ამოვიცნოთ საკუთარი თავი ადამიანის ხუთ ტიპში, პიროვნული განვითარების დონით

ამოვიცნოთ საკუთარი თავი ადამიანის ხუთ ტიპში, პიროვნული განვითარების დონით

0. ნული. თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი დონე. იციან როგორ უნდა და როგორ არ უნდა იცხოვრონ. ამბობენ, რომ მათთვის სულერთია საზოგადოებრივი აზრი, თუმცა მაქსიმალურად დამოკიდებულნი არიან ამ აზრზე. ცდილობენ სხვის თვალში გამოჩნდნენ კარგ და კეთილ ადამიანებად. საკუთარ თავდაჯერებულობას აგებენ გარშემო არსებული რეალობის კრიტიკაზე. უყვართ გარშემო მათზე უარესი ადამიანების შემოკრება – ნაკლებად წარმატებული მეგობარი, ნაკლებად ლამაზი დაქალი. მუდმივად ვიღაცით ან რაღაცით უკმაყოფილონი არიან. მოკლედ, ტირანები და მეფეები არიან თავიანთ ჭაობიან სამეფოში. ტროლავენ კომენტარების წერისას, ფაქტიურად კი არაფერს არ აკეთებენ.

1. რეფლექსატორები. შეუძლიათ გამოიმუშაონ მსხვილი რაოდენობის თანხა და შეინარჩუნონ ის. მათი ძირითადი მახასიათებელი არის ბევრი ფიქრი. ყველაფრისადმი თავიანთი აზრი აქვთ. წინასწარ იციან რა გამოვა და რა არა. ჩვეულებრივ მარტო მუშაობენ, გუნდურად მხოლოდ 10 კაცამდე შემადგენლობაში ახერხებენ მუშაობას. თუ თქვეს, გააკეთებენ კიდეც 1-2-3-ის პრინციპით. აქვთ სპეციფიკური სპეციფიკა. საბოლოოდ აკეთებენ 1-7-34-678-1-2-3 – შედეგებით. ეწინააღმდეგებიან ძვირფასი ნივთების და მანქანების, ყიდვას. უარყოფენ მატერიალური მიზნების მნიშვნელობას, ამასთან საკუთარი თავისთვის მათ მნიშვნელობას ზრდიან. თავიანთი მსგავსი ადამიანების მყუდრო წრეში აღმოჩენისას, უყვართ სამეწარემეო წილებზე საუბარი. საკუთარ თავს განსაკუთრებულად თვლიან. ბევრს ფიქრობენ, განსჯიან, მაგრამ საბოლოოდ რაღაცას მაინც აკეთებენ, თუნდაც დაგვიანებით. პლუსიც სწორედ იმაშია, რომ საბოლოოდ რაღაცას აკეთებენ.

2. საქმოსნები. შეუძლიათ გამოიმუშაონ დიდი რაოდენობით ფული. ყველაფერს აკეთებენ ნაბიჯ-ნაბიჯ. თუ თქვეს, რომ გააკეთებენ 1-2-3 პრინციპით, აკეთებენ სწორედ ასე. განსჯიან ტესტის შემდეგ. აქვთ პრაქტიკული ინტელექტი. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად 1-2-3 პრინციპის ერთგულებისა, საკუთარ ტვინსა და საღ აზრს ატარებენ პრიზმაში. უყვართ დიდი და ამბიციური მიზნები. პარადოქსია, მაგრამ მათ არ ახასიათებთ „მაგარი ტიპობის“ შეგრძნება, პირიქით, მუდმივად პატარად თვლიან საკუთარ თავს. ცდილობენ გარშემო შემოიკრიბონ წარმატებული ადამიანები. ურთიერთობისას უყვართ მეტის გაცემა, ვიდრე მიღება. აფასებენ კარგ ნივთებს, ამასთან არ აჭარბებენ მათ მნიშვნელობას. მუშაობენ პარტნიორებთან. შეუძლიათ მიიზიდონ მათზე მაღალი კომპეტენციის ადამიანები. ილუზია აქვთ, რომ შეუძლიათ შედეგის გაკონტროლება და ყველგან წარმატების მიღწევა. ხშირად ძვრებიან ან ხსნიან პარალელურ პროექტებს, რომლებიც იკვებებიან ძირითადი საქმიანობის ხარჯზე. საბოლოო ჯამში კი უბრუნდებიან მთავარ საქმიანობას. სასიამოვნოები არიან ურთიერთობაში.
3. ფასეულობები. შოულობენ ასევე დიდი რაოდენობით ფულს. მოქმედებენ არა მიზნებიდან, არამედ ფასეულობებიდან გამომდინარე. ორიენტაციას აკეთებენ შედეგიდან მიზნის მიღწევის პროცესზე. ვაკეთებ თუ არა ჩემ საქმეს? მომაქვს თუ არა სარგებელი? – ეს არის შეკითხვები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავს უსვამენ და დაკავებულები არიან ისეთი საქმიანობით, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებშია. მათთვის მნიშვნელოვანია არა გამომუშავებული ფულის რაოდენობა, არამედ ის, თუ რისთვის გაკეთდა საქმე. ფულს ეპყრობიან პატივისცემით, როგორც საკუთარი საქმიანობა-თამაშის შედეგის შეფასებას. ისინი მაქსიმალურად მარტივები არიან. თავს უბრალო ადამიანებად თვლიან. უყვართ სხვა ადამიანების განდიდება, თავად მოკრძალებულად იქცევიან. საკუთარ ხელებში ახდენენ ბევრი რესურსის გენერირებას და მათ ანაწილებენ იმაზე, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე. გარემოცვისათვის მაქსიმალური სარგებელი მოაქვთ. არ აქვთ ილუზიები იმის თაობაზე, რომ საკუთარი ქცევის შედეგებს აკონტროლებენ. ფაქტიურად შემდეგი პრინციპით მოქმედებენ: გააკეთე საუკეთესო იქედან, რაც შეგიძლია და ნუ მოელი ნურაფერს.

4. დიდი მიზანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთ რეალურ ცხოვრებაზე გაცილებით დიდი მიზნები აქვთ. კონცენტრირებულნი არიან პიროვნულ ზრდაზე. გაცნობიერებული აქვთ ერთობა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like