ადგილი, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ საღამო
ყველას გვსურს ვიპოვოთ სამყაროში ისეთი ადგილი, რომელსაც ვესტუმრებით მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად და მშვიდად გავატარებთ საღამოს.ასე რომ ადგილი,სადაც ახლა მე ვიმყოფები არის იმ ადამიანების სულის თავშესაფარი, რომლებიც არიან რომანტიულები და მეოცნებენი, საქმიანები და დაკავებულები.ჩაის სახლი ქიაჩელზე არის განსაკუთრებული ადგილი დროის მშვიდად და სასიამვნოდ გასატარებლად.
ყველაზე მყუდრო ადგილი ავარჩიე და როდესაც ბლოკნოტი ამოვიღე ჩანთიდან და წერას შევუდექი ვიფიქრე რომ ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია მთელი დღე დაჰყო და იმუშაო დაუსრულებლად. მყუდრო გარემო, კომფორტი, სიძველის შეგრძნება და მენიუ,რომელმაც გამაოცა თქვენს წარმოსახვას ნამდვილად აავსებს ჯადოსნური ფერებით.ჩაის სახლს უამრავი სტუმარი ჰყავს. აქ იკრიბებიან ცნობილი ადამიანები. პოეტები, მხატვრები, მწერლები, სტუდენტები. საუბრობენ, ისვენებენ, უსმენენ სასიამოვნო მუსიკას და ფიქრობენ რომ იმყოფებიან ყველაზე ლამაზ ადგილას მსოფლიოში და მართლებიც არიან:))
ჩაის სახლში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მთის ბალახების ჩაი (შავი ჩაის ჯიშების და სურნელოვანი მთის ქონდრის საუცხოო ნარევი.სასმელში იგრძნობა სველი ხისა და შემოდგომის ტყის სასიამოვნო სურნელი წვიმის შემდეგ.
ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცისფერი ანგელოზი – ასკილი, მაყვალი, ვაშლი, კარკადე ღიღილო და პიტნა და თუ შეყვარებული ხართ მიირთვათ ტკბილი ნოემბერი – ნუში, დარიჩინი, ასკილი, ვაშლი, რეიბუში და კარკადე. ყველაფერი თქვენი გემოვნების და სურვილის მიხედვით. მერწმუნეთ მთელ სამყაროში ვერსად ნახავთ ასეთ ჯადოსნურ მენიუს. ჩაის მრავალფეროვან ჩამონათვალს და გემრიელ ტკბილეულს.
პირადად მე აღფრთოვანებული დავრჩი. ინტერიერის აღწერით აღარ გადაგღალეთ რადგან ფოტოებზე კარგად ჩანს ის განსაკუთრებული გარემო,რომელიც დაგხვდებათ ჩაის სახლში,ქიაჩელზე.შეგიძლიათ მობრძანდეთ.ეს ჩემი საყვარელი ადგილია- ოთახის ბოლოში,ყველაზე მყუდრო ადგილას ვზივარ და სტატიას ვწერ.შეყვარებული წყვილებიც მრავლად არიან კაფეში და თბილი და ბედნიერი სახეებით იღიმიან.
ასე რომ მეტი რომანტიკისთვის, წიგნების წასაკითხად და დროის მყუდროდ და სასიამოვნოდ გასატარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩაის სახლს და თებერვლის ლამაზი დღეები ნოტებივით აამღეროთ თქვენს მეხსიერებაში.კლასიკური მუსიკა ისმის რომელიც ჩემს გონებას მართლაც რომ ამშვიდებს.ისმის იადონის გალობა და წყდები კიდევაც ერთფეროვან დღეებს. სტატიის წერას ვამთავრებ და მიმტანს ვუღიმი. ჩაის სახლში უამრავი ყოჩივარდა იღიმის დღეს ე.ი მალე გაზაფხულიც მოვა…
About author
You might also like
როგორ ვისწავლოთ 1 წუთში დაძინება
ამ მეთოდის ყველაზე უკეთ დამახსოვრება შეიძლება თუ მას დავარქმევთ «4-7-8». ყველაფერი რისი გაკეთებაც გჭირდებათ, არის შემდეგი: 1. შეისუნთქეთ ცხვირით 4 დათვლაზე. 2. შეიკავეთ სუნთქვა 7 დათვლაზე. 3. ამის შემდეგ, მშვიდად
დროის მენეჯმენტი ფრანკლინის პირამიდის მიხედვით
ბენჯამინ ფრანკლინს სხვებისგან გამოარჩევდა ფანტასტიური შრომისუნარიანობა და უნიკალური მიზანდასახულობა. 20 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების მანძილზე მიზნების მიღწევის გეგმა შეადგინა. სანამ ცოცხალი იყო, ის ამ გეგმას მიჰყვებოდა და დამატებით გეგმავდა
რაზე შეიძლება ფულის დაზოგვა?
ბევრი ადამიანი ცდილობს ფულის დაზოგვას, მაგრამ ბევრ მათგანს ეს რატომღაც არ გამოსდის, ან პირიქით – მთელი თვე ადამიანი ცდილობს ფულის გადადებას, შემდეგ კი მოულოდნელად ტეხავს ყულაბას და ხარჯავს მთლიან დანაზოგს