აი, ასე ხდებიან ჩემპიონები! წაუკითხეთ ეს სიტყვები საკუთარ თავს!

აი, ასე ხდებიან ჩემპიონები! წაუკითხეთ ეს სიტყვები საკუთარ თავს!

როცა მიზანი დასახულია, იცით რა გსურთ ცხოვრებისგან და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ, გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს ერთი რამ: ნურასოდეს დაელოდებით როდის შენიშნავს საზოგადოება თქვენს მნიშვნელოვნებას, როდის დაგამოტივირებთ ვინმე და როდის გეტყვიან — „ყოჩაღ!“ ‘’ჩემპიონი ხარ!’’ თავად უთხარით საკუთარ თავს რისი მოსმენაც გსურთ და გაიხსენეთ, თქვენზე უკეთ არავინ იცის სად მოხსენით რეკორდი და სად დაენარცხეთ ყველაზე მტკივნეულად ამიტომ, თქვენი გამხნევება და ძვირფასი სიტყვებით შემკობა, მხოლოდ თქვენი საქმეა, ეს თქვენზე უკეთ ზოგჯერ არავის გამოუვა.

მაშ ასე, ჩემპიონები, აი, ასე ესაუბრებიან საკუთარ თავს:
ამ ცხოვრებაში ვერავინ მოგვაყენებს ისეთ დარტყმას, როგორიც ამ ცხოვრებას შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად შეგიძლია დაარტყა, მთავარია რამდენი დარტყმის ატანა შეგიძლია და შემდეგ ბრძოლის გაგრძელება. აი, ასე ხდებიან ჩემპიონები!

ტკივილი დროებითია. მას შეიძლება გრძნობდე ერთი წუთი, ერთი საათი, შეიძლება ერთი წელიწადიც, მაგრამ ყოველთვის დგება მომენტი, როცა ის ქრება და რაღაც განსაკუთრებული რჩება ჩვენში. მაგრამ თუ დავიხევთ და დავნებდებით, ჩვენში ტკივილი იქნება მარად.

სწორი მოძრაობის განსაზღვრა იმდენად რთულია, რომ ერთი ნაბიჯით ადრე, ერთი ნაბიჯით გვიან და ვერ გამოგივიდა… თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მარტივ გზას და არიან ისეთებიც, რომლებიც ირჩევენ საოცნებოს…

დიახ, მხოლოდ ერთგული ადამიანები არ ღალატობენ თავის არჩეულ გზას!

მხოლოდ ძლიერი ადამიანები იტანენ გზას ღიმილით!

მხოლოდ დიდი ადამიანები იმსახურებენ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მათი ხელითაა შექმნილი. სწორედ იმ ხელებით, რომელიც შესაძლებელია აუკანკალდეთ კიდეც, მაგრამ მათი დევიზი, მხოლოდ წინ, ზევით და მიზნისაკენაა!

რთული გზებია გასავლელი, მაგრამ ”გაქვს ოცნება? შენ უნდა დაიცვა იგი! ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, ყოველთვის გეტყვიან რომ არაფერი გამოგივა. რაღაც თუ გინდა წადი და აიღე! მორჩა.”

ამიტომაც, არავის გამხნევება არ არის საჭირო, თუ იცი შენ რა შეგიძლია და გჯერა გამარჯვების, გაიმარჯვებ კიდეც! ეს საკუთარ თავთან გამოცდაა!

მოემზადე, რომ ცხოვრებაში გექნება მომენტები, როცა ყველაზე საჭირო დროს დამარცხდები და ესეთ მარცხებს ”წაიქცა-ადგა-წაიქცა-ადგას” პრინციპი ერქმევა და ამდენი ”წაქცევა-წამოდგომის” მთავარი გამოწვევა, საკუთარ თავთან გამარჯვების აღსანიშნავი ცეკვის დადგმა იქნება.

აირჩიე ყოველთვის ადგომა, ადექი და არასოდეს დანებდე. იარე წინ და იყავი მზად ცხოვრების მწარე დარტყმებისგან. ცხოვრების გემო იმაშია, რომ თითოეული დარტყმა, უფრო დიდი და ბრწყინვალე გამარჯვების მომტანი იქნება. ასეთი შემართების გარეშე, კი ჩემპიონი ვერასოდეს გახდები.

წარუმატებლობის არასოდეს შეგეშინდეს. წარუმატებლობა ყოველთვის იყო და მერეც იქნება, მთვარია შენს წარუმატებლობაში არასოდეს დაადანაშაულოთ სხვები, რომ თითქოს შენ დანებდი ამის, თუ იმის გამო, რადგან ასე მხოლოდ მშიშრები იქცევიან, გახსოვდეს, ჩვენ ასეთები არ ვართ! ჩვენ მათზე უკეთესი ვართ! ყოველი დღე ეს ახალი დღეა! ყოველი მომენტი ეს ახალი მომენტია! ახლა ჩვენ უნდა ავდგეთ და ვანახოთ მათ, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ!
და ბოლოს, ყველა ჩვენგანში არის ძალა, რომელიც ქმნის სასწაულებს, ძალა, რომელიც ქმნის ბედნიერებას და ცხოვრებას უფრო თავისუფალ და ლამაზს. ყველა ჩვენგანშია ძალა, რომელიც გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას საინტერესო და საოცარ თავგადასავლად.

მაშ ასე, კითხვა მაქვს თქვენთან, რა უნდა გავაკეთოთ??

Print Friendly, PDF & Email

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 7 posts

<p>მე ვარ ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. ვწერ სამოტივაციო, პოზიტიური და შემეცნებითი შინაარსის სტატიებს და ჩემი მიზანია, შთავაგონო ადამიანები, იმოქმედონ! გაჰყვნენ ოცნებებს და ირწმუნონ, რომ თუ შეძლეს სხვებმა, შეძლებენ ისინიც. www.mariamsharikadze.wordpress.com</p>

View all posts by this author →

You might also like