9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ გარიგების დადებას.

1. რეალურია თუ არა გაყიდვების 100%-იანი ვარიანტი?
ნუ მოიტყუებთ თავს. ვერავინ ვერ ახერხებს გაყიდვების 100%-იანი მაჩვენებლის მიღებას, მაშინაც კი, როცა ფასი ძალიან დაბალია. წარმოების ზოგიერთი სფეროსთვის 20% შესაძლოა ნორმაც კი იყოს. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვა სფეროებს. მხოლოდ თქვენ იცნობთ თქვენს კლიენტებს.

2. ხომ არ გავიწყდებათ, რომ შემდეგი გაყიდვა შესაძლოა უახლოეს მომავალში განხორციელდეს? არასოდეს დაივიწყოთ, რომ შემდეგი გაყიდვა შესაძლოა შედგეს მორიგი სატელეფონო ზარის, შეხვედრის შემდეგ და ა.შ. მუდმივი ფიქრი იმაზე, რომ თქვენ შანსი არ გაქვს, წარმატების რეალობას შეამცირებს.

3. მარტივია თუ არა ჩემთან ყიდვა? რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ პროცესი გავამარტივო და კლიენტს საშუალება მივცე გადაწყვეტილება მარტივად და სწრაფად მიიღოს?

4. არის თუ არა იმის უფლებამოსილება ყიდვა განახორციელოს, ვისაც ესაუბრებით? შეისწავლეთ თქვენი არსებული კლიენტების პროფილი და შეადარეთ ის პოტენციურ კლიენტებთან. ყველა თანამშრომელს არ აქვს გარიგების დადების უფლებამოსილება, ამიტომ, ასეთ სუბიექტებთან შეხვედრები და საუბრები შედეგის გარეშე რჩება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ კლიენტთა ბაზის ახლებური წარმოება, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ CRM-სისტემა «მარტივი ბიზნესი».

5. რას ვთავაზობ და მესმის თუ არა რა სარგებელი და ფასეულობა აქვს ჩემს შეთავაზებას კლიენტისთვის? თუ თქვენ თავად არ გესმით ეს ყველაფერი, კლიენტმა როგორ უნდა გაიგოს?

6. «ვყიდი» თუ არა საკუთარ თავს? უქმნით თუ არა პოტენციურ კლიენტებს ნდობას თქვენს მიმართ და აჩვენებთ თუ არა კომპეტენციას, რაც საშუალებას აძლევთ თავი კომფორტულად იგრძნონ თქვენთან გარიგების დადებისას?

7. ნამდვილად დავეხმარე თუ არა კლიენტს დაინახოს და მიაღწიოს იმას, რასაც შეუძებლად თვლიდა? კლიენტები ამჩნევენ, როცა თქვენ ზრუნავთ, როცა მათზე ხართ მომართული და ეს ზრდის მათში თქვენთან ურთიერთობის სურვილს.

8. ვიცი თუ არა, რატომ თანამშრომლობენ კლიენტები ჩემთან? ჰკითხეთ თქვენს არსებულ კლიენტებს რატომ მოსწონთ თქვენთან მუშაობა.

9. ფოკუსირებული ვარ თუ არა უახლოეს გეგმებზე? ფოკუსი დაიჭირეთ გრძელვადიან პერსპექტივებზე. მაშინაც კი, როცა რამე ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ, მობილიზდით კარგზე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუშაობის შედეგების გაუმჯობესებისთვის.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

12 ჯადოსნური ფილმი, რომელიც საშობაოდ უნდა ნახოთ

ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო განწყობის შესაქმნელად ეს არის ფილმი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღესასწაულის მიმართ. თანაც, თუ თქვენ ფილმების მოყვარულიც ხართ დღეს სწორედ ის დროა, მთელი ოჯახი ერთად ჩაუჯდეთ

წიგნის კითხვის უპირატესობანი

1. ავითარებს აზოვნებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წიგნის კითხვის – ეს არის ის დადებითი ეფექტი, რომლესაც ის ახდენს ჩვენს აზროვნებაზე. კითხვისას ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, რათა გავიგოთ ამა თუ იმ იდეის

WORKTASK – გაყიდვები

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ   რეგისტრაცია ღონისძიებაზე     ყოველდღე   ჩვენი თანამშრომლები აწარმოებენ კლიენტებთან კონტაქტებს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უფრო ეფექტურად და მარტივად მივაღწიოთ კლიენტებს.     პოტენციურ კლიენტებს

ფრაზები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზებული ადამიანი (ნაწილი II)

ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და

დოკუმენტაცია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი განვითარებისთვის

არის გარკვეული დოკუმენტები, რომლებიც ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. აქ საუბარია არა ოფიციალურ დოკუმენტებზე, არამედ სპეციფიურ დოკუმენტაციაზე, რომელიც საქმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ რეკომენდირებული სია: 1.პირადი

თუ გამუდმებით ფიქრობთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე

მოსწონდე სხვებს – ეს ბონუსია. მოგწონდეს საკუთარი თავი – აი, ეს არის რეალური პრიზი. ჯერ ჩვენ მოვიწონოთ, დავაფასოთ, შევიყვაროთ და ვირწმუნოთ საკუთარი თავის და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა….. და სხვები…