9 ნაბიჯი ბედნიერებისაკენ

9 ნაბიჯი ბედნიერებისაკენ

ჩვენი ბედნიერების შეგრძნების ყველაზე საიმედო წერტილად შეიძლება გვემსახუროს მადლიერება იმისათვის, რაც ჩვენ უკვე გაგვაჩნია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მეტის და უკეთესის ძიება იმისი მთლიანი შეგნებით, რომ ახლაც კი უკვე ბევრი რამ გვაქვს.

ბედნიერების მატარებელი ხომ ვერსად ვერ წაგვივა იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მემანქანის ადგილას. იმისათვის, რომ სწორედ ახლა იყოთ ბედნიერი შეიძლება თავის გართმევა გრძელვადიანი გეგმების გარეშეც. ამის გაკეთება კი შეიძლება რამოდენიმე მარტივი ნაბიჯითაც.

უფრო მეტი აქტიურობა. თუ ზიხართ – ადექით, გახსენით ფანჯარა, გააკეთეთ 10-წუთიანი გასეირნება. თქვენ მეტი შეგიძლიათ – მეტი გააკეთეთ!

გასეირნება ბუნებაში. მზის სინათლე, სუფთა ჰაერი, სურნელი, ხმები – ყველაფერი ჩინებული დადებითი სტიმულია თქვენი გონებისა და ემოციებისათვის.

ხელი გამოიწოდეთ. დაუწერეთ წერილი მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახიათ, დაურეკეთ ახლობლებს ან სრულიად უცნობ ადამიანს დაუწერეთ კომენტარი ან დაახასიათეთ მისი სტატია. ადამიანებთან კარგი ურთიერთობები – ეს მნიშვნელოვანია!

მოაშორეთ კუდები. ფეხსაცმლის გასარემონტებლად მიცემის დროა? დროა სტომატოლოგთან მისვლა? ყოველ ჩვენგანს აქვს საქმეების მთელი სია, რომლის გაკეთებამდე სულ ვერა და ვერ მიგვიწვდება ხელები. ახლა მაინც გააკეთეთ ამ საქმეებიდან ერთი მაინც. ხო, და დანიშნეთ სტომატოლოგთან შეხვედრა! ამ თქვენი სიის თითო პუნქტით კლებით, თქვენ იგრძნობთ საკუთარ თავს ნებისყოფის და დისციპლინეს გიგანტად. ხოლო თვითპატივისცემა – ეს მნიშვნელოვანია!

მეტი კომფორტი. ახლავე მსოფლიო წესრიგის დამყარება არ არის საჭირო, მაგრამ ნახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ 10 წუთში საკუთარი კომფორტისათვის.

კეთილი საქმეები. იპოვეთ რამოდენიმე კეთილი სიტყვა გარშემომყოფთათვის – თქვენ ეს შეგიძლიათ! ხო,და არის ფაქტები, ვინც უფრო მეტ კომპლიმენტს უკეთებს გარშემომყოფებს, ისიც გრძნობს თავს უკეთესად.

გამოიკვლიეთ ბედნიერება. დამტკიცებულია, რომ ხელოვნურ ღიმილსაც კი შეუძლია აუმაღლოს განწყობა მის მფლობელს და გარშემომყოფებს, ხოლო თუ ღიმილი სულიდან მოდის…

შეიტყვეთ ახალი. დაფიქრდით, რა სიახლის გაგებას მოისურვებდით, იმიტომ, რომ თქვენ პირადად გაინტერესებთ ეს. ეძებეთ ინფორმაცია ინტერნეტში ან იყიდეთ წიგნი, დაუკავშირდით სპეციალისტს ამ სფეროში. ეს ყველაფერი მოგცემთ საკუთარი ზრდის და პერსპექტივის შეგრძნებას.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ