როგორ უნდა აკონტროლოთ ის, რაც თქვენს დაქვემდებარებაშია?
947 Views

როგორ უნდა აკონტროლოთ ის, რაც თქვენს დაქვემდებარებაშია?

სტრესი ჩნდება მაშინ, როცა განსაზღვურლ გარემოებებში მოთხოვნები, რომლებსაც თქვენ გიყენებენ აღემატება მათი გაკონტროლებისთვის საჭირო თქვენს შესაძლებლობებს. სტრესი მოდის შიგნიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ მისი გაკონტროლება.

რით უნდა დაიწყოთ? პირველ რიგში შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ. შერონ მელნიკი წიგნში „სტრესმედეგობა“ წერს, რომ ნებისმიერი პრობლემა 50%-ით შედგება ფაქტებისგან, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ხოლო დანარჩენი 50% არის პრობლემები, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება.
 
ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებებს განეკუთვნება მაგალითად მაკროეკონომიკური სიტუაცია, საბაზრო ტენდენციები, ტექნოლოგიური ინოვაციები, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, საგზაო საცობები, ეპიდემია და უცხო ქვეყნების გაბანკროტება. მაგრამ პირად დონეზეც კი არსებობს ბევრი ფაქტორი, რომლებზეც გავლენა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს თანამოსაუბრის ტონი, ან ის, რასაც ელექტრონული წერილებით გვწერენ. ამიტომ პასუხისმგებლობა აიღეთ საკითხების სწორედ იმ 50%-ზე, რომლებიც თქვენი ზეგავლენის სფეროს ექვემდებარება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აკონტროლებთ მხოლოდ იმას, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ, ამასთან სრულ პასუხისმგებლობას იღებთ აღნიშნულთან დაკავშირებით.
 
ამ წესის დაცვით თქვენ ზუსტად იცით, რომ თქვენს მიერ გაწეული შრომა ეფექტურია. საკითხებისადმი ასეთი მიდგომით თქვენ არ ხარჯავთ საკუთარ ენერგიას, დროს და ყურადღებას დარჩენილ 50%-ზე, რომლებიც თქვენი გავლენის სფეროს არ ექვემდებარება. „50%“-ის წესის დაცვა, საშუალებას გაძლევთ იყოთ სიტუაციის მმართველი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ გიჩნდებათ სტიმული სამომავლო აქტიური ქმედებებისთვის. ნუ ელით იმას, რომ ადამიანები ან სიტუაცია შეიცვლება თქვენს გარშემო. ამის მაგიერ აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებთ.
 
თქვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება საშუალებას მოგცემთ იყოთ არა „პრობლემის“, არამედ „გადაწყვეტილებების“ ნაწილი. როცა თქვენ კონცენტრაციას ახდენთ „თქვენს 50%“-ზე, ყოველთვის იწყებთ მოქმედებას იმ წერტილიდან, საიდანაც რაიმეს შეცვლაა შესაძლებელი, მაშინაც კი, თუ დასაწყისში ამის გაკეთება შეუძლებელი ჩანს. არსებობს სტრესისგან გათავისუფლების სამი მექანიზმი.

სიტუაციის მიუხედავად, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ:

  • შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება გარემოებებთან;
  • მოახდინოთ თქვენი ფიზიოლოგიური რეაქციის ადაპტაცია;
  • მიიღოთ ზომები პრობლემის მოსაგვარებლად.

იმის განცდა, რომ შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი, ამცირებს სტრესზე არაადეკვატური რეაქციის გამოვლენის ალბათობას და ამაღლებს თქვენს გამძლეობას სტრესის მიმართ. თქვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაში ასეთი ბიძგები, საშუალებას გაძლევთ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებზე იფიქროთ და არა ჩუმად მოითმინოთ პრობლემები ან თავი აარიდოთ მათ. ფაქტიურად იმის ერთწუთიანი ვიზუალიზაციაც კი, თუ როგორ ცვლით თქვენ სიტუაციას უკეთესობისკენ, შეგავსებთ დადებითი ემოციებით და გააქრობს შიშს, რომელიც რეალურად იწვევს კიდეც სტრესს. დაიცავით ეს წესი მაშინაც კი, როცა სხვები უგულებელყოფენ მას. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი მოქმედება განაპირობებს თქვენს წარმატებას და ენერგიის დონეს.

დაიცავით ეს წესი და თქვენი სტრეისი შემცირდება, ხოლო პროდუქტიულობა გაიზრდება!

როგორ გააკეთოთ ეს?

  1. გახდით მისაბაძი მაგალითი.
  2. დანერგეთ ეს უნარები თქვენს გუნდში და კომპანიაში.
  3. მოუყევით ყველას „50%-ის წესის“ შესახებ – კოლეგებს, მეგობრებს, ნაცნობებს.
  4. იფიქრეთ რაიმე გრანდიოზულზე, ნუ მისცემთ სტრესს თქვენი დამორჩილების საშუალებას.

თუ ყოველი ჩვენგანი შეასრულებს თავის ნაწილ საქმეს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ „50%-ის კულტურა“ ჩვენს ოჯახებში, სამსახურში, საზოგადოებაში, მთელ მსოფლიოშიც კი!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like