აღზრდაში დაშვებული 7 შეცდომა, რაც ბავშვს ხელს უშლის გახდეს ლიდერი

აღზრდაში დაშვებული 7 შეცდომა, რაც ბავშვს ხელს უშლის გახდეს ლიდერი

ამ 7 შეცდომის შესახებ ასაკის მიუხედავად ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს. გადახედეთ მათ, ეს სულ ერთ წუთს წაგართმევთ.

1. ჩვენ ხელს ვუშლით ბავშვებს იგრძნონ რისკი – „უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია“
ევროპელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუკი ბავშვები არ თამაშობენ ქუჩაში, თუ ისინი არასოდეს დაცემულან და უტკენიათ მუხლი, დიდობაში ხშირად იტანჯებიან სხვადასხვა ფობიით. ბავშვი რამდენჯერმე უნდა დაეცეს, რათა მიხვდეს რომ ეს ნორმალურია. მოზარდებმა უნდა იჩხუბონ და იწვნიონ პირველი სიყვარული, რომ მოიპოვონ ემოციური სიმწიფე, რის გარეშეც შეუძლებელია ხანგრძლივი ურთიერთობები. ბავშვების ცხოვრებიდან რისკის აცილებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათში ქედმაღლობის, ამპარტავნებისა და დაბალი თვითშეფასების გაჩენას მომავალში.

2. ძალიან სწრაფად მივდივართ საშველად
როცა ძალიან სწრაფად მივდივართ საშველად და მომენტალურად ვამჟღავნებთ „მზრუნველობას“, ჩვენ მას ვართმევთ საშუალებას დამოუკიდებლად გამოვიდეს რთული სიტუაციიდან. ადრე თუ გვიან ბავშვები ეჩვევიან, რომ ვიღაც მათ ყოველთვის შველის: „თუკი მე შემეშლება ან მიზანს ვერ მივაღწევ, შედეგებს უფროსები გამოასწორებენ“. თუმცა სინამდვილეში დიდების ურთიერთობების სამყარო სხვაგვარად არის მოწყობილი, ასეთი ბავშვები რისკავენ, რომ ვერ ადაპტირდნენ რეალურ ცხოვრებაში.

3. ძალიან ძლიერად გამოვხატავთ აღფრთოვანებას
წესი, რომ „თითოეული მონაწილე იღებს თასს“ ბავშვს აგრძნობინებს მის განსაკუთრებულობას. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი გრძნობს, რომ ადამიანები, ვინც მას არაჩვეულებრივად მიიჩნევენ, ეს მისი მშობლები არიან, სხვები კი ასე არ თვლიან. დროთაგანმავლობაში ასეთი ბავშვები იწყებენ ყალთაბანდობას, გადამეტებასა და ტყუილს, რათა გაექცნენ რთულ რეალობას. ეს კი იმის გამო ხდება, რომ მათ არ შეუძლიათ შეეჯახონ სირთულეებს.

4. უფლებას ვაძლევთ დანაშაულის გრძნობას დაჩრდილოს კარგი საქციელი
ბავშვს მოუწევს ცხოვრებაში გადალახოს ბევრი უსიამოვნება, რაშიც მას ხელს შეუშლის გათამამება. ამიტომაც უთხარით ბავშვებს „არა“ და „ახლა არა“, რათა მათ ისწავლონ ბრძოლა საკუთარი სურვილებისა და საჭიროებებისთვის. თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მშობლები არ მიიჩნევენ სამართლიანად დააჯილდოვონ ერთი, ხოლო მეორე დატოვონ უყურადღებოდ. თუმცა ყველას და ყოველთვის დაჯილდოვება არარეალურია. ასეთი ქმედებით ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ გამარჯვება დამოკიდებულია ჩვენს საკუთარ ძალისხმევასა და კარგ საქციელებზე.5. არ ვუზიარებთ შეცდომებს ჩვენი წარსულიდან და დგება დრო, როცა ჯანმრთელი მოზარდი აუცილებლად გადაწყვეტს გაინავარდოს, უფროსმა მას ამის საშუალება უნდა მისცეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ არ დავეხმარებით ორიენტირდნენ უცნობ ნივთებსა თუ მოვლენებში. გაუზიარეთ ბავშვებს შეცდომები, რომელიც მათ ასაკში დაუშვით, მაგრამ თავი შეიკავეთ ზედმეტი შეგონებისგან მოწევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შესახებ. ბავშვები მზად უნდა იყონ შეხვდნენ უსიამოვნებებს და პასუხი აგონ საკუთარი ქმედებების გამო. უამბეთ მათ, თუ რა იგრძენით, როცა მსგავს გარემოებას შეეჩეხეთ, რით ხელმძღვანელობდით და რა გაკვეთილი მიიღეთ.

6. ჩვენ ვცდებით, როცა „ინტელექტსა“ და „ნიჭიერებას“ განვიხილავთ როგორც „სიმწიფეს“
ხშირად ინტელექტი გამოიყენება როგორც ბავშვის სიმწიფის საზომი და ამიტომაც მშობლები ვარაუდობენ, რომ ჭკვიანი ბავშვი მზად არის რეალურ სამყაროში რეალიზებისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ზოგიერთი ახალგაზრდა სპორტსმენი და ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოირჩევა დიდი ნიჭით, მაგრამ ამის მიუხედავად ეხვევა სხვადასხვა სკანდალებში. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ბავშვი ნიჭიერია ყველაფერში. არ არსებობს ჯადოსნური „პასუხისმგებლობის ასაკი“ ან სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როდის უნდა მივანიჭოთ ბავშვს გარკვეული თავისუფლება. მაგრამ არსებობს კარგი წესი – თვალყური ვადევნოთ ამავე ასაკის სხვა ბავშვებს. თუკი ამჩნევთ, რომ თქვენი შვილის თანატოლები გაცილებით დამოუკიდებლები არიან, შესაძლოა თქვენ აფერხებთ მასში დამოუკიდებლობის განვითარებას.

7. თვითონ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვს ვასწავლით
როგორც მშობლებმა ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმ ცხოვრების მოდელირება, როგორსაც ვუსურვებთ ჩვენს შვილებს. ახლა სწორედ ჩვენ ვართ ჩვენი ოჯახის ლიდერები, ამიტომაც უნდა შევინარჩუნოთ სიმართლე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. თვალყური ადევნეთ თქვენს საქციელს, მცირედსაც კი, რადგან თქვენ თვალყურს გადევნებენ თქვენი შვილები. თუ თქვენ წესებს არ გადაუხვევთ, ბავშვებს ეცოდინებათ, რომ წესების დარღვევა მიუღებელია მათთვისაც. აჩვენეთ ბავშვებს, თუ რას ნიშნავს გულითადად და სიამოვნებით დაეხმაროთ სხვებს. აქციეთ ადამიანები და ადგილები უკეთესებად, ვიდრე ისინი იყვნენ თქვენამდე და თქვენი შვილებიც ასევე მოიქცევიან.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ