ადამიანი განისაზღვრება საქმით
1340 Views

ადამიანი განისაზღვრება საქმით

სანამ შენ გძინავს – დრო მიდის. სანამ ჭამ – დრო მიდის. სანამ ეწევე – დრო მიდის. სანამ სოციალურ ქსელში ხარ – დრო მიდის. სანამ ფიქრობ, როგორ გამოიმუშაო ფული – დრო მიდის. სანამ ტელეფონზე საუბრობ – დრო მიდის.

წელი არის თვესავით, თვე კვირასავით, კვირა საათივით, საათი წუთივით, წუთი წამივით, წამი გაელვებასავით. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი დრო იწურება და არასოდეს დაბრუნდება. ჩვენი ცხოვრების ძირითადი ვალუტა არის დრო!

— სანამ შენ რისკზე ფიქრობ – ვიღაც რისკავს და წარმატებას აღწევს;
— სანამ შენ გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობ – ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას და წარმატებას აღწევს;
— სანამ შენ ვიღაცაზე მუშაობ – ამით სხვისი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავ და არა საკუთარის;
— სანამ რომანტიკულ სისულელეებს კითხულობ – ვიღაც სასარგებლოს კითხულობს და ვითარდება;
— სანამ შენ უაზრო სცენარს წერ – ვიღაც კარგს წერს;
— სანამ შენ უსარგებლო საქმიანობით ხარ დაკავებული – ვიღაც სასარგებლოს აკეთებს.

  • ყოველდღიურად ადამიანებმა შესაძლოა იმედი გაგიცრუონ – დაივიწყე, ნუ მიიტან გულთან ახლოს, ის გაიძულებს ფოკუსირდე მასზე და ვეღარ იფიქრო სასარგებლო საკითხებზე!
  • ყოველდღიურად შენ შეიძლება გქონდეს ახალი პრობლემა – იყავი ძლიერი!
  • ყოველ დღე შენ შეიძლება აზრი გაგიჩნდეს დიდ ფულთან დაკავშირებით – ნუ აუკრძალავ ამაზე ფიქრს საკუთარ თავს!
  • ყოველ დღე შენ შეგიძლია ურთიერთობა გქონდეს უგუნურ და გონიერ ადამიანებთან – მაშინაც კი, თუ ეს ეპიზოდური იქნება – ურთიერთობა იქონია ყველასთან და გეცოდინება ვინ ვინ არის!

დროს ვერასოდეს დააბრუნებ და არც კი იცი რამდენი დრო გაქვს. თუ დღეს არ გარისკავ – ხვალ არაფერი გექნება. არადა ყოველმა ახალმა დღემ შეიძლება მოგიტანოს ის, რასაც შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა, რაც წარმატებულს გაგხდის და ეს ყველაფერი შენს ხელშია. სხვა ადამიანების აზრი ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ნურავის მისცემ უფლებას ილუზიები მოგახვიოს თავს და დაპირებებით გაგაბრუოს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like