აკეთე სიკეთე და დაგიბრუნდება
1185 Views

აკეთე სიკეთე და დაგიბრუნდება

ერთი სიკეთეს, რომ უზამს კაცს, სამაგიეროს მოითხოვს მისგან. მეორე არ მოითხოვს, მაგრამ გულის სიღრმეში იმედი აქვს, რომ ასე იქნება. და ბოლოს, მესამე, ჩალადაც არ აგდებს თავის გაწეულ სიკეთეს. იგი ვაზს ჰგავს, რომელიც უშურველად გვთავაზობს სავსე მტევნებს, არაფერს მოითხოვს ნაცვლად და კმაყოფილდება მარტო იმით, რომ ბოლომდე მოგვცა თავისი სიტკბო.

ასე რბის ცხენიც, ასე მისდევს კვალს მაძებარიც და ასე აგროვებს ფუტკარი თაფლს.

ამიტომ კარგი კაცი, გულწრფელად სიკეთის მაკეთებელი საქვეყნოდ არ გაჰყვირის – აი რა გავაკეთეო. არამედ უხმაუროდ გადადის შემდეგ კეთილ საქმეზე, მსგავსად ვაზისა, რომელიც ყოველი შემდგომი წლის ბოლოს ხელახლა ამწიფებს თავის მტევნებს…

“წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ. ეკლესიასტე 11:1

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like