ამას სკოლაში არ ასწავლიან – 8 არსებითად მნიშვნელოვანი უნარი
1821 Views

ამას სკოლაში არ ასწავლიან – 8 არსებითად მნიშვნელოვანი უნარი

რამდენად არიან ცხოვრებისთვის რეალურად მზად ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების 10 წელი სწავლაზე დახარჯეს?
ყოველ წელს, სექტემბერში, მშობლები სწავლის დაწყებისას თავიანთ შვილებს ახალ სამოსში გამოაწყობენ და სასკოლო საგნების შესასწავლად უშვებენ.

ყველა მათგანს იმედი აქვს, რომ თუ ამ რიტუალს 10 წლის მანძილზე გაიმეორებენ, შედეგად მიიღებენ ჰარმონიულად და ყოველმხრივ განვითარებულ პიროვნებას, რომელიც სრულიად მზად არის ზრდასრული ცხოვრებისთვის. 

ასეა თუ არა ეს სინამდვილეში?
 
ამ მოსაზრების გარშემო დიდი ეჭვები არსებობს. არავინ არის ქიმიური რეაქციების, ტრიგონომეტრიის თეორემებისა და სხვა საგნების შესწავლის წინააღმდეგი, მაგრამ ამ აკადემიური დავალებების უკან, ხშირად ბავშვები ვერ ახერხებენ იმის გაგებას, თუ რა არის ცხოვრებისეული ამოცანები, რაც ყველა მათგანს შეხვდება გამოსაშვები ზარის შემდეგ. გთავაზობთ მათ მოკლე ჩამონათვალს:

კომპიუტერები

იმას, რაც სკოლაში ისწავლება პირობითი სახელწოდებით «ინფორმატიკა», ნამდვილად ვერ დავარქმევთ კომპიუტერული უნარების რეალურ და აქტუალურ კურსს. 
შედეგად ვიღებთ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მხოლოდ კომპიუტერის ჩართვა, თამაშები ან სოციალურ ქსელში შესვლა იციან და არა ციფრული ტექნოლოგიის რეალური შესაძლებლობები.

დროის მართვა

ჩვენი ყველაზე ფასეული და შეუვსებელი რესურსი არის დრო. შესაბამისად, ამ რესურსის მართვის ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად იმუშავებს სამომავლოდ. 
რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა მენეჯმენტ კურსებზე სიარული და წიგნების წაკითხვა დროის-მართვის შესახებ, მაგრამ სკოლაში ამ უნარის გამომუშავებას ნამდვილად გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს და სჯობს ადამიანმა სწორედ საწყის ეტაპზე შეიძინოს.

სწავლის ცოდნა

ძირითადი უნარი, რომელსაც უნდა ფლობდეს თანამედროვე კურსდამთავრებული — ეს არის სწავლის ცოდნა. თანამედროვე ტექნოლოგიები ისე სწრაფად ცვლიან სამყაროს, რომ მისი შეცნობის ძველი მეთოდები უკვე დიდი ხანია აღარ მოქმედებს. 
დღეს, ამა თუ იმ ფაქტების ჯიუტ შესწავლაზე მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად და როგორ შეიძლება მათი მიღება. დღეისათვის საძიებო სიტყვისა და დიდი რაოდენობით ინფორმაციის გათავისების ურთიერთქმედება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გაზეპირებული სასკოლო პროგრამა.

ფულის მართვა

რამდენად ბევრ სკოლის კურსდამთავრებულს შეუძლია დამოუკიდებლად გაერკვეს საბანკო პროდუქტებში, კრედიტებში, შეადგინოს ოჯახური ბიუჯეტი ან საბანკო ბარათი გონივრულად გამოიყენოს? 
დიახ, ისინი ამ ყველაფერს საკუთარ ცუდ გამოცდილებაზე ისწავლიან, მაგრამ შეიძლება უკეთესი იყოს მათემატიკის გაკვეთილზე ვაშლის განაწილებასთან ერთად ეს საკითხებიც გაიარონ?

არსებობის უნარები

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი შვილების თავდაცვის უუნარობაზე და ეს სიმართლეა. არავის უნდა, რომ თავისი შვილისგან, იქნება ეს გოგონა თუ ბიჭი, რემბო გამოზარდოს, მაგრამ თავადცვის ელემენტარული უნარის ქონა ნამდვილად აუცილებელია.
პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა, საყოფაცხოვრებო და კვების საკითხების ორგანიზება ლაშქრობების დროს, ნავიგაციის საფუძვლები, ცეცხლის გაჩაღება და წყლის მოძებნა — ყველა ეს ცოდნა უნდა ეძლეოდეთ ბავშვებს, ამასთან, არა სკოლის საკლასო ოთახებში, არამედ პრაქტიკულად.

მოლაპარაკებები და დისკუსია

მთელი ჩვენი ზრდასრული ცხოვრება, ჩვენ მხოლოდ იმით ვართ დაკავებული, რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მიგვყავს დისკუსიები. ხშირად, საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლად გადმოცემისა და დამტკიცების უნარი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ცოდნით სავსე თავი და მოხერხებული ხელები.

სწორდ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ხელმძღვანელები ხდებიან ისინი, ვისაც კარგი საუბარი შეუძლია და არ აისინი, ვინც ბევრს შრომობს. მიუხედავად ამისა, რიტორიკის ხელოვნება და მოლაპარაკების წარმოების უნარი სამწუხაროდ არ ისწავლება სკოლებში.

სულიერი ჯანმრთელობა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფიქსირდება ბავშვების მხრიდან თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი. მაგალითად ევროპის ქვეყნებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. ამ სამწუხარო სტატისტიკაში მოიაზრება პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც ეხება სკოლის პორგრამაში ისეთი საგნის შესწავლას, რაც აბვშვებს ასწავლით იყვნენ ბედნიერები.

მოზარდობის პერიოდში ადამინი განსაკუთრებით გამოირჩევა პრობლემების მიმღეობით, სტრესისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებით. ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაკვეთილი აუცილებელია. თუ არსებობს ფიზიკური ჯანმრთელობის გაკვეთილები, რატომ არ უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?

როგორ ვიშოვოთ სამსახური

შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლის მაღალ კლასებში. ათობით ათასი კურსდამთავრებული ტოვებს ოჯახურ კერას იმისათვის, რომ გადადგას პირველი თამამი ნაბიჯი…

სად მიდიან? – აი სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა იძლეოდნენ პასუხს სკოლაში. როგორ უნდა შეადგინო რეზუმე, როგორ უნდა მოიქცე გასაუბრების დროს, როგორ უნდა შეავსო ანკეტა და არ ინერვიულო მნიშვნელოვანი ტესტირების დროს — ყველა ეს უნარი ბევრს ერთიანად გამოადგება, თან მაშინვე, როგორც კი სკოლას დაამთავრებს. 

რატომ არ ასწავლიან ამ უნარებს სკოლებში? თქვენი აზრით რომელი კურსები და უნარებია მნიშვნელოვანი, რაც სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და არა პირადი და მწარე გამოცდილებით?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like