ალბერტ აინშტეინის ცხოვრებისეული 31 გაკვეთილი

ალბერტ აინშტეინის ცხოვრებისეული 31 გაკვეთილი

ალბერტ აინშტეინმა, როგორც დიდმა ფიზიკოსმა, მთელი რიგი რევოლუციური ფიზიკური თეორიების შემქნმელმა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელმა კაცობრიობის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს შესანიშნავი მეცნიერი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი, რომელმაც სკუთარ პუბლიკაციებში გაგვიზიარა ძალიან ბევრი ცხოვრებისეული დაკვირვება და რჩევა. რამოდენიმე მათგანის შესახებ ამ სტატიაში შეგახსენებთ.

1. ჩვენ ყველა გენიოსებად ვიბადებით, მაგრამ ცხოვრება ასწორებს ამას
«ჩვენ ყველანი გენიოსები ვართ. მაგრამ თუ თქვენ თევზს შეაფასებთ მისი ხეზე ცოცვის შესაძლებლობებით, ის მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სულელად ჩათვლის».

2. ყველას მიმართ გქონდეთ პატივისცემა და ღირსეული დამოკიდებულება
«მე ყველას თანაბრად ვესაუბრები, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის – დამლაგებელი თუ უნივერსიტეტის პრეზიდენტი».

3. ჩვენ ყველა ერთი ვართ
«ადამიანი — ეს ერთი მთლიანის ნაწილია, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით, დროსა და სივრცეში შეზღუდული ნაწილი. ის საკუთარ თავს, აზრებს და ემოციებს შეიგრძნობს როგორც გარესამყაროსგან რაღაც განცალკევებული, რაც სინამდვილეში მისი ცნობიერების ოპტიკური ტყუილია. ეს ილუზია გახდა დილეგი(საპყრობილე), რომელიც ჩვენი სურვილების და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ძალიან ვიწრო წრისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს. ჩვენი ამოცანაა — ამ ციხეს თავი დავაღწიოთ, საკუთარი მონაწილეობის სფერო გავაფართოვოთ მსოფლიოს მასშტაბით, მთელი მისი მომხიბვლელობის ფარგლებში».

4. დამთხვევები არ ხდება
«დამთხვევა — ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებით ღმერთი ინარჩუნებს ანონიმურობას».

5. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია
«წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა ეფუძნება მხოლოდ იმას, რაც ჩვენ ახლა ვიცით და გვესმის, მაშინ, როცა წარმოსახვა მოიცავს მთელ სამყაროს და ყველაფერს, რასაც ჩვენ ოდესმე გავიგებთ და შევიგნებთ».
«ინტელექტის ნამდვილი ზეიმი არის წარმოსახვა და არა ცოდნა».
«ლოგიკა დაგეხმარებათ მიხვიდეთ A-დან Z-მდე; წარმოსახვა მოგატარებთ მთელ სამყაროს».

6. მარტოობა შეიძლება იყოს შესანიშნავი რამ მოწიფული ადამიანისთვის
«მარტოობა მტკივნეულია, როცა ადამიანი ახალგაზრდაა, მაგრამ შესანიშნავია, როცა ის უფრო მოწიფული ხდება».
«მე მარტოობაში ვცხოვრობ; ის მომწამვლელია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ შესანიშნავ გემოს იძენს წლებთან ერთად».
«ერთფეროვნება და მარტოობა, მშვიდი ცხოვრება ახდენს შემოქმედებითი გონების სტიმულირებას».

7. გააკეთეთ ის, რასაც გულში გრძნობთ და იქნებით მართალი. ნებისმიერ შემთხვევაში გაგაკრიტიკებენ
«დიდი გონების მქონე ადამიანები ყოველთვის ეჯახებიან საშუალო გონების მქონე ადამიანების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას. ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ გაუგონ იმ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ბრმად დაემორჩილოს გავრცელებულ ცრურწმენებს და ამის ნაცვლად თამამად იყენებს თავის ინტელექტს».

8. ყველაზე მშვენიერი ჩვენს ცხოვრებაში არის იდუმალი და გაუგებარი
«თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ, წაუკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გინდათ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანები იყვენენ, მაშინ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი წაუკითხეთ».
«ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ცოდნის შეთვისების შესაძლებლობა».
«ყველაზე მშვენიერი რამ, რასაც განვიცდით, შეუძლებელია რომ ავხსნათ. მიუწვდომელი რამ ხდება გრძელვადიანი ხელოვნებისა და მეცნიერების წყარო. მას, ვისთვისაც ეს გრძნობა უცნობია, ვისაც არ შეუძია პაუზის გაკეთება და აღფრთოვანების განცდა ამოუცნობის წინაშე, საკუთარ თავს გრძნობს მკვდრად: მისი თვალები დახუჭულია».

9. რელიგიამ და მეცნიერებამ უნდა იმუშაოს ერთდროულად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ
«მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა».
«მეცნიერები ეკლესიის მიერ შეფასდნენ როგორც უდიდესი ერეტიკოსები, მაგრამ სინამდვილეში ისინი რელიგიური ადამიანები არიან სამყაროს მოწესრიგებულობაში მათი რწმენის გამო».

10. თქვენი მნიშვნელობა წარმატებაზე მეტია
«მისწრაფება იქონიეთ არა წარმატების მიღწევისკენ, არამედ იმისკენ, რომ იყოთ სასარგებლო».
«დიდების მოსვლასთან ერთად მე სულ უფრო სულელი ვხდები, რაც სხვათა შორის საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა».

11. შეცდომები არის ზრდისა და პროგრესის ნიშანი
«ადამიანი, რომელიც არასდროს შემცდარა, არაფერი ახალი არ გაუსინჯავს».

12. დააფასეთ უბრალოება
«თუ თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ გადმოსცეთ რამე, ე.ი. თქვენ თავად არ გესმით საგანი კარგად».
«ყველაფერი ისე მარტივად უნდა იყოს წარმოდგენილი, რამდენადაც შესაძლებელია. მაგრამ არა ზედმეტად».

13. ნუ გაიჩენთ კერპებს
«ნებისმიერი ადამიანი უნდა დაფასდეს, როგორც პიროვნება, მაგრამ არავინ არ უნდა გახდეს კერპი».

14. დასჯა ადამიანს უკეთესს ვერ გახდის
«თუ ადამიანი კეთილსინდისიერი რჩება მხოლოდ იმისთვის, რომ სასჯელს ასცდეს ან ჯილდო მიიღოს, ამ ყველაფრისგან არაფერი კარგი არ გამოვა».

15. ცხოვრება — ეს მსახურებაა
«მხოლოდ სხვებისთისთვის განვლილ ცხოვრება სშეიძლება ეწოდოს სრუფასოვანი».
«ადამიანის ფასეულობა მდგომარეობს იმაში თუ რას გასცემს ის და არა იმაში, რისი მიღების შესაძლებლობა აქვს».

16. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა
«ინტელექტუალური ზრდა უნდა დაიწყოს დაბადებისთანავე და მხოლოდ სიკვდილის მომენტში უნდა შეწყდეს».

17. არ შეწყვიტოთ შეკითხვების დასმა
«ისწავლეთ გუშინდელი დღისგან, იცხოვრეთ დღეს, იქონიეთ ხვალის იმედი. მთავარია არ შეწყვიტოთ შეკითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობას ყველა საფუძველი აქვს არსებობისთვის».
«ისეთი ადამიანები, როგორიც მე და თქვენ ვართ, მართალია მოკვდავები ვართ, ისევე როგორც სხვები, მაგრამ არასოდეს ვბერდებით მიუხედავად იმისა რამდენი ხანი ვცოცხლობთ. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ არასოდეს გადავეჩვევით ვიდგეთ ცნობისმოყვარე ბავშვებივით იმ უდიდესი საიდუმლოს წინაშე, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ».

18. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული
«ჩვენი სამყარო ცხოვრებისთვის საშიში ადგილია არა იმიტომ, რომ ზოგიერთები ბოროტებას თესავენ, არამედ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ადამიანები ხედავენ ამას და არაფერს აკეთებენ».

19. არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის
«ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია აზრის გამოთქმა იმის საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენების საწინააღმდეგოდ. ადამიანების უმეტესობას ასეთი აზრის ფორმირებაც კი არ შეუძლია».

20. ნება მიეცით ბუნებას იყოს თქვენი მასწავლებელი
«დააკვირდით ბუნებას და ამის ბევრ რამეს უკეთ გაიგებთ ».

21. შეცვალეთ თქვენი ცნობიერება და ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას
«სამყარო, რომელიც ჩვენ გვაქვს, შექიმნა ჩვენი აზროვნების პროცესში. ის ვერ შეიცვლება ჩვენი ცნობიერების შეცვლის გარეშე».
«ჩვენ ვერ გადავწყვეტთ პრობლემებს იგივე აზროვნებით, რომლითაც ისინი შევქმენით».

22. მიზანი — ეს მთავარია
«თუ გინდათ ბედნიერი ცხოვრება განვლოთ, მიჯაჭვული უნდა იყოთ მიზნებზე და არა ადამიანებზე და ნივთებზე».

23. ჩვენ ბედნიერი ვართ, როცა სხვებს ვაბედნიერებთ
«საკუთარი თავის გახარების საუკეთესო საშუალება — ეს არის ვინმესთვის ბედნიერების მინიჭება».

24. თქვენ არ გაქვთ არანაირი შეზღუდვა გარდა იმისა, რომლებიც თავად დაუწესეთ საკუთარ თავს
«მხოლოდ მას შეუძლია შეუძლებელს მიაღწიოს, ვინც მზად არის რაიმე აბსურდული გააკეთოს».
«აი შეკითხვა, რომელიც ზოგჯერ მაფიქრებს: ეს მე ვარ გიჟი, თუ სხვა ყველანი?»

25. სწორი ქცევა ყოველთვის არ გაგხდით პოპულარულს
«რაც სწორია, ის ყოველთვის პოპულარული არ არის, რაც პოპულარულია, ნაკლებად არის სწორი ».

26. სირთულეებს ახალი შესაძლებლობები მოაქვს
«უწესრიგობაში მოძებნეთ სიმარტივე. დისონანსში – ჰარმონია. დაბრკოლებებში – შესაძლებლობები».

27. თქვენ ვერ მოიპოვებთ მშვიდობას ძალის გამოყენებით
«მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია ძალის გამოყენებით. ის მხოლოდ ურთიერთგაგებით მიიღწევა».
«არ შეიძლება ერთდროულად შეწყვიტო ან დაიწყო ომი».

28. წვრილმანები არ არსებობს
«მას, ვინც არ უფრთხილდება წვრილმანებში არსებულ სიმართლეს, არ აქვს ნდობა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართაც».

29. იარეთ თქვენი გზით
«ადამიანი, რომელიც ბრბოს მიჰყვება, როგორც წესი ბრბოზე ნაკლებს გაივლის. ადამიანი, რომელიც თავისი გზით დადის, შეძლებს ისეთ ადგილებში აღმოჩნდეს, სადაც არასოდეს არავინ ყოფილა».

30. მოუსმინეთ ინტუიციას
«ინტუიცია — ეს წმინდა საჩუქარია, ხოლო რაციონალური გონება — ერთგული მსახური. ჩვენ შევქმენით საზოგადოება, რომელიც ქმნის წაჩინებულ მდგომარეობას მსახურისთვის, მაგრამ ავიწყდება ძღვენი».
«მე ვერასოდეს მივაგნებდი ჩემს აღმოჩენებს რაციონალური აზროვნების პროცესში».

31. სიბრძნე — ეს სწავლების შედეგი არ არის
«სიბრძნე სწავლების პროდუქტი კი არ არის, არამედ მისი შეძენის ცხოვრებისეული მცდელობა».

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1531 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან

1. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად. 2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავებიდან გამომდინარე. 3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — თქვით სიმართლე! 4. როცა თქვენ ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური განწყობა წარმატებისთვის

გახსოვდეთ! კარგი განწყობა წარმატებული ცხოვრების საფუძველია. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრების ძვირფას წუთებს კარგავთ. განწყობა ადამიანის ყველა სფეროზე მოქმედებს. პოზიტიური განწყობით თქვენ შეგიძლიათ მთები

Print Friendly, PDF & Email

ჩარლი ჩაპლინის 7 გამონათქვამი

1. ვერასოდეს დაინახავთ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებით. 2. სიცილის გარეშე გატარებული დღე ტყუილად დაკარგულია. 3. ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა რადგან ვერავინ ამჩვევს რომ ვტირი. 4. ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა

Print Friendly, PDF & Email

14 ციტატა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია

იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, საკმარისია არა მხოლოდ ოცნება, არამედ მოქმედება. ადამიანს არც ისე ბევრი რამ სჭირდება – მოტივაცია, ან დროულად მოსმენილი სიტყვა. ციტატებს შეუძლიათ სტიმული მისცენ, როგორც შინაგან,

Print Friendly, PDF & Email

ბრძნული აზრები (III ნაწილი)

სკანდალის საშუალებით პრობლემის გადაწყვეტა, მხოლოდ ართულებ მას. ემოციებით შეპყრობილი, ადამიანი კარგავს ნათლად მსჯელობის უნარს და ხდება ყრუ არგუმენტების მიმართ, თუნდაც თუ-კი ისინი გონივრულია კიდევაც. დებატი, რომელში თუნდაც ერთი მოსაუბრე გადადის

Print Friendly, PDF & Email

განიხილეთ საქმიანი წინადადება დეტალურად

ჯონის ძალიან მოსწონდა ერთი გოგო თავის ოფისში, მაგრამ ის უკვე სხვას ეკუთვნოდა… ერთხელ, მან ვეღარ გაუძლო, მივიდა მასთან და უთხრა: „მე 1000 დოლარს მოგცემ, თუ დამნებდებიო“. მაგრამ გოგნამ უარით გაისტუმრა.

Print Friendly, PDF & Email