ადამიანებზე ზემოქმედების 20 ხერხი

ადამიანებზე ზემოქმედების 20 ხერხი

1. დააინტერესეთ
ყოველი ადამიანი ეძებს პირად სარგებელს. ამიტომ თქვენი პოზიციის ახსნისას არ დაგავიწყდეთ მოუთხროთ ადამიანს, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მან ამ საქმიდან.

2. ეძიეთ კომპრომისი
არ შეიძლება ადამიანის უბრალოდ ზომბირება. თუ გინდათ ვინმეზე გავლენის მოხდენა, თქვენ უნდა შეგეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება და კომპრომისზე წასვლა.

3. იკონტაქტეთ
ურთიერთობა – აი სწორედ ეს გახლავთ გავლენის მოპოვების გასაღები. რაც უფრო მეტად კომუნიკაბელური ხართ, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს თქვენს აზრს.

4. იყავით ინსპირატორი
იმისათვის, რომ ვინმე რაიმეში დაარწმინოთ , თქვენ თავად უნდა ასხივებდეთ ენთუზიაზმს.

5. დააგიპნოზეთ
დააგიპნოზეთ თანამოსაუბრე. რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით არა. მოახერხეთ ეს თქვენი მომხიბვლელობის გამოყენებით.

6. გადაუხადეთ
ფული– შესანიშნავი მოტივატორია, ასე არ არის? შესაძლოა სწორედ ეს გახლავთ ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ. ერთადერთი მინუსი – შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ.

7. იყავით თანმიმდევრული
თუკი თქვენი აზრი იცვლება ისევე სწრაფად, როგორც ქარის მიმართულება, თქვენ სავარაუდოდ ვერ შეძლებთ ვინმეს დარწმუნებას. იყავით საკუთარი აზრების ერთგულნი.

8. იყავით ექსპერტი
ნუ იქნებით უსაფუძვლო. განამტკიცეთ თქვენი მოსაზრებები ფაქტებით. ამისათვის კი გარკვეული ცოდნა დაგჭირდებათ. ხალხი იმ ადამიანების აზრს მეტად ითვალისწინებს, რომლებიც კარგად ერკვევიან საკითხში, რომელზეც საუბრობენ.

9. უსმინეთ
ისწავლეთ სმენა და მოსმენა. ეს გახლავთ ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი შემადგენელი და აუცილებელია გარშემომყოფებზე გავლენის მოსაპოვებლად.

10. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა
თუ კი თქვენგან მოდის თვითდაჯერებულება თქვენს სიტყვებში ხალხი აუცილებლად მოგისმენთ. თუკი გინდათ დაარწმუნიოთ ვინმე თქვენი გზის მართებულობაში, ჯერ თავად უნდა იწამოთ, რომ ეს მართლაც ასეა.

11. პატივი ეცით სხვებს
რაც უფრო მეტად სცემთ პატივს სხვა ადამიანების აზრებს, მით მეტი შანსი გაქვთ თქვენი აზრიც გაითვალისწინონ.

12. შეიქმენით რეპუტაცია
თუკი თქვენ შეიქმნით რეპუტაციას, რომ ხართ ჭკვიანი, საიმედო და სერიოზული, ხალხი უფრო მეტად გენდობათ და მეტად მოისმენს თქვენს აზრს.

13. იყავით მომთმენნი
მცდელობებმა დაარწმუნოთ სხვები თქვენი აზრების მართებულებაში შესაძლოა დიდი დრო წაიღოს, ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ძალზედ მომთმენნი.

14. აღიარეთ თქვენი შეცდომები
თუკი არ ხართ მართალი – აღიარეთ. ამგვარად, ხალხი თქვენ სამართლიან ადამიანად ჩაგთვლით.

15. ზუსტად განსაზღვრეთ რა გსურთ
რატომაა აუცილებელი სხვა ადამიანზე გავლენის მოხდენა? რა არის თქვენი მიზანი? იმისათვის რომ ვიღაცა დაარწმუნოთ, თქვენ თვითონ ძალაინ მკაფიოდ უნდა იცოდეთ რომ ეს გსურთ. სხვა შემთხვევაში თქვენი მოწოდება იქნება არამკაფიო და ბუნდოვანი.

16. ივარჯიშეთ
არ გაუშვათ ხელიდან არცერთი შანსი გამოიყენოთ დარწმუნების პრაქტიკა საქმეზე. პრაქტიკა გეხმარებათ დახვეწოთ ნებისმიერი საქმე სრულყოფილებამდე.

17. გამოიკვლიეთ
მოიძიეთ თქვენი შეხედულებების დამამტკიცებელი ფაქტები, რათა შეძლოთ ჩააგონოთ იგი სხვებს.

18. იყავით პოზიტიურნი
იყავით სიცოცხლით სავსენი და ჩაუნერგეთ სხვებს უკეთესის იმედი. ხალხი ყოველთვის სიამოვნებით უსმენს მათ, ვინც პოზიტიური და ოპტიმისტურია.

19. უზრუნველყავით თავი რეკომედაციებით
ხალხი პატივს სცემს ერთანეთის აზრს. თხოვეთ ვინმეს შეგაწიოთ სიტყვა და ნახავთ ნდობა თქვენს მიმართ ერთი–ორად გაიზრდება.

20. სთხოვეთ
ხანდახან იმისათვის, რომ აიძულოთ ვინმეს რაიმე გააკეთოს თქვენთვის საკმარისია უბრალოდ სთხოვოთ. იყავით თავაზიანნი და ნუ და დაიზარებთ თქვათ „გეთაყვა“ და „გმადლობთ“ და ხალხი გამოგიწვდით ხელს.

რაც ყველაზე მთავარია, თუ უკვე ისწავლეთ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა, ნუ გამოიყენებთ ამას ბოროტად.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

როგორ გამოვიკვლიოთ ადამიანის ფსიკიკა – საიტერესო ფსიქოლოგიური ტესტი

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება

ქალი და მამაკაცი

ცოლი და წარმატება

ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა ქალს, მისგან წარმატება მიდის. რატომ ხდება ასე? ქალის მხატვრული აზროვნება ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცის, ამიტომ, მისი შესაძებლობა გავლენა იქონიოს ბედზე, ძალიან მაღალია – ეს

სიახლეები

ჩარლზ დაჰიგი: როგორ დავნერგოთ კარგი ჩვევები

რამოდენიმე ფაქტი ჩარლზ დაჰიგის წიგნიდან «ჩვევის ძალა» – იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ჩვევები. 1. როგორ ხდება ჩვევების ფორმირება ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ახალს ვაკეთებთ, ტვინი ამუშავებს ინფორმაციის