იგავი: ადამიანის სიმდიდრის შესახებ

იგავი: ადამიანის სიმდიდრის შესახებ

ერთხელ მდიდარმა მამამ გადაწყვიტა თავისი შვილი წაეყვანა ერთ-ერთ სოფელში, რათა ენახა მას როგორ ცხოვრობს ღარიბი ხალხი. მათ გაატარეს მთელი დღე და ღამე ერთი ფერმერის ოჯახში. ხოლო როცა დაბრუნდნენ სახლში მამამ ჰკითხა თავის შვილს:

– როგორ მოგეწონა მოგზაურობა?
– ძალიან კარგი იყო მამა.
– დაინახე როგორი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ?
– კი, მამა.
– და რას მიხვდი შენ ამ მოგზაურობიდან?
– მე დავინახე, რომ ჩვენ გვყავს 1 ძაღლი და მათ ჰყავთ 4, ჩვენ გვაქვს აუზი შუა
ბაღში და მათ აქვთ დიდი გუბე, რომელსაც არ უჩანს პირი, ჩვენ ბაღს ვანათებთ
ფანრებით, ხოლო მათ უნათებენ ვარსკვლავები, ჩვენი ეზო შემოსაზღვრულია
მაღალი ჭიშკრით, ხოლო ისინი გასცქერიან ჰორიზონტს…

მამამ გაოცებისგან ხმა დაკარგა და ვერაფერი უპასუხა შვილს, ბიჭმა კი დაამატა:

– დიდი მადლობა მამა, რომ მაჩვენე რა მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს
ირგვლივ.

ამ საინტერესო იგავიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: მთავარი არის არა ის, თუ
როგორია მსოფლიო, არამედ ის, თუ როგორ შევხედავთ ჩვენ მას. ეს დაახლოებით ჰგავს
ჭიქის ამბავს, რომელიც ან ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე. მთავარია ხედვა, თუ
როგორ აღვიქვამთ ჩვენ მას.

თუ გაქვს სიყვარული, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, შენ ყველაფერს მიაღწევ ამ ცხოვრებაში!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები. არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ