ადამიანებისთვის ნაცნობი სიტუაცია, ძაღლის მაგალითზე

ადამიანებისთვის ნაცნობი სიტუაცია, ძაღლის მაგალითზე

საქმეზე მიმავალმა მგზავრმა ერთ-ერთი სახლის წინ გავლისას ასეთი სურათი დაინახა. სახლის აივანზე, სავარძელში, მოხუცი დედაკაცი ირწეოდა. მის გვერდით, მეორე სავარძელში, გაზეთის კითხვით გატაცებული, ქალის მხცოვანი მეუღლე იჯდა. ხოლო მათ შორის იატაკზე ძაღლი იწვა და ისე წკმუტუნებდა, თითქოს ტკივილი სტანჯავდა.

კაცს გაუკვირდა თუ, რატომ წკმუოდა ძაღლი.
მეორე დღეს მას იგივე ადგილზე მოუწია გავლა. მგზავრმა კვლავ დაინახა მოხუცებული წყვილი სავარძლებში და ძაღლი, რომელიც მათ შორის იწვა და იგივე გულისგამაწვრილებელ ხმას გამოსცემდა.

გაოცებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ თუ ხვალაც ძაღლი იწკმუტუნებდა, მაშინ ის აუცილებლად დაეკითხებოდა პატრონებს ძაღლის ასეთი მოქცევის მიზეზს.

მესამე დღეს მგზავრმა, თავისდა სამწუხაროდ, იგივენაირი სცენა იხილა; დედაბერი სავარძელში ირწეოდა, მოხუცი მამაკაცი თავის გაზეთს კითხულობდა, ხოლო ჩვეულ ადგილზე მოკალათებული ძაღლი კვლავ მწარედ წკმუტუნებდა.

კაცმა ვეღარ მოითმინა და იკითხა.
– უკაცრავად, ქალბატონო, რა მოუვიდა თქვენს ძაღლს?
– ძაღლს? – ჩაილაპარაკა დედაკაცმა. – ის ლურსმანზე წევს.

კაცი ცოტა არ იყოს შეცბა.
– კი მაგრამ, თუკი ის ლურსმანზე წევს და მას სტკივა, მაშინ უბრალოდ რატომ არ ადგება?

დედაბერს გაეღიმა და შემდეგ თბილად და ალერსიანად მიუგო.
– ესე იგი, მას იმდენად სტკივა, რომ იწკმუტუნოს, მაგრამ არც იმდენად, რომ ადგილიდან დაიძრას.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1531 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

 შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი ….  ბედნიერება გზაა… გზაა მიზნამდე …

შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, უკეთ გესმოდეს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროსი. ისწავლეთ, იშრომეთ, განვითარებას მიეცი.  ჩვენი ყოველდღიური რუტინა , ძალიან შორსაა სულიერ მოთხოვნასთან კავშირში , რატომღაც ჩვენი ყოფა განისაზღვრება

Print Friendly, PDF & Email

რა არის გონება და სად არის ის?

თქვენ გონიერი ადამიანი ხართ? – ამ შეკითხვაზე ადამიანების უმრავლესობა დადებითად პასუხობს, რადგან თავს ასეთად თვლის თუნდაც ერთი კონკრეტული სფეროს ან საქმიანობის ცოდნის გამო. კარგია თუ ასეა, მაგრამ სად აქვს ადამიანს

Print Friendly, PDF & Email

15 აზრი სასწაულის შესახებ

1. სასწაული – არსებობს, მხოლოდ მათთვის, ვისაც სჯერა სასწაულის. 2. შეგიძლიათ იყო ის, ვინც გინდათ რომ იყოთ. გახდით სასწაული იმისთვის ვისაც თქვენი სჯერა. 3. სასწაულის რწმენა – ეს უკვე თავისთავად

Print Friendly, PDF & Email

7 გამონათქვამი, რომელიც შთაგონების მძლავრ ნაკადში დაგაბრუნებთ

ყველას გამოუცდია რთული დღეები, ამ დროს ერთადერთი რაც გვჭირდება არის გაგება. გჭირდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ ძლიერი ხარ და შეგიძლია სიტუაციას თავი გაართვა. უბრალოდ ელოდები ტკბილ და ხავერდოვან ხმას, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

ერნესტ ჰემინგუეის 25 ბრძნული ციტატა

ჰემინგუეის საფლავზე წერია: «ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა. ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე შემოდგომის ფოთლები, ზევით კი ლურჯი უქარო ცა. ახლა ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება». B2P.GE გთავაზობთ „მამის“ ბრძნულ ციტატებს

Print Friendly, PDF & Email

ყველა დროის ყველაზე გონებამახვილი ადამიანის – ოსკარ უაილდის 25 ციტატა

ადამიანები არასოდეს შეწყვეტენ ზოგიერთი კლასიკოსის ციტირებას. ერთ-ერთი მათგანია – ოსკარ უაილდი. ესთეტი, ეპატაჟური მწერალი, საუკეთესო მთხრობელი და აფორიზმების ოსტატი, ის აოცებდა მკითხველს და თანამოსაუბრეებს აზრისთვის მოკლე, დასრულებული ფორმის მიცემის უანრით.

Print Friendly, PDF & Email