციალური ფასი iPhone 7 და iPhone 7 Plus (PRODUCT)RED Special Edition-ზე მერყეობს $749 აშშ-დან $1278 აშშ-მდე, რაც დამოკიდებულია მოდელზე და მეხსიერების ბარათზე, რომლის მაქსიმალური მონაცემი შეადგენს 128 გბ-ს. აღსანიშნავია, რომ გაყიდვაში იქნება ასევე მოდელი 256 გბ მეხსიერებით.

 

iPhone 7-ის ახალ ფერს ჰქვია და დაკავშირებულია ბონო და ბობი შრაივერების პრეოქტთან (RED). თავისი პროდუქციით (PRODUCT) RED – Apple გლობალურ ფონდში რიცხავს თანხას შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ.
iPhone SE-ს აქვს ორი ახალი კომპლექტაცია: 32 და 128 გბ მეხსიერების ბარათებით. iPhone SE-ს მოდელებს 16 და 64 გბ მეხსიერების ბარათებით Apple უკვე აღარ ყიდის. ახალი მოდელების ღირებულება შეადგენს — 594 და 738 აშშ დოლარს.

iPad 2017
ახალი 9,7-დიუმიანი iPad-ი გაიაფდა. პლანშეტი ჩაანაცვლებს iPad Air 2-ს, მეხსიერება ექნება 32 გბ-დან, ასევე Wi-Fi და მისი ფასი იქნება $329 აშშ-დან.
აქვს ოთხი კომპლექტაცია: 32 ან 128 გბ მეხსიერებით და Wi-Fi ან LTE.

 

ახალი მოდელი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც iPad Air 2, მხოლოდ დამატებული აქვს 64-ბიტიანი პროცესორი A9 (ასეთივე აქვთ iPhone SE და iPhone 6s). ამის შედეგად გამოვიდა მშვენიერი საბაზისო პლანშეტი Apple, თან უფრო იაფად.

ახალი iPad-ის ფერებია ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. ვარდისფერი ჯერ არ არის გაყიდვაში.
Apple-მა ასევე განაახლა iPad mini, რომლის შეძენა ახლა შესაძლებელია 128 გბ მეხსირებით. მოდელი, რომელსაც აქვს Wi-Fi ღირს $429 აშშ დოლარი, ხოლო Wi-Fi + Cellular $559 აშშ დოლარი.

აპლიკაცია Clips
Apple-მა ასევე წარმოადგინა აპლიკაცია Clips — რაც განკუთვნილია iPhone-სა და iPad-ში ვიდეორგოლების შესაქმნელად. მისი დახმარებით შესაძლებელია რამოდენიმე ვიდეორგოლის გაერთიანება iPhone-ში ან iPad-ში. ასევე მარტივია ვიდეორგოლზე მუსიკის დადება, აპლიკაციას აქვს მუსიკის საკუთარი ბიბლიოთეკა და აუდიოფონი ავტომატურად ედება რედაქტირებაზე გაშვებულ ვიდეორგოლს.
ფუნქცია «ცოცხალი სათაურები» ანიმაციური სუბტიტრების შექმნის საშუალებას იძლევა ტელეფონისთვის მათი კარნახით. პროგრამას შეუძლია 36 ენის ამოცნობა.

Clips — უფასო აპლიკაციაა, რომელიც App Store-ში უკვე აპრილიდან გაჩნდება.

მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ აპლიკაცია Clips-ის გახსნა არის:
iPhone 5s და უფრო მოგვიანებით გამოშვებული;
ახალი 9,7-დიუმიანი iPad-ი;
ყველა iPad Air და iPad Pro მოდელები;
iPad mini 2 და უფრო მოგვიანებით გამოშვებული;
iPod touch მე-6 თაობა.
აუცილებელი პირობა — საჭიროა მოწყობილობების განახლება iOS 10.3.-მდე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები

სიახლეები

ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა

გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის გასცემს. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავს–უცოდინრობა. ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები,

შოუბიზნესი და მოდა

გარდაიცვალა შოუბიზნესის ვარსკლავი რობინ უილიამსი

რობინ მაკლორინ უილიამსი — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ტელესერიალით მორკი და მინდი. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან. მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის („ნიჭიერი უილ