9 თვისება, რომელიც თქვენ ცხოვრებას შეცვლის
1670 Views

9 თვისება, რომელიც თქვენ ცხოვრებას შეცვლის

1. ადრე ადგომა 

ყველა წარმატებული ადამიანი „დილის ფრინველია“. არის რაღაც განსაკუთრებული ადრიანად ადგომაში. ეს არის დღის ის ნაწილი, როცა სამყაროს ჯერ კიდევ არ გაუღვიძია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი. ისინი, ვინც მზის ამოსვლამდე დგებიან ამტიკცებენ, რომ ცხოვრება უფრო სრულფასოვანია. თქვენც სინჯეთ ადრე ადგომა და უკვე რამოდენიმე თვის თავზე დანანებით გაიხსენებთ იმ წლებს, როცა განთიადს საწოლში ხვდებოდით.

2. ხშირი კითხვა 

თუ ყოველდღიურად ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებულ ერთ საათს შეცვლით სასარგებლო ან საინტერესო წიგნების კითხვით, თქვენ გახდებით ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, როგორც მინიმუმ თქვენს გარემოცვაში. თქვენ გაცილებით მალე მოძებნით პასუხებს შეკითხვებზე, თქვენთან ურთიერთობა გაცილებით საინტერესო იქნება, ბევრი რამ თავისთავად გამოვა. როგორც მარკ ტვენმა თქვა: „ადამიანს, რომელიც კარგ წიგნებს არ კითხულობს, არაფრით განსხვავდება იმისგან, ვინც კითხვა არ იცის.“

3. პატიების ცოდნა
პატიება – ეს არის უსარგებლოს და არასაჭიროს თავიდან მოშორება.
აუცილებელია შეგეძლოთ ყველაფრის პატიება, რისი პატიებაც შესაძლებელია და საჭიროა. ეს მოითხოვს დიდ პრაქტიკას, მაგრამ საბოლოოდ დადებით რეზულტატს იძლევა. იწმინდება მეხსიერება და გრძნობები, თქვენ ნაკლებად განიცდით და ნერვიულობთ. რაც უფრო მარტივი იქნება თქვენი ცხოვრება, მით უფრო მეტად დატკბებით მისით.

4. შენელება 

ცხოვრებით ტკბობა მუდმივი სტრესისა და ქაოსის პირობებში შეუძლებელია. გამონახეთ წყნარი დრო, შეჩერდით, მოუსმინეთ საკუთარ თავს და შინაგან ხმას. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გაიხადეთ ჩვევად ადრე ადგომა, როცა გარშემო სიჩუმეა, რომ შეძლოთ ფიქრი, წარმოსახვა. შეანელეთ ცხოვრების რითმი და ამის შემდეგ ყვალაფერი ის, რასაც თქვენ მისდევდით, თავად დაგეწევათ.

5. ივარჯიშეთ 

რეგულარული აქტივობა ჯანმრთელობას უწყობს ხელს. თუ თქვენ მოცემულ მომენტში არ გაქვთ დრო, ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებთ ვარჯიშს, იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. სპორტით შესაძლებელია დაკავდეთ არამარტო სპორტულ დარბაზში, არამედ სახლშიც.

6. ყოველდღიური პრაქტიკა

რაც უფრო მეტ პრაქტიკას გადის ადამიანი, მით უფრო წარმატებულია ის. წარმატება არის მოცემულობა, სადაც პრაქტიკა ხვდება შესაძლებლობებს. პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია განავითაროთ თქვენი ნიჭი. პრაქტიკისას თქვენ ყოველთვის მზად იქნებით გამოიყენოთ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.

7. გარემოცვა

სწორედ ამ საკითხს შეუძლია დააჩქაროს თქვენი წარმატება. შემოიკრიბეთ გარშემო პოზიტიური, ენერგიული ადამიანები. ისინი საუკეთესო მხარდაჭერა, მოტივაცია და სასარგებლო რჩევებია. დეპრესიის დროს მეგობრებთან საუბარი დაგეხმარებათ გადალახოთ სირთულეები.

8. აწარმოეთ მადლიერების ჟურნალი

ამ ჩვევას სასწაულების მოხდენა შეუძლია. მადლიერება გამოხატეთ ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და იქონიეთ მისწრაფება უკეთესიკენ. მადლიერებას შეუძლია იყოს სიხარულის ახალი მიზეზი. ძილის წინ ჩამოწერეთ სათითაოდ რისი მადლიერი ხართ. სასწაული დიდხანს არ გალოდინებთ!

9. იყავით მტკიცე 

ედისონს 10.000 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა მანამ, სანამ გამოიგონებდა ელექტრო ნათურას. უოლტ დისნეის „დისნეილენდის“ შექმნისთვის მოუხდა 303 უარის მოსმენა სხვადასხვა ბანკისგან, მანამ, სანამ საწადელს მიაღწია. კენფილდის და ჰანსენის წიგნის „ქათმის ბულიონი სულისთვის“ დაბეჭდვაზე 134-მა გამომცემელმა განაცხადა უარი, მანამ, სანამ ის გახდა მსოფლიო ბესტსელერი. გრძნობთ კანონზომიერებას? თუ თქვენ სასურველის მიღწევა გინდათ, იყავით მტკიცე და არ დანებდეთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like