ადიქცია, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი

ადიქცია, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი

პიროვნების პოსტმოდერნისტული თეორია.
როგორ ტრანსფორმირდება ჩვენს დროში სხვადასხვა პიროვნული სტრუქტურები (აზრები, მოტივები, წესები, მიზნები და ა.შ.), რა გვაიძულებს ახალ პირობებში, როცა სამყარო გლობალურად დატვირთულია სხვადასხვა ადიქციით (დამოკიდებულებით), როგორიცაა: ნარკო, ალკო, კლეპტო და სხვა ტიპის მანიები, ასევე რელიგიური, ფანატური, ნავთობ-დოლარის, კაზინოს, ინტერნეტ და სხვა დამოკიდებულებები, მექრთამეობა და სხვა, როცა ხდება გაორება რეალურსა და ვირტუალურს შორის, პროცესსა და რეზულტატს შორის და ა.შ. როცა არ არსებობს აზრების არესბობისთვის პირობები, შესაბამისად არ არსებობს ამოსავალი აზრი და არსი – ყველაფერი ეს წარმოადგენს ჩვენს პლანეტაზე სხვადასხვა სუბიექტების გაუგებრობის მთავარ მიზეზს.

სწორედ პოსტმოდერნის პირობებში, როცა სულ უფრო ცოტა პირობაა ნების განვითარებისთვის, ანუ ადამიანის ემოციურ-ნებაყოფლობითი განვითარებისთვის შრომა არ ხდება, იზრდება მანიაკალურობა და ადიქტიურობა, რაც თავის მხრივ ძალიან ზღუდავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას.

ადიქციის მიზეზით ძალიან დაბლა იწევს სუბიექტებს შორის მოთმინების უნარის დონე და პლანეტა დედამიწის ეს სოციოშიზოფრენიული მონსტრი ნელ-ნელა სხვა სუბიექტების მიმართ „ყრუ“ ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს არ დაგვავიწყდეს რას ნიშნავს „მანია“. ეს ნებისმიერი ტიპის ადიქციის სანაყოფე მარცვალია! ეს არის რომელიმე ფასეულობაში (რომელიც მიიღწევა „ნების“ არ ქონისას) ჩათრევის ფსიქიკური პროცესი. ანუ კმაყოფილების და სიხარულის მიღება რაიმე ფასეულობისგან, რომელიც ხდება პიროვნების გარჯის გარეშე არის „მანია“. პირიქით კი, თუ ადამიანი განიცდის სიხარულს რაიმესგან, რომელიც მისი შრომის შედეგია, მაშინ ის ნორმალურ ფსიქიკურ პროცესს გადის, ანუ მან მიიღო დამსახურებულად, შესაბამისად ეს არ იწვევს რაიმე „მანიას“.

მაგალითად მექრთამეობა წარმოიშობა მაშინ, როცა ჩინოვნიკები და ხელმძღვანელები იღებენ იმხელა თანხებს, რაც არ შეესაბამება მათ დანახარჯებს. ამისთვის შეიძლება მოვიყვანოთ რუსეთში არსებული სიტუაცია, სადაც არსებობს ასე ვთქვათ „მარტივი ნავთობ-დოლარები“. იქ უმეტესობა აგროვებს გიგანტურ კაპიტალს და ხდება ოლიგარქი სწორედ იმის წყალობით, რომ ამ ფულს ძალიან მარტივად, წინააღმდეგობების გადალახვის გარეშე, ფაქტიურად უწვალებლად ღებულობს. სამწუხაროდ ეს ხდება ცხოვრებისეული ნორმა, ერთგვარი კულტურა. გიგანტური „მუქთა ფული“ ზედა საფეხურებიდან სხვადასხვა დონეებზე ნაწილდება. ყველა ამ მექანიზმს გლობალური ხასიათი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like