90 მეთოდი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის
2173 Views

90 მეთოდი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

1. ყოველი დღე არის ახალი სტარტი. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც გუშინ, გუშინწინ ან კიდევ უფრო ადრე მოხდა. დღეს ახალი ცხოვრებაა და თუკი წარსულში რამე ისე არ იყო, როგორც გინდოდათ, თქვენ აუცილებლად მოგეცემათ ხელახლა ცდის საშუალება.
2. საკუთარ თავთან ნუ ითამაშებთ. შეწყვიტეთ სხვების მიბაძვა. გაცილებით უფრო საინტერესოა იყოთ განუმეორებელი ვიდრე იყოთ ვინმეს დუბლიკატი.
3. შეწყვიტეთ წუწუნი. განსაკუთრებით ნუ იწუწუნებთ საკუთარ პრობლემებზე, შეეცადეთ მათი გადაწყვეტის გზები მოძებნოთ.
4. იყავით პროაქტიური. ნუ დაელოდებით, რომ ვინმე გააკეთებს საქმეს, ამის ნაცვლად თავად შეუდექით ჩანაფიქრის განხორციელებას.
5. შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, ან იმაზე, რაც უბედურს გხდით. ამის ნაცვლად გააკეთეთ კონცენტრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე, რაც თქვენ ცხოვრებაში არსებობს. ეს არის ყველაზე კონსტრუქციული ქმედება, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ მომენტში.
6. გააკეთეთ კონცენტრაცია შეკითხვაზე «რა?» და არა «როგორ?». გააკეთეთ ფოკუსირება იმაზე, რაც გსურთ მანამ, სანამ ამას მიაღწევთ. თუ თქვენ გახსნილი ხართ ახალი შესაძლებლობებისთვის და მზად ხართ ქმედებისთვის – ყველაფერი შესაძლებელია.
7. შექმენით შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ, რომ შესაძლებლობა თავად გაჩნდება ცხოვრებაში, თუმცა სჯობს თავად შექმნათ ეს შესაძლებლობები.
8. იცხოვრეთ უფრო გაცნობიერებულად. ნუ იქნებით ზომბი, რომელიც ერთი მარშრუტით მოძრაობს და ერთი და იგივე საკვებს იღებს. ისიამოვნეთ!!! შეეცადეთ შეიგრძნოთ როგორ ქრის ქარი, მოუსმინოთ როგორ მღერის ჩიტი, შეეცადეთ სიამოვნება მიიღოთ ახალი კერძის გასინჯვით.
9. პასუხისმგებელი იყავით საკუთარ პიროვნულ ზრდაზე. თქვენ, მხოლოდ თქვენ წყვეტთ საკუთარ ცხოვრებას – ათობით საათის სოც-ქსელში გატარება გაცილებით ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე იგივე დროის განათლებაზე დახარჯვა.
10. შეიცანით საკუთარი თავი. შეეცადეთ გულახდილად უპასუხოთ შეკითხვას – რა გსურთ. აბსტრაგირება მოახდიენთ საზოგადო აზრისგან, რომელიც თავს გახვევთ სურვილს გყავდეთ მერსედესი, ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ კარავში გაატაროთ ზაფხული ზღვის პირას, გააკეთეთ ისე, როგორც გსურთ.

11. განსაზღვრეთ თქვენი მოწოდება და ფასეულობები, აიღეთ სწორი ორიენტირი ცხოვრებაში. შეიგნეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე განსაზღვრეთ წინსვლის ძირითადი ვექტორი.
12. იცხოვრეთ თქვენი მოწოდების შესაბამისად.
13. განსაზღვრეთ თქვენი ცხოვრებისეული პრინციპები და იმოქმედეთ მათგან გამომდინარე.
14. შეისწავლეთ საკუთარი ღირებულებები. ღირებულებები – ეს არის ის, რაც თქვენი ნამდვილი მე-ს შემქმნელია. ვიღაცისთვის ფასეულობა შეიძლება იყოს მეგობრები, ვიღაცისთვის ოჯახი და ფინანსური კეთილდღეობა.
15. ორიენტაცია მოახდინეთ ახალ სიმაღლეზე. «ყველაფერი გააკეთე კარგად — ცუდად თავისითაც გამოვა». შეეცადეთ იმოქმედოთ ყველაზე ხარისხიანი და საუკეთესო მიდგომით ნებისმიერი საკითხის მიმართ.
16. დააპროექტეთ თქვენი იდეალური ცხოვრება. როგორია ის?
17. შეწყვიტეთ ცხოვრების დაპაუზება. ნამდვილი ცხოვრება ნიშნავს იყო ბედნიერი ყველა პუნქტის მიხედვით. რა საჭიროა კარიერის მოწყობა პირადი ცხოვრების მსხვერპლად გაღების საფასურად? ჩვენ იმდენად ხშირად გავცემთ რაღაცას რაიმეს სანაცვლოდ, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოგვიდგენია სამომავლო წინსვლა. მოხსენით პაუზა სასურველს და მნიშვნელოვანს და ცოტა დრო მოპარეთ საჭიროს.
18. აწარმოეთ ბლოკნოტი. მასში ჩაიწერეთ თქვენი ფასეულობები, პრინციპები და გეგმები, რომლებსაც განიხილავთ მისსავე გვერდებზე. სამომავლოდ ეს ბლოკნოტი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გაანალიზებაში დაგეხმარებათ.
19. შეადგინეთ მიზნების სია. შეადგინეთ მიზნების გეგმა 1, 3, 5 და 10 წელზე. რაც უფრო ზუსტია მიზნები – მით უკეთესი.
20. იმოქმედეთ მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის. შეადგინეთ ქმედებების სია თავისი სტრატეგიით და ნაბიჯებით.

21. შეადგინეთ თქვენი სურვილების ჩამონათვალი.
22. ნუ გააკეთებთ რამეს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საჭიროა. ნებისმიერ დავალებას და საქმეს აზრი უნდა ჰქონდეს. ნუ შეგეშინდებათ უარი თქვათ რამეზე, თუ ის თქვენი ცხვორებისეული გეგმებისგან შორს არის.
23. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. რატომ უნდა გადადოთ თეატრში, სათევზაოდ ან სამოგზაუროდ წასვლა პენსიონერობის ასაკამდე?! გაანებივრეთ საკუთარი თავი. დახარჯეთ საკუთარი დრო და ენერგია იმაზე, რაც სიამოვნებას მოგგვრით და შეგავსებთ.
24. განსაზღვრეთ თქვენი ვნება ცხოვრებაში. შეუზღუდავი რესურსი და არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ გქონოდათ რას გააკეთებდით? ვნება – ეს არის საკუთარი გზის გაყოლა, მიუხედავად დაბრკოლებებისა. გასაოცარია, რამდენად ცოტა ადამიანმა იცის ან ცდილობს განსაზღვროს თავისი მოწოდება და ვნება ამ ხანმოკლე ცხოვრებაში.
25. შექმენით კარიერა თქვენი მოწოდების გარეშემო. დატოვეთ აუტანელი სამსახური. თუ იმას აკეთებთ, რაც არ გიყვართ, უბრალოდ სულს ჰყიდით დიდი ფასდაკლებით…
26. საკუთარი მოწოდება გადაიყვანეთ ფულში. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ჩემი ვნება და მოწოდება არის მებაღეობა – როგორ შემიძლია ამით ფული ვიშოვო და კარიერა მოვიწყო? თანამედროვე ცხოვრებაში მონეტიზაციის უამრავი ვარიანტებია – ბლოგინგი, ვიდეორგოლების ჩაწერა და ინტერნეტში განთავსება, ფასიანი კურსების გაკეთბა და ა.შ. ერთად-ერთი, რაც ადამიანებს ხშირად აჩერებს, ეს არის შემოსავლის სამომავლო პერსპექტივაში მიღება, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ეს შემოსავალი გადააჭარბებს ყველა თქვენს მოლოდინს.
27. კრიტიკა მიიღეთ გაკვეთილად. კრიტიკა – ეს არის ის, რასაც შეუძლია გასწავლოთ როგორ გახდეთ უკეთესი. ნუ გაბრაზდებით თუ შენიშვნებს გაძლევენ – მიიღეთ ეს, როგორც ნიშანი იმისა, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ და გააუმჯობესოთ.
28. იყავით პოზიტიური. ჭიქა ნამდვილად ნახევრად სავსეა.
29. ნუ იტყვით ცუდს სხვებზე. თუ სხვა ადამიანში რამე არ მოგწონთ – უთხარით მას ეს პირდაპირ. სხვა შემთხვევაში ნურაფერს იტვყით.
30. საკუთარი თავი დააყენეთ სხვის ადგილას. შეეცადეთ ცხოვრება დაინახოთ სხვა ადამიანის პოზიციიდან. შესაძლოა დღეს დილით მეეზოვემ შემოგიბღვირათ, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით რატომ მოიქცა ის ასე?! შესაძლოა იმიტომ, რომ მას ყურადღებას არავინ აქცევს, შესაძლოა მას მომსახურე და უსარგებლო პერსონალად თვლიან და საერთოდ არ აფასებენ მის შრომას. მოიფიქრეთ, როგორ მოიქცეთ ისე, რომ მომავალში ღიმილით შეგხვდეთ.

31. იქონიეთ თანაგრძნობა. რეალურად უთანაგრძნეთ სხვას პრობლემების დროს.
32. განავითარეთ მყარი რწმენა საკუთარ თავში. საკუთარი თავის რწმენა – ეს არის წინსვლა მაშინაც კი, როცა ყველა ზურგს შეგაქცევთ და ხელს გკრავთ. გააანალიზეთ თქვენი მცირედი გამარჯვებები, გაიხსენეთ როგორ მიდიოდით დინების საწინააღმდეგოდ, გაიხსენეთ რა სიამოვნებას იღებდით იმით, როცა მართალი იყავით და ყველა დანარჩენი მტყუანი. თუ რაიმე ჩაიფიქრეთ – დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოვა.
33. დაივიწყეთ მძიმე წარსული.
34. აპატიეთ მათ, ვინც პატიებას ითხოვს. ნუ იქნებით ადამიანებზე ნაწყენი, უბრალოდ იცოდეთ მათი სისუსტეები და მიიღეთ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან.
35. მოიშორეთ ყველაფერი, რაც უმნიშვნელოა. შეიგნეთ ისეთი მოვლენების ხანმოკლეობა, როგორიც არის სტატუსი, დიდება, აღიარება. ეს ყვეალაფერი მოვა აუცილებლად, თუ კონცენტრირებული იქნებით თვითრეალიზაციაზე და არა სოციალურ აღიარებაზე.
36. შეწყვიტეთ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც არ გეხმარებათ. მოიშორეთ გარემოცვიდან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში უსარგებლო პესიმიზმი შემოაქვთ.
37. მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც შთაგაგონებენ და გვერდში გიდგანან.
38. თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან იქონიეთ გულახდილი ურთიერთობა. დაუთმეთ დრო თქვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას და გამყარებას.
39. აღადგინეთ ურთიერთობა ძველ მეგობართან. რაც არ უნდა იყოს  – მეგობრების რაოდენობა შეუზღუდავია. შეხვდით ადამიანებს თქვენი წარსულიდან.
40. მოაწყვეთ სიკეთის დღე. წარმოიდგინეთ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენი დღევანდელი საქციელით სამყარომ და სხვა ადამიანებმა. სიკეთე გაუკეთეთ გარშემომყოფ ადამიანებს – ეს საუკეთესო საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად.

41. დაეხმარეთ ადამიანებს, როცა მათ ეს სჭირდებათ. ეს ნაბიჯი მიიღეთ, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია. ოდესმე თქვენც მიიღებთ დახმარებას, მაშინ, როცა არ ელით.
42. წადით პაემანზე.
43. შეიყვარეთ.
44. გადახედეთ ცხოვრებას. თვეში ან 3-6 თვეში ერთხელ – გააანალიზეთ საკუთარი პროგრესი და წინსვლა ჩანაფიქრებისადმი. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მოახდინეთ საკუთარი ქმდებების კორექტირება.
45.  ნუ გაწელავთ საკითხების მოგვარებას. 10-დან 9 შესაძლებლობა იკარგება იმის გამო, რომ ადამიანები აგვიანებენ გადაწყვეტილების მიღებას.
46. დაეხმარეთ უცნობ ადამიანებს.
47. დაკავდით მედიტაციით.
48. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები. ახალი შესაძლებლობები ჩნდება ახალი ნაცნობობისგან. ნუ შეგეშინდებათ თქვენთვის საინტერესო ადამიანების წრეში შესვლის და მათთან დამეგობრების.
49. შექმენით მყარი ურთიერთბები.
50. გახდით საკუთარი თავის მრჩეველი მომავლიდან. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ და გააზრებულად ჰკითხეთ რჩევა საკუთარ თავს.

51. დაუწერეთ მომავლის წერილი საკუთარ თავს.
52. მოიცილეთ ყველაფერი ზედმეტი. მოაწესრიგეთ მაგიდა, ბინა, ცხოვრება. გაათავისუფლეთ ადგილი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.
53. გააგრძელეთ სწავლა. სწავლა – ეს არ ნიშნავს წიგნებთან ჯდომას – თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ საჭის მართვა, ცეკვა, რიტორიკა და ა.შ. მთავარი მიზანი – ტვინის მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში შენარჩუნებაა.
54. განავითარეთ საკუთარი თავი. შეეცადეთ განსაზღვროთ თქვენი სუსტი მხარეები და განავითარეთ ისინი. თუ ზედმეტად მორიდებული ხართ, შეეცადეთ უფრო კომუნიკაბელური გახდეთ, თამამად შეხვდით შიშს.
55. საკუთარ თავს მუდმივი განახლება გაუკეთეთ. გაიღრმავეთ უკვე მიღებული ცოდნა და გამოცდილება, გახდით ბევრი სფეროს ექსპერტი.
56. მუდმივად მოსინჯეთ რაიმე ახალი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ახალი და საინტერესო რამის გაგება და შეგრძნებაა შესაძლებელი ცხოვრებაში (მაგალითად გაიგეთ და მოსინჯეთ რა არის ვატსუ-მასაჟი).
57. იმოგზაურეთ. შეწყვიტეთ რუტინული ცხოვრება – სამსახური-სახლი, სახლი-სამსახური.
58. ნუ დაფუძნდებით ერთ ადგილზე. ყოველთვის იცხოვრეთ დინამიურად და ნუ შეიზღუდავთ საკუთარ თავს კრედიტებით, რემონტით და ა.შ. საქმით, რისი გაკეთბა მოგვიანებითაც შეიძლება.
59. იყავით საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებთ. თუ თქვენი მოწოდება იპოვეთ – გახდით საუკეთესო მასში.
60. დაამსხვრიეთ საზღვრები. დაისახეთ მაქსიმალურად შეუძლებელი მიზანი – მიაღწიეთ ჩანაფიქრს და მოიფიქრეთ რამე კიდვ უფრო შეუძლბელი. ეს თქვენი შეზღუდულობა გამოწვულია იმით, რომ ოდესღაც ვიღაცამ გითხრათ, თითქოს ყველაფერი შესაძლებელი არ არის.

61. გაითავისეთ და მოსინჯეთ უცნაური იდეები.
62. შექმნით თქვნი შთაგონების ადგილი. ეს შეიძლბა იყოს კუთხე, სადაც თავს მოიყრის ყველაფერი, რაც შთაგაგონებთ (წიგნები, ფოტო, ვიდეო), ეს ასევე შეიძლება იყოს პარკი, კაფე და ა.შ. შექმენით საკუთარი სამოთხე.
63. მოიქეიცით ისე, როგორც საკუთარ თავს ხედავთ იდეალში.
64. შექმენით ცხოვრებისეული როლები. შეეცადეთ იმოქმედოთ ისე, თითქოს ბილ გეიტსი, მაიკლ ჯორდანი ან რომელიმე ცნობილი და წარმატებული ადამიანი ხართ.
65. მოძებნეთ მენტორი ან გურუ. შეისწავლეთ მისი ცხოვრება და შეეცადეთ არ გაიმეოროთ მისი შეცდომები. ყველაზე გამოცდილ მენტორს ჰკითხეთ რჩევა.
66. მოძებნეთ თქვენი ძლიერი მხარეები, რომელთა შესახებ ადრე არ იცოდით.
67. გაზარდეთ თქვენი ცნობიერება.
68. ითხოვეთ, რომ კონსტრუქციულად გაგაკრიტიკონ და რჩევებიც მოგცენ. გვერდიდან ყოველთვის უკეთესად ჩანს.
69. შეეცადეთ შექმნათ პასიური შემოსავლის ნაკადი. ეს შეიძლება იყოს ბანკის %, ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ან რაიმე სხვა. პასიური შემოსავალი საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფალი იყოთ საკუთარ ცხოვრებისეულ ექსპერიმენტებში და უარი თქვათ იმაზე რაც საჭიროა და არა იმაზე, რაც გინდათ.
70. დაეხმარეთ სხვებს რაც შეიძლება კარგად იცხოვრონ. თუ თქვენ ხედავთ, რომ შეგიძლიათ ადამიანის დახმარება მისი ცხოვრების გაუმჯობესებაში – აუცილებლად დაეხმარეთ მას მოძებნოს სწორი გზა.
71. დაქორწინდით და იყოლიეთ შვილები.
72. გააუმჯობესეთ სამყარო. სამყაროში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. მაგალითად, გაჭირვებულებისთვის, ავადმყოფებისთვის დახმარება.
73. მონაწილეობა მიიღეთ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში.
74. გაეცით მეტი, ვიდრე იღებთ. როცა ასე იქცევით, გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით მეტი დაგიბრუნდებათ.
75. შეეცადეთ ფართე სურათი დაინახოთ. ფოკუსირება მოახდინეთ 20%-ზე, რაც ახდენს შედეგის 80%-ის გენერირებას.
76. შეეცადეთ, რომ თქვენი საბოლოო მიზანი იყოს გარკვეული. გააანალიზეთ, როგორია თქვენი საბოლოო მიზანი. რეალურად აკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, რომ მას მიაღწიოთ? სანამ თქვენ იმ საკითხებზე ფიქრობთ, რომლებიც მიზანთან გაახლოვებთ, იცოდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ.
77. ყოველთვის შეეცადეთ მოძებნოთ 20/80-ის გზა, ანუ მინიმალური ძალისხმევა, მაქსიმალური შედეგისთვის.
78. დასვით პრიორიტეტები. ზოგჯერ უფრო მოსახერხებელია ინერციით მოძრაობა და რთულია მნიშვნელოვან ამოცანაზე გადართვა, მაგრამ სწორედ ეს თვისება ხდის თქვენს ცხოვრებას ეფექტურს.
79. დატკბით მომენტით. შეჩერდით. მიმოიხედეთ. მადლიერი იყავით ცხოვრების იმ სასიამოვნო მოვლენების გამო, რაც გქონიათ ან გაქვთ.
80. მიიღეთ სიამოვნება წვრილმანებისგან. ფინჯანი ყავა დილით, 15 წუთით წაძინება დღის მანძილზე, ძვირფას ადამიანთან საუბარი – ყველაფერი ეს შესაძლოა წვრილმანია, მაგრამ შეეცადეთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ ყველა წვრილმანს და სასიამოვნო მომენტს.

81. შეისვენეთ. ეს შეიძლება იყოს 15 წუთი ან 15 დღე. ცხოვრება – ეს არ არის მარათონი, ეს არის სიამოვნებით სავსე გასეირნება.
82. შეეცადეთ თავი აარიდოთ ურთიერთგამომრიცხავ მიზნებს.
83. ფოკუსირება მოახდინეთ რაიმეს შექმნაზე.
84. ნუ განსჯით გარშემომყოფებს, პატივი ეცით მათ ისეთებს, როგორებიც არიან.
85. ერთად-ერთი ადამიანი, ვინც უნდა შეცვალოთ – ეს ხართ თავად თქვენ. კონცენტრირდით საკუთარ განვითარებასა და ზრდაზე და არა სხვების შეცვლაზე.
86. მადლობელი იყავით ყოველი განვლილი დღისთვის.
87. მადლიერება გამოხატეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების წინაშე.
88. იმხიარულეთ. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს ამ საკითხში!
89. ხშირად იყავით ბუნებაში.
90. ყოველთვის არსებობს არჩევანი. ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის არსებობს რამოდენიმე გამოსავალი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like