მომპოვებელი, საყრდენი, ოჯახის უფროსი… ადვილია თუ არა იყო მამაკაცი?
1548 Views

მომპოვებელი, საყრდენი, ოჯახის უფროსი… ადვილია თუ არა იყო მამაკაცი?

მივეჩვიეთ მამაკაცების ათასგვარი სასიკვდილო ცოდვაში დადანაშაულებას. მოგვწონს ცოტაოდენი ირონიით ამოკვნესა: “ეჰ, დღეს კაცები სულაც აღარ არიან ისეთები, ადრე რომ იყვნენო!”.

მაგრამ… ფიქრობთ, ადვილია ჩვენს დროში მამაკაცი იყო? ფულიც უნდა იშოვო, იტრიალო, ეცადო, დაიცვა, შექმნა, გარდაქმნა, შეცვალო. ერთს წაიფორხილებ და მაშინვე: “კაცი არა ხარ?! უნდა იცოდე, უნდა შეძლო, უნდა … უნდა … უნდა ა.შ.!” და თუ არ იცის, არ შეუძლია, ან ღმერთმა დაიფაროს, არ უნდა, სარკაზმის, ზიზღისა და დამაყრუებელი კრიტიკის მთელ შხამს ვაგემებთ.

დაუნდობლად გამოგვაქვს ხოლმე ვერდიქტი მისი სამსახურეობრივი, მამაკაცური თუ მამობრივი თვისებებისთვის, ავაკრავთ დამღებს და ვესიყვარულებით ვარდისფერ ოცნებას მითიურ უფლისწულზე, რომელიც რაღაცით უნივერსალურ ჯარისკაცსაც ჰგავს და გალაქტიკის მხსნელსაც.

ასე გვებეჭდება ცნობიერებაში მამაკაცის იდეალი, ბრედ პიტს და გულკეთილ შრეკს ერთდროულად რომ გვაგონებს. მისხალ-მისხალ ვადარებთ მას ყველას, ვინც გზაზე გადაგვეყრება. სხვათა შორის, იშვიათი ეგზემპლარები ამ შედარებებსაც უძლებენ, მაგრამ ვინ უფასებს?!

არც აქ ვფიქრობთ იმაზე, ძვირფასო ქალბატონებო, რა მძიმეა მონომახის ქუდი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ერთობლივი ძალისხმევით მამაკაცმა უნდა ატაროს? შესწევს კი მას ძალა, რეალობისა და ჯანსაღი აზრისგან ისეთი დაშორებული მოთხოვნები ზიდოს, როგორსაც ჩვენ ვუყენებთ?

ისინი ხომ არც შრეკები არიან და არც ბეტმენები, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, პლანეტის მამაკაცური მოსახლეობის რიგითი წევრები არიან, სრულყოფილი არც არიან და არც ცდილობენ სრულიქმნან. და, თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ ეს არასრულყოფილებაა მათი ხიბლი!

სწორედ ის გვაძლევს შესაძლებლობას, დავტკბეთ ცოცხალი, ნამდვილი ადამიანური ნატურის აღქმით. ადამიანის, რომელსაც შეუძლია, განვითარდეს და შეიცვალოს ჩვენთან ერთად, ცხოვრებისა და ჩვენი უშუალო ცოცხალი მონაწილეობის კვალობაზე უკეთესად იქცეს.

ადამიანი – თიხასავითაა: ცოცხალი მასალაა, რომელიც ერთმანეთის ხელში რამე უფრო მნიშვნელოვნად და ლამაზად გადაიქცევა ხოლმე. აი, აქ ვხდებით ჩვენ თანამზრახველები. ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო – ეს ჩვენს ურთირთზემოქმედებასა და ურთირთგავლენაზეა. იმაში, რომ გარს “არა/კაცები” გვახვევია, დიდწილად “არა/ქალები” ვართ დამნაშავე.

ჩვენ ერთნაირად ვაგებთ პასუხს ერთმანეთსა და საერთო წინსვლაზე. და იმაში, რომ მამაკაცები რაღაც “ისეთები” არ არიან, რო გვინდა, ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზეც ლომის წილი მოდის. არ გჯერათ იქნებ?!

ოცნებობ გენერალზე თუ კინოვარსკვლავზე, ბიზნესმენსა თუ ბანკის მეპატრონეზე, ცხოვრება ლამაზი სიყვარულის შესაძლებლობებს გაწვდის, შენ კი უარს ამბობ, არ იყენებ. იმიტომ ხომ არ ხდება ასე, რომ ახლოს მდგომ და “ჩვენს ” მამაკაცში ყველაზე ძვირფასის დანახვა, ამოცნობა და დაფასება, უბრალოდ, გვეზარება?!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like