ამის გაცნობიერება ძალიან დიდი შინაგანი ძალაა!

ამის გაცნობიერება ძალიან დიდი შინაგანი ძალაა!

….ადრე ვფიქრობდი, რომ ”…..ზოგჯერ ადრეა…..” ჩამოუშვა ხელები, დანებდე და გული აიცრუო სასურველის მიღების გზაზე სვლის დროს.
დღეს კი ზუსტად ვიცი, რომ ხელის ჩაქნევაც, გულის აცრუებაც და დანებებაც ყოველთვის არასწორი გადაწყვეტილებაა და არ აქვს მნიშვნელობა მიზნის მიღწევის გზის დასაწყისში ხარ თუ ერთი ნაბიჯი დაგრჩა გამარჯვებამდე.
სწორი და უკეთესი ჩვენთვის რაც არის, ის ხდება საუკეთესო დროს, ბრწყინავლე ფორმით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ სიტყვების ჭეშმატირებას მე ჩემი რეალობა, დღევანდელი დღე და ჩემი ცხოვრება მაჩვენებს.

ბევრჯერ ვყოფილვარ ‘’წკიპზე’’ დავნებებულიყავი, ყველაფერზე ხელი ამეღო და მეთქვა: ‘’არაა, არაფერი არ გამოდის’’ და ჯანდაბაში გამეგზავნა ჩემი მიზნებიც და ოცნებებიც. ( თუმცა ყოველთვის ვიცოდი, ეს არ იქნებოდა ძლიერი ადამიანის გადაწყვეტილება და ამას ყოველთვის ვინანებდი.)

მაგრამ……მადლობა ღმერთს, რომ ამ ‘’წკიპზე’’ მყოფიც არასოდეს დავნებებულვარ და გზა გამიგრძელებია მხოლოდ და მხოლოდ ერთი წვეთი რწმენით იმედათ..
მივდიოდი ყოველთვის წინ და ამ იოტისოდენა რწმენის იმედათ ვცდილობდი ღირსეულად ჩამებარებინა ყველა ის გამოცდა, რომელსაც სამყარო და ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მთავაზობდნენ.

არც ერთი გამოცდის ჩაბარება არ ყოფილა მარტივი, თუმცა თითოეული სირთულე მეხმარებოდა გავძლიერებულიყავი საკუთარი თავის და ჩემი მიზნების რწმენაში. ყველა გამოცდა 100% – ით მეხმარებოდა დანამდვილებით გამეგო რა მინდოდა ნამდვილად და რამდენად ძლიერ მსურდა დასახული მიზნების მიღწევა! და საბედნიეროდ, ჩემი რეალობა მაჩვენებს რომ ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.

არ დავრჩი იქ, სადაც ჩემი წინსვლა და მიზნების მიღწევა შეუძლებელი იყო.
მაინც შევინარჩუნე რწმენა უხილავის,
მაინც ვიბრძოლე წინ სვლისვის,
მაინც არ შევეგუე ორმოში ჯდომას და მიუხედავად იმისა, რომ ცდუნება დავნებებულიყავი იყო ძალიან ბევრჯერ, რატომღაც არ ვნებდებოდი. არ დავნებდი და დღეს ვარ სწორედ იმ გზის დასაწყისში, რომელიც ზუსტად ვიცი სად მიმიყვანს, რას მივიღებ და ვინ გავხდები.

ამის გაცნობიერება ძალიან დიდი შინაგანი ძალაა!
მერე რა, ძვირფასო მეგობრებო თუ გზა ზოგჯერ არ ჩანს…ხომ გსმენიათ ნაბიჯს გადადგამ და გზაც გამოჩნდებაო…ჰოდა
გადადგით ნაბიჯი, იმისათვის რომ ნახოთ როგორი სასწაულები ხდება, როცა გაქვს შინაგანი რწმენა, ნახოთ როგორ დგება მთელი სამყარო თქვენს გვერდით, როცა უკან დახევის ნაცვლად წინსვლა და გამარჯვებაა თქვენი არჩევანი.

საუკეთესო სურვილებით!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

9 ყველაზე მდიდარი ბავშვი და მოზარდი მსოფლიოში

მათ ვერ შეხვდებით ავტობუსის გაჩრებაზე. ისინი არ დადიან მაღაზიებში, ისინი არიან მილიონერი ბავშვები, რომელთა უმეტესობა 16 წლამდე ასაკის არის, ხოლო მათი საბანკო ანგარიშები მსხვილი თანხებითაა შევსებული. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი

გამონათქვამები

ინდიელების სიბრძნე

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს. 2. იმისათვის, რომ საკუთარი თავის გაიგონო, საჭიროა ჩუმი დღეები. 3. თუ შეატყვე, რომ მკვდარ ცხენით მიაჭენებ – ჩამოდი! 4. მან, ვინც ჩუმად არის, ორჯერ

პიროვნება და სოციუმი

როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?

ამბობენ, რომ ,,ზოგჯერ ჩვენს მიერ დაშვებული მცირე შეცდომები თავიდან დიდ შეცდომებს გვარიდებს, უფრო მეტიც, ზოგჯერ შეცდომა ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილად და უდიდესი წარმატების საწყის ნაბიჯად იქცევა ხოლმე…’’ და მიუხედავად ამისა, ყველა