ადამიანების 7 ტიპი, რომლებსაც უნდა ერიდოთ
1927 Views

ადამიანების 7 ტიპი, რომლებსაც უნდა ერიდოთ

1. მანიპულატორები. ეს ადამიანები მანიპულირების სპეციალისტები არიან. ისინი კარგად განსაზღვრავენ ადამიანის სუსტ მხარეებს და იციან რომელს უნდა ჩაეჭიდონ, რომ აიძულონ მათ სასარგებლოდ მოქმედება.

რით არიან საშიშები: ამ ადამიანებთან ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს თქვენი ღირსებისა და რწმენის გრძნობაზე. ისინი ნახულობენ საშუალებებს, რომ გაიძულონ გააკეთოთ ის, რისი კეთებაც არ გინდათ – ეს კი თქვენ, როგორც პიროვნებას განადგურებთ. თქვენ იწყებთ არა თქვენი, არამედ ამ ადამიანების პრიორიტეტების და წესების შესაბამისად ცხოვრებას.

2. ნარცისები. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა, რომლებიც მიეჩვიენ აზრს, თითქოს სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. ისინი ისეთი ეშმაკები არ არიან, როგორც მანიპულატორები, მაგრამ ცდილობენ გარშემომყოფ ადამიანებზე გავლენა იქონიონ და საკუთარ სურვილებზე მომართონ. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გინდა უთხრა: „შენ დედამიწის ცენტრი არ ხარ!“.

რით არიან საშიშები: ისინი საკუთარ თავში ჩაციკლულები და მომართულები არიან მხოლოდ საკუთარ სურვილებზე. სხვების ინტერესები მათთვის არაფერია. ისინი გიყენებენ თქვენ და ამას ნორმალურად თვლიან, რადგან ფიქრობენ, რომ ყველა ვალდებულია მათ გამო მსხვერპლი გაიღოს.

3. პესიმისტები. ეს ადამიანები არ აფასებენ არაფერ კარგს, რაც მათ ცხოვრებაში არსებობს. თუ თქვენ მათ ეტყვით: „დღეს მშვენიერი მზიანი დღეა!“ ისინი გიპასუხებენ, რომ ხვალ წვიმა და ცივი დღეა გამოცხადებული. თუ თქვენ მათ სიხარულს გაუზიარებთ იმის თაობაზე, რომ თქვენი რჩეული საფეხბურთო გუნდი ფინალში გავიდა, მათგან პასუხად მოისმენთ: „ფინალში აუცილებლად წააგებენ“.

რით არიან საშიშები: ეს ადამიანები ართმევენ გარშემომყოფებს ბედნიერებას. ისინი სამყაროს ნეგატიურად უყურებენ და გარშემოც ყველას ამ სენით აავადებენ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობით თქვენც ყველაფერს ნაცრისფრად ხედავთ.

4. კრიტიკოსები. როცა თქვენ რაიმე გეჩვენებათ სასიამოვნოდ და მომხიბვლელად, ასეთი ადამიანები ამას ხედავენ უცნაურად და უსიამოვნოდ. თუ თქვენ ვინმეს თვლით ნიჭიერად და პერსპექტიულად, ისინი თვლიან სულელად და უნიჭოდ. მათ სჭირდებათ მუდმივად ვინმესთან კამათი, ისინი თვლიან, რომ მათი აზრი ერთადერთი სწორი აზრია, ხოლო მათ, ვინც არ ეთანხმება თვლიან სულელებად.

რით არიან საშიშები: ისინი ცდილობენ გადააკეთონ და დაიქვემდებარონ მთელი სამყარო, ამის კეთებას იწყებენ გარემოცვისგან. ამ ადამიანებს არ ესმით, რომ სამყარო საინტერესო სწორედ იმიტომ არის, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და საკუთარი აზრი გააჩნია. ისინი იკვებებიან ნეგატიური ემოციებით, რომლებსაც იღებენ დაუსრულებელი კამათით.

5. ოცნების მკვლელები. ყოველთვის, როცა თქვენ გიჩნდებათ იდეა, ეს ადამიანები გეუბნებიან, რომ მათი განხორციელება შეუძლებელია. როცა თქვენ ცდილობთ რაიმეს მიღწევას, ისინი ქვემოთ გექაჩებიან. როცა თქვენ რამეზე ოცნებობთ, ისინი პირველები არიან, ვინც გეუბნებათ, რომ თქვენი ოცნებები განუხორციელებელია.

რით არიან საშიშები: ისინი იციკლებიან იმაზე, რაც არის ახლა და აბსოლიტურად გამორიცხავენ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მათ ადვილად შეუძლიათ გაანადგურონ თქვენში საკუთარი თავის რწმენა და პატიცვისცემა. პროგრესი და თვითგანვიარება შესაძლებელია მაშინ, როცა ადამიანი მზადაა რაიმე სიახლისთვის.

6. ფარისევლები. ეს ადამიანების კატეგორიაა, რომელთაგან მუდმივად იფრქვევა არაგულწრფელობა. როცა თქვენ სასაცილო ისტორიას ყვებით, საპასუხოდ გესმით ზრდილობიანი სიცილი, მაგრამ ხედავთ, რომ მათ სულაც არ ეცინებათ. ისინი გეუბნებიან, რომ უყვარხართ, მაგრამ პირს უკან საერთო ნაცნობებთან ყვებიან რა სულელი და არასასიამოვნო ადამიანი ხართ.

რით არიან საშიშები: ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არაგულახდილი და ზედაპირულია. როცა თქვენ მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ ისინი არასოდეს იქნებიან გვერდით. მათი თქვენდამი დამოკიდებულება მოჩვენებითია.

7. უზრდელები. ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ჩვევად აქვთ ყველაფერი აკეთონ ყველაზე შეუფერებელ დროს და ყველაზე შეუფერებელი ფორმით. მათ მორიდება არ აქვთ. ასეთი ადამიანების გამო ხშირად სამარცხვინო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეთ.

რით არიან საშიშები: ამ ადამიანებმა არ იციან არანაირი ჩარჩო და საზღვრები. ისინი პატივს არ სცემენ სხვა ადამიანების გრძნობებს და ადვილად შეუძლიათ შეურაცხყოფა მოგაყენონ ნებისმიერ მომენტში.
თუ თქვენ გაქვთ საშუალება თავი აარიდოთ მათთან ურთიერთობას, გამოიყენეთ ეს შანსი. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისთვის, რომ თქვენი დრო და ძალები მათზე დახარჯოთ.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like