9 გაკვეთილი კონფუცის ცხოვრებიდან

9 გაკვეთილი კონფუცის ცხოვრებიდან

1. უბრალოდ გააგრძელეთ სვლა
«მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად ნელა მოძრაობთ მანამ, სანამ არ გაჩერდებით»

თუ სვლას გააგრძელებთ სწორი გზით, საბოლოოდ მიაღწევთ დანიშნულების პუნქტამდე. რთული სამუშაო უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად. ადამიანი, რომელიც ცდილობს წარმატების მიღწევას – ეს არის ის, ვინც იდეის ერთგული რჩება და გარემოებების მიუხედავად მიდის მიზნისკენ.

2. თქვენს მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ
«არასოდეს იმეგობროთ ადამიანთან, რომელიც თქვენზე უკეთესი არ არის»

თქვენი მეგობრები წარმოადგენენ თქვენი მომავლის რეალურ სურათს. თქვენ მიემართებით იქეთ, სადაც ისინი უკვე იმყოფებიან. ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ მოძებნოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც მოძრაობენ იმავე მიმართულებით, საითკენ სვლა თქვენც აირჩიეთ. აიმტომ, გარშემო შემოიკრიბეთ გულანთებული ადამიანები!

3. კარგისთვის საჭიროა გადახდა

«ადვილია გძულდეს და რთულია გიყვარდეს. ამაზეა დამყარებული ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი კარგის მიღწევა ძალიან რთულია და გაცილებით ადვილია რაიმე ცუდის მიღება»

ეს ბევრ რამეს ხსნის. სიძულვილი, სიბრაზის გამოხატვა, თავის გამართლება ადვილია. სიყვარული, პატიება და სულგრძელობა კი მოითხოვს დიდ გულს, დიდ გონებას და დიდ ძალისხმევას.

4. ჯერ ინსტრუმენტები მოამზადეთ
«ცხოვრებისეული მოლოდინი დამოკიდებულია მცდელობაზე. მექანიკოსმა, რომელსაც უნდა თავის საქმის სრულყოფა, ჯერ ინსტრუმენტები უნდა მოამზადოს»

კონფუცი ამბობდა: «წარმატება დამოკიდებულია მოსამზადებელ სამუშაოზე და მსგავსის არარსებობის შემთხვევაში წარუმატებლობა გარანტირებულია». რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, თუ წარმატების მიღწევა გინდათ, მაშინ საჭიროა მოემზადოთ. ყველაზე დიდმა წარუმატებლობამაც კი შეიძლება დააჩქაროს წარმატება.

5. არაფერია ცუდი იმაში, რომ შეცდით
არაფერია ცუდი იმაში, რომ შეცდით – თუ თავად არ გააგრძელებთ ამაზე ფიქრს. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. დაშვებული შეცდომები დანაშაული არ არის. ნუ მისცემთ შეცდომებს იმის უფლებას, რომ დღე გაგიფუჭონ. ნუ მისცემთ უფლებას ნეგატივს, მოიცვას თქვენი გონება. შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერია! იზეიმეთ საკუთარი შეცდომები!

6. ყურადღება მიაქციეთ შედეგებს
«როცა განრსიხებული ხართ, იფიქრეთ შედეგებზე»

სოლომონი ამბობდა: «მომთმენი მამაცზე უკეთსია და საკუთარი თავის მმართველი ქალაქის დამპყრობელზე ძლიერი». ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭიროა საკუთარი თავის მართვა და შედეგებზე ფიქრი.

7. შეიტანეთ კორექტირება
«თუ თვალნათელია, რომ მიზნები მიუღწეველია, გააკორექტირეთ ქმედება»

თუ თქვენი მიზნები არ გეჩვენებათ შესრულებადი ამ წელს, მაშინ დროა შეათანხმოთ მათი მიღწევის სამომავლო გეგმა. ნუ მიიღებთ წარუმატებლობას როგორც ვარიანტს, წარმატების იალქნები გაშალეთ და მყარად გააგრძელეთ სვლა მიზნებისკენ.

8. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი ადამიანისგან
«თუ ორ სხვა ადამიანთან ერთად ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი შეიძლება იყოს ჩემი მასწავლებელი. მე მივბაძავ რომელმე მათგანის კარგ თვისებებს და მეორესთვის დამახასიათბელ ურაყოფით თვისებებს გამოვასწორებ».

თქვენ შეგიძლიათ და უნდა მიიღოთ გაკვეთილი ყველასგან, წმინდანი იქნება ეს თუ აფერისტი. ყოველი სიცოცხლე – ეს არის გაკვეთილებით სავსე ისტორია, რომელიც უნდა შეგროვდეს. მაგალითად, რაიმე კარგის სწავლა შეიძლება უილ სმიტის ცხოვრების 7 გაკვეთილიდან ან ცოდნის გაღრმავება ეინშტეინის 10 ოქროს გაკვეთილიდან.

9. ყველაფერი ან არაფერი
«რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, გააკეთეთ მთელი გულით»

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ ეს მთელი მონდომებით ან საერთოდ ნუ გააკეთებთ. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, მოგიწევთ ყველაფერი საუკეთესო გაიღოთ, რაც კი გაგაჩნიათ, რის შემდეგაც სინანულის გარეშე იცხოვრებთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ