amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ

amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ მაღაზიის amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ხედვას რომელმაც მოუტანა უზარმაზარი წარმატება. ის ამჟამად ჟურნალ forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ათეულშია. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნათლად ჩანს, რომ წარმატების საიდუმლო ჩვენშია. მთავარია ჩვენი რესურსები სწორად გამოვიყენოთ, მოვახდინოთ ფოკუსირება პრიორიტეტულ საკითხებზე და ვიმოქმედოთ.

მოთხოვნა და მიწოდება, მწარმოებელი და მომხმარებელი,- რომელი ვართ ჩვენ? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მომხარებლისთვის ჩვენთან ურთერთობა იყოს უფრო სასარგებლო ვიდრე კონკურენტებთან?

ინებეთ 10 საინტერესო პასუხი ჯეფ ბეზოსისაგან :

1. „იყავით ნოვატორები. მნიშვნელობა არ აქვს კარგი პერიოდი გიდგათ თუ ცუდი, ნოვატორობაში უნდა იყოთ მოხერხებულიც და ჯიუტიც. თუ არ იქნებით ჯიუტი ექსპერიმენტებზე უარს ნაადრევად იტყვით.“

2. „ყველაზე ძვირად ღირებული რაც შეიძლება დაუშვა ეს არის შეცდომა,“ თუმცა…

3. „ კომპანიები, რომლებსაც არასდროს განუცდიათ მარცხი, არ არიან გამოცდილები;“


4. „ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომას როცა არაფერს აკეთებს.“


5. „ჩვენ მოთმინებით ვრგავთ ნერგებს და ველოდებით როდის გაიზრდებიან… აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რაც სასარგებლოა კლიენტისთვის.- ვფიქრობ ჩვენი კულტურის ეს ასპექტი დიდი იშვიათობაა.“


6. „ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვაძლევ უფლებას შემეწინააღმდეგონ, მეკამათებიან უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი კადრებიც და მათი ხელქვეითებიც. ორგანიზაციაში არაფორმალური ატმოსფერო გვაქვს, ამიტომ მუშაკები მარტივად მეუბნებიან სიტყვას „არა“. „


7. ჯეფ ბეზოსი თათბირზე მდივანს ერთი სკამით ზედმეტს ადგმევინებს, თანამშრომლებს კი ეუბნება: „წარმოიდგინეთ, ამ სკამზე ზის ყველაზე ძვირფასი ადამიანი,- მომხმარებელი“


8. „მე მწამს, რომ ბრენდის აღორძინების ყველაზე სწორი გზა მაღალი დონის მომსახურებაა.


9. „კომპანიისთვის ბრენდი იგივეა, რაც ადამიანისთვის რეპუტაცია.“


10. „გასარკვევია ორი ძირითადი საკითხი- რა სურს მომხმარებელს და როგორ ავუსრულოთ სურვილი.“

წყარო: ,,ბიზნეს გენია’’, გამომცემლობა „პალიტრაL”, თბილისი 2013
მოამზადა თორნიკე არევაძემ სპეციალურად b2p.ge – სთვის

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

სიხარული ეს არის ენერგია, რომელიც გვავსებს და აღტკინებულებს გვსურს ყველას გავუზიაროთ – უმჯობესია მთელს სამყაროს. ამ დროს კი  ველოდებით შესაბამის რეაქციას… და თუ არ ვიღებთ …თამამად ვამბობთ, რომ ის ნამდვილი

Print Friendly, PDF & Email

ქცევის ნორმების გამოყენება ბიზნესში

ათი მცნება წარმოადგენს ღირებულ ბაზისს ბიზნესის ფასეულობებისთვის და გამოდგება, როგორც გამოცდილი სისტემა ჭეშმარიტი შემოსავლიანობისათვის. იმისათვის, რომ ისინი ადვილად მისაწვდომი იყოს ჩვენთვის და მათი გამოყენება შევძლოთ, ჩვენ მათ ბიზნესის ენაზე ვუწოდეთ

Print Friendly, PDF & Email

10 სავარჯიშო ნებისყოფის გასაწვრთნელად

10 რეალური სავარჯიშო, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაში 10 კარგი ჩვევა დაამკვიდრონ. სხვებზე გავლენის მოხდენა ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია. სხვა ადამიანების მართვის ცოდნა მჭიდრო კავშირშია პიროვნულ თვისებებთან. ერთ-ერთი მათგანია ძლიერი ნებისყოფა. სუსტ ადამიანს

Print Friendly, PDF & Email

მკაცრი მოალაპარეკებების 6 საიდუმლო

1. თქვით «სდექ!» ყველაზე დამანგრეველ ემოცია მოლაპარაკებებისთვის არის – რისხვა. ის ჩნდება, როცა არღვევენ თქვენს პირად ფსიქოლოგიურ სივრცეს. წარმოიდგინეთ, პირდაპირ თქვენსკენ მოდის ადამიანი – სულ უფრო გიახლოვდებათ, გიახლოვდებათ… თქვენ იძაბებით,

Print Friendly, PDF & Email

რატომ ვერ ამჩნევენ “მეგობრები” ჩვენს წარმატებას?

დღევანდელ სტატიას გულისტკივილით წაიკითხავენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამოიცნობენ მასში და კიდევ ერთხელ გაუსწორებენ რეალობას თვალს. დამეთანხმებით ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები – ჩვენი მეგობრები და ახლობლები, რომლებთანაც  ერთად ერთფეროვანი ცხოვრების

Print Friendly, PDF & Email

ეფექტიანი ხელმძღვანელი: წარმატებული მენეჯმენტის საიდუმლოებები

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ პრეზენტაცია:16 სექტემბერი დასაწყისი:30 სექტემბერი სულ:12 შეხვედრა ხანგრძლივობა:48 საათი მსმენელი:40 ადამიანი მისამართი:აგლაძის ქუჩა 15, მეგალაინის ბიზნეს–ცენტრი, მე–2 სართული   რეგისტრაცია პრეზენტაციაზე   ვისთვის არის ეს კურსი:   საშუალო

Print Friendly, PDF & Email