აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი’’

აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი’’

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების.

მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!… —არ მოიხურო ამ დროს დეპრესიის საბურველი, უკვე წინსვლაა, სასწაული კი — როცა ხვდები, რომ შენ ყველა ‘’მარცხებს’’ არაფერი აქვს საერთო რეალურ მარცხთან და რომ ყველაფერს ჩვენი განწყობა თავად გვიმუქებს……

სიტყვები: ‘’გვიანაა’’…. ‘’ეს მარცხია’’… ‘’ეს უიღბლობაა’’ და ა.შ. არცერთ ასაკში ჩვენს გონებაში არ უნდა დავამკვიდროთ და გაგვახსენდეს რომ სანამ ჩვენ აქ ვართ ცოცხლები, გვიან არასოდეს არის!
იცით თუ არა, რომ უოლტ დისნეიმ პროექტ ‘’დისნეილენდის’’ დასაფინანსებლად 302 ინვესტორისგან მიიღო პასუხად უარი და პასუხი ‘’დიახ’’ მხოლოდ 303 ცდაზე იყო! და თქვენ? თქვენ თუ გითვლიათ ცხოვრებაში როდის, რამდენჯერ და მერამდენე უარისთვის ჩაიქნიეთ ხელი…….?

ფაქტები მხოლოდ 10%-ია, 90- ჩვენი განწყობები. ჩვენ რას დავარქმევთ მარცხს და როდის გავჩერდებით ამას ჩვენვე ვწყვეტთ და არა, არასდროს გარემოებები.
იტყვიან ხოლმე: ‘’მას გაუმართლა – მე კი დავმარცხდი’’ და ასე ასრულებენ ადამიანები ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ისტორიებს. მაგრამ მოიცადეთ…..
შესაძლოა, რომ მარცხით დაიწყოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ!!!! ჩვენ შეგვწევს უნარი ეს ასე მაინც არ დამთავრდეს!!!! თქვენ თავად ირჩევთ ბედნიერ სასრულსაც და უბედურ უსასრულობასაც და ნუ დარჩებით მზის ცივ ან მის ბნელ მხარეს. აირჩიეთ სინათლე ან თავად სცადეთ და უკუნით თვითონ გაანათოთ.

ჩვენ გვიყვარს ხოლმე, სხვის ცხოვრებაზე აღმატებით ხარისხში საუბარი და ისიც არ ვიცით რა გზებით, რა ფეხსაცმლით და რა ტკივილებით შეძლეს ამ ხალხმა იქ სიარული……
ვერც ერთი მკაცრი ზამთარი ვერ შეაჩერებს ჩვენს ცხოვრებაში გაზაფხულს და ვერც ერთ ღამეს ვერ შესწევს ძალა, ხელი შეუშალოს მშვენიერ დაისს.
ჩემო ძვირფასო,  რა მნიშვნელობა აქვს ასაკის ციფრებს, ან დროს, რომელიც არსადაც არ გარბის.. ის არის, არის და თქვენს სამსახურშია აი ასე…..

არ გიფიქრათ? რომ იქნებ თქვენ ხარ ის, ჩვენთვის რომ აშენებს ახალ ‘’დისნეილენდს’’ და დღეს, კიდევ ერთი უარის დღე მიიღეთ?ნუ დათვლით უარს და დაკარგულ შანსებს. დაითვალეთ რამდენჯერ წამოდექით და რამდენჯერ შეაშინეთ თქვენ თქვენზე ძლიერი მხარე!

არ დაგეზაროთ წვრთნა, განვითარება, ფეხზე ადგომა და თუნდაც ‘’ტალახის ორმოში’’ ჩავარდნის შემდეგ….. ნამდვილ ბრილიანტს ტალახი ვერაფერს აკლებს – ბრილიანტი კი თქვენ ხართ თქვენივე ცხოვრების!.

თქვენ არ დამარცხებულხართ!
და ჯერ გვიანიც არ არის!
ყველაფერი ბოლოს კარგად იქნება
და თუ ჯერ კიდევ კარგად არ არის
ე.ი. ვიცით, რომ ჯერ ბოლოც არ არის!
მიყვარხართ,
მეამაყებით და
გელოდებით,
აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი!’’

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 რჩევა – როგორ შევიყვაროთ ჩვენი ცხოვრება

1. ნუ გამოიტანთ ნააჩქარევ დასკვნებს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ გამოვიცნოთ თუ რა მოხდება მომავალში. ჩვენ ვადუნებთ ყურადღებას და ვმოქმედებთ ვარაუდების საფუძველზე. პარადოქსია, მაგრამ უფრო ხშირად ყველა ჩვენი ვარაუდი არასწორია, რაც

Print Friendly, PDF & Email

როგორ კლავს თქვენი საუბრის მანერა თქვენდამი ნდობას – 8 ცუდი ჩვევა

1. ჟარგონი ეს არის საუბრის ფორმა, როცა ჩვეულებრივი სიტყვები გამოითქმის ახალი ფორმებით იმისამთვის, რომ საუბარს უფრო «ბიზნეს» ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ბიზნეს-სლენგის მოყვარულები ფიქრობენ ესმით თუ არა გარშემომყოფებს მათი, რადგან ხშირად

Print Friendly, PDF & Email

5 სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი დანიშნულება

იცით როგორ უნდა გაარკვიოთ თქვენი გზით მიდიხართ თუ არა? ეს ძალიან მარტივია. თუ ყოველ დილით ენერგიით და შემოქმედებითი იდეებით სავსე იღივიძებთ — თქვენ თქვენს გზაზე ხართ. თუ მაღვიძარას ხმას ვერ

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავიჭიროთ წარმატება „კუდით“?

ნამდვილად საჭიროა წარმატების დაჭერა? თუ ის შემთხვევით მოდის ჩვენთან? არსებობს თუ არა რაიმე საშუალება იმისა, რომ წარმატება „შემოვიტყუოთ“ ჩვენს ცხოვრებაში? ამ სტატიაში ერთად განვიხილავთ 6 ფაქტორს, რომლებიც წარმატებასთან შეხვედრას თითქმის

Print Friendly, PDF & Email

8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

გადაამოწმეთ ეს ჩამონათვალი და ნახეთ რამდენად ხშირად რჩებით მოტყუებული საკუთარი გონების მიერ. 1. მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ნაკლები შრომა რომ მიწევდეს  ჩვენი გონება ხშირად მიმართავს ამ არგუმენტს და გვიმტკიცებს, რომ

Print Friendly, PDF & Email

კოტეჯი „გარემო „ შთაგონების ადგილი გაზაფხულზე

დაახლოებით რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც სასტუმრო “გარემოს“ ფეისბუქ ფეიჯი  დავალაიქე  და მას შემდეგ გამიჩნდა  სურვილი ჩავსულიყავი რაჭაში და საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა  საქართველოს ეს ულამაზესი ადგილი.   ზამთარში ვერ მოვახერხე,თუმცა

Print Friendly, PDF & Email