აირჩიეთ ბილიკი და გაიგეთ რა გელით

აირჩიეთ ბილიკი და გაიგეთ რა გელით

ინტერნეტში უამრავი ტესტის ნახვა შეიძლება, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები. ზოგიერთმა ტესტმა შეიძლება პასუხი გასცეს საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს მაშინ, როცა სხვები საკუთარი თავის შეცნობაში გეხმარებათ.

ეს ტესტი ძალიან მარტივია, მასში არ არის ათობით შეკითხვა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ ეს არის თვალების დახუჭვა, მოდუნება, სასურველია სარელაქსაციო მუსიკის ჩართვა, მაგალითად «ბუნების ხმების» სტილში და ტყის წარმოდგენა…

Whole-600x841

წარმოიდგინეთ? მაშინ შეხედეთ ამ ფოტოებს და აირჩიეთ ბილიკი, რომლის გავლაც გინდათ. შეეცადეთ გამორთოთ ლოგიკა, უბრალოდ გულით შეხედეთ ბილიკებს. როცა მზად იქნებით საკუთარი შედეგი მოძებნეთ ქვემოთ.

ბილიკი №1

biliki2

ჰარმონიული პიროვნება ხართ, გიყვართ და აფასებთ სილამაზეს. ძალების მოზღვავებას გრძნობთ, როცა თქვენთვის ძვირფასი საგნებით, ადამიანებით და მოვლენებით ხართ გარემოცული. თქვენ აფასებთ ტრადიციას და კულტურას. თუ თქვენ აყვავებული ბილიკი აირჩიეთ, ესეიგი შეგიძლიათ ცხოვრებისეული წვრილმანებისგან სიამოვნება და სიხარული მიიღოთ. თქვენი გზა თავგადასავლიანია.

რაღაც ახალი გიახლოვდებათ, რაც შეცვლის თქვენს ჩვეულ რითმს, ეს თავგადასავალია, რომელიც ააფორიაქებს თქვენს სამყაროს. თქვენ ბედნიერი იქნებით ამ მოვლენით გამოწვეული ცვლილებების გამო.

სწორედ ახლა დგება დრო უღალატოთ ჩვევებს, აღარ ითმინოთ და სიჩუმეში აღარ იცხოვროთ. დაანახეთ ყველას, რომ გაქვთ ხმა, გრძნობა და საინტერესო აზრები.

ბილიკი №2

biliki3

ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს არის ძლიერი პიროვნება. მამაცი, ერთგული და ნდობის გამოცხადების ღირსი მეგობარი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ. ასეთ ადამიანს არ ეშინია თავგადასავლებისა და გამოცდების, ის თამამად ხვდება ნებისმიერ გამოწვევას და ცდილობს მიიღოს ეს ყველაფერი არა როგორც გამოცდა, არამედ როგორც თამაში.

თუ თქვენ ეს გზა აირჩიეთ – მაშინ ეს თქვენ გეხებათ. ის ფაქტი, რომ ბილიკი ქვით არის მოპირკეთებული, მიუთითებს თქვენს გამბედაობაზე შეხვდეთ თამამად ნებისმიერ გამოწვევას და ჩაებათ ბრძოლაში. როცა გზას უყურებთ, თქვენ ერთი წუთითაც არ გეპარებათ ეჭვი, რომ წინ უკეთესი სამყარო გელით – და თქვენ არ ცდებით. გააგრძელეთ მიზნისკენ სწრაფვა, თქვენ ძალიან ახლოს ხართ…

თქვენ მიეჩვიეთ ყველას დაანახოთ საკუთარი ძალა და დახმარების შესაძლებლობა, სხვებიც მიეჩვიენ იმას, რომ ძლიერი და გაუტეხელი ხართ. შინაგანად კი ძალიან კეთილი ადამიანი ხართ და ამ სისუსტის გამოვლენისაც არ გეშინიათ, თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო ყველაზე ძლიერი იყოთ და საკუთარ მხრებზე აიღოთ ბევრი პასუხისმგებლობა.

ბილიკი №3

biliki4

თუ თქვენ ეს ბილიკი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვართ პაუზის აღება, ფიქრი… თქვენ აჭიანურებთ საკითხებს, სვამთ შეკითხვებს და სიამოვნებით წერთ მათზე პასუხებს. თუ ვინმეს ეშინია „ცხოვერბისეული სიჩუმის“, თქვენ სულაც არ გაშინებთ ეს, პირიქით, მშვენივრად ერგებით ასეთ რითმს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კარგავთ ცხოვრების გზას და სათავეს, პანიკაში არ ვარდებით, მშვიდად იბრუნებთ ჩვეულ რითმს.

ველურ მცენარეებში გახვეული გზის არჩევა მიუთითებს თქვენს ინტრავერტობაზე, სულიერი სამყაროს ძიებაზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ გზა იკარგება და ჩვენ ვერ ვხედავთ რა არის იქეთ. იქნებ დროა უფრო გარკვეული მიზნები დაისახოთ, გეგმა შეადგინოთ, რომლის მიხედვითაც გააგრძელებთ წინსვლას? უახლოესი მომავლისთვის მაინც…
თქვენი ჩუმი ენერგია – ეს თქვენი ძალაა, ცნობისმოყვარეობა კი ცხოვრებას აიძულებს არ გაჩერდეს. სხვებსაც მიეცით საშუალება თქვენს ჩვეულ სამყაროში შემოვიდეს და დარწმუნდებით, რომ ეს მშვენიერია!

ბილიკი №4

biliki5

თუ თქვენ ეს საოცარი გზა აირჩიეთ, გამოდის, რომ საკმაოდ ექსტრავაგანტური პიროვნება ხართ. თქვენს ცხოვრებას ავსებს ვნება, ნათელი მომენტები და არაორდინალურობა. თქვენ გიყვართ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანი, არატიპიური და თქვენი ბობოქარი ნატურა შოკში აგდებს და აჯადოებს ყველას.

ასეთი გზის არჩევისას, რომელსაც მაღალი ხეები მიუყვება, აჩვენებთ, რომ ქვეცნობიერად თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი წინ ყურება, თქვენ უფრო მეტად ზემოთ იყურებით, ანუ სივრცე გზაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ შეიძლება შემხვედრი რამ გამოჩნდეს ამ გზაზე, ამიტომ ზოგჯერ წინ გახედვაც საჭიროა.

ადამიანები ამჩნევენ თქვენს დაუოკებელ სულში ძალას და ენერგიას. მოსწონთ თქვენი იუმორის შესანიშნავი გრძნობა და სავსე ცხოვრების ქონის შესაძლებლობა. არ დაგავიწყდეთ სხვებს აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ სერიოზულიც იყოთ.

ბილიკი №5

biliki6

როგორც წესი ადამიანები, ვინც ამ ბილიკს ირჩევს მოკრძალებული და თავაზიანები არიან. თქვენ არ შეგიძლიათ სიბრაზისა და ბოროტების გულში ჩახვევა, ადვილად პატიობთ და ივიწყებთ, კიდევ უფრო სწრაფად იღიმით. სანამ სხვები ცხოვრებისეულ წვრილმანებში იქექებიან, თქვენ სამაყაროს უფრო ფართედ უყურებთ.

მნიშვნელოვანი შტრიხია ის ფაქტი, რომ თქვენ აირჩიეთ სურათი შემოდგომის ტყით. შემოდგომა ეს არის ორ მნიშვნელოვან პერიოდს შორის შუალედი. ახლა თქვენ ისვენებთ, ან მოლოდინის რეჟიმში ხართ, მაგრამ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

რა თქმა უნდა ამ გზის გავლა ადვილი არ იქნება, მაგრამ თქვენ გაქვთ იმდენი ძალა, რომ სირთულეები გადალახოთ. თქვენი სულის სითბო და სიკეთე ადამიანებს იზიდავს და თქვენც გაქვთ მათთვის გასაზიარებელი ბევრი რამ.

ბილიკი №6

biliki7

თქვენ მშვიდი, ჩაფიქრებული ადამიანი ხართ. განმარტოება გირჩევნიათ, მაგრამ ამავდროულად ზოგჯერ არ ამბობთ მეგობრების წრეში ყოფნაზე უარს. ღრმა გრძნობები და განცდები გაქვთ, გულახდილი და ყურადღებიანი ხართ.

თქვენ აირჩიეთ ბნელი გზა – ეს ნიშნავს, რომ ახლა გინდათ მარტო დარჩეთ, ფიქრებთან. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარტო სულ ივლით, უბრალოდ თქვენ გჭირდებათ გარკვევა შიანგან მოტივებში, მიზნებში და გადაწყვეტილებებში, თან ხედავთ – გზის ბოლოს სინათლეა, ეს ნიშნავს, რომ არ მოგიწევთ მკვეთრი ცვლილებების გადატანა ახალ საფეხურზე გადასვლისთვის. თქვენი სული, ისევე როგორც თქვენი თვალები ნელ-ნელა მიეჩვევა იმას, რომ ახალი ეტაპი დგება.

ეს არჩევანი მიუთითებს თქვენი შინაგანი სამყარო მშვენიერებაზე. რატომ არ მიიწვევთ იქ მას, ვინც თქვენთვის ძვირფასია?

მოგეწონათ ტესტი? გაუზიარეთ მეგობრებს და დაეხმარეთ შეიცნონ საკუთარი თავი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1506 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like