ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

1. გაარკვიეთ ვინ გაღიზიანებთ და რატომ. რატომ არ მოგწონთ ესა თუ ის ადამიანი? თუ ეს ისეთი მიზეზია, რაც გამოუსწორებელია (მაგ: კანის ფერი, შეზღუდული შესაძლებლობები, სქესი და ა.შ.), მაშინ მოძებნეთ გზები, რომ საკუთარ თავში და თქვენი მიმღეობის პრობლემაში გაერკვეთ. თუ თქვენ არ მოგწონთ ადამიანის პიროვნული თვისებები, მაშინ ეცადეთ მასთან ნელ-ნელა შეწყვიტოთ ურთიერთობა.

2. პატივი ეცით საკუთარ თავს და სხვებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველა, პირველ რიგში ადამიანები ვართ. თუ თქვენ საკუთარ თავს არ სცემთ პატივს, როგორ შეძლებთ სხვის პატივისცემას? თუმცა პატივისცემა არ ნიშნავს უსიტყვოდ ყველაფრის მიღებას და თანხმობას სხვა ადამიანის მიერ ჩადენილი საქციელის ან ნათქვამის მიმართ.

3. ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავი „მიწის მტვრად“ ჩავთვალოთ. ყველა ადამიანი ფასეულია და ყურადღებას იმსახურებს. ყველა ადამიანი უნიკალურია. ნუ გაგიტაცებთ გრძნობა, რომ თქვენ გამორჩეული ხართ. თუმცა თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ვინმე კონკრეტული პიროვნება გაცილებით მეტს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე სხვა. მაგრამ ეს კონკრეტულად თქვენ გეხებათ და არა ზოგადად ადამიანებს.

4. გამოხატეთ ინტერესი. ადამიანებს დაუსვით შეკითხვები. მოიკითხეთ როგორ მიდის მათი საქმეები, მაგრამ ძალიან ნუ მოინდომებთ, ზედმეტად ცნობისმოყვარე რომ არ აღმოჩნდეთ. იყავით გულწრფელი და უბრალოდ გამოავლინეთ ადამიანური ინტერესი.

5. არ იჭორაოთ და არ გაავრცელოთ ხმები. ნუ მოისმენთ და დაიჯერებთ ჭორებს სხვებზე. არასოდეს ილაპარაკოთ ვინმეს ზურგსუკან. ნუ იდარდებთ იმაზე, რას ლაპარაკობენ სხვები თქვენზე – სჯობს თქვენმა ქცევამ გასცეს ყველაფერს პასუხი.

6. ისწავლეთ კრიტიკის მიღება. მიიღეთ ის მშვიდად და მადლიერებით ისეთ გამონაკლის შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ ბოროტი ზრახვებით გაკრიტიკებენ. დაფიქრდით იმაზე არის კი სიმართლის ნატამალი მაინც იმაში, რასაც თქვენზე ამბობენ? შეგიძლიათ ამის შეცვლა? შეხედეთ კრიტიკას როგორც პიროვნული ზრდის, განვითარების და ცხოვრების უკეთ შეცნობის საშუალებას.

7. ნუ მიიღებთ ბევრ რამეს ზედმეტად პირადულად. ადამიანები მტკივნეულად იღებენ ზოგადად კომენტარებს ან განსჯას, რაც ზოგჯერ პირადად მათ არც კი ეხებათ. ამიტომ კარგად მოისმინეთ რას ამბობენ, რომ მიხვდეთ რას გულისხმობენ.

8. დაეხმარეთ სხვებს. შეძლებისდაგვარად ყოველთვის შესთავაზეთ სხვებს დახმარება და მხარდაჭერა. კეთილი სიტყვა ყველასთვის სასიხარულოა. თუ ვინმე ითხოვს თქვენგან დახმარებას დაეხმარეთ თუ შეგიძლიათ, ან გადაამისამართეთ მათთან, ვინც შეძლებს დახმარების გაწევას, თან ეცადეთ აუხსნათ რატომ ვერ ახერხებთ დახმარებას თქვენ. ჰკითხეთ ადამიანებს ხომ არ სჭირდებათ თქვენი დახმარება ან მხარდაჭერა. გახსოვდეთ, რომ უსიამოვნო სიტუაციები და შეცდომები ცხოვრებაში გარდაუვალია.

9. იაზროვნეთ პოზიტიურად. ურთიერთობისას იყავით პოზიტიური. მომართული იყავით დადებით საგნებსა და თემებზე. მაქსიმალურად შეზღუდეთ ან საერთოდ მოსპეთ ნეგატივი და უსიამოვნო ურთიერთობები თქვენს ცხოვრებაში.

10. გაიღიმეთ. ძველი გამოთქმა გვასწავლის, როცა ადამიანი გაიღიმებს გამოღვიძებისთანავე, მაშინ ის მთელი დღე კარგ ხასიათზე იქნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა კარგ განწყობაზე და ურთიერთობის ხასიათზე, აუცილებლად გაიღიმეთ. ღიმილს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ