ის უკვე 87 წლისაა, მაგრამ მოდელად მუშაობას აგრძელებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!
1766 Views

ის უკვე 87 წლისაა, მაგრამ მოდელად მუშაობას აგრძელებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!

რთული დასაჯერებელია, რომ არსებობს მოდელი, რომელიც 87 წლის ასაკში ფორას უდებს ბევრ ახალგაზრდა ქალს. მაგრამ ეს ასეა. ამ შესანიშნავი ქალბატონის სახელია დაფნა სელფი. ის დაიბადა 1928 წლის 1 ივლისს. მოდელი არ აპირებს პენსიაზე გასვლას. რეგულარულად მონაწილეობს ჩვენებებში, ფოტოსესიები აქვს ჟურნალების ყდებისთვის და წარმოადგენს ყველაზე მოდურ ბრენდებს მსოფლიოში. ბევრი მოდელი ვერ დაიკვეხნის მსგავსი წარმატებით.

dafne-86-let-a-ona-po-prezhnemu-vdohnovlyaet-modelerov-i-fotografov_6512bd43d9caa6e02c990b0a82652dca

დაფნას არასოდეს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის. ამ ყველაფერს უსარგებლო ფუფუნებად მიიჩნევს. სახის ულამაზესი ნაკვთებით ის ბუნებამ დააჯილდოვა. სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად, მოდელი სწორად იკვებება და დაკავებულია იოგით. დაფნა ბევრს მოძრაობს, დადის ფეხით, ასევე დიდ დროს ატარებს ბაღში, სადაც ყვავილები მოჰყავს.

nhung-nguoi-mau-gia-lam-ban-thay-1427881823-3weyPh

დაფნა – ოთხი შვილიშვილის ბებიაა. მას არ ეუხერხულება ასაკის გამო და არ ცდილობს მის დამალვას. მოდელის ერთ-ერთი მშვენება არის ჭაღარა თმა.

45ff2190802f9793d44160c4e551925c_XL

სუპერმოდელი ძალიან ოპტიმისტია. მოდის ბიზნესის გურუები აღნიშნავენ, რომ დაფნასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.

ის მომხიბვლელია, სასიამოვნოა ურთიერთობისას და გამჭრიახი გონება აქვს.

23306-7907614-IMG_2629

დაფნა მოდელი გახდა 20 წლის ასაკში. ის გადაიღეს Vogue, Vanity, Fair და სხვა მოდური ჟურნალებისთვის. დაფნა ამბობს, რომ ის დრო საუკეთესო იყო სამოდელო ბიზნესისთვის. სამოსი იყო სასიამოვნო და მოკრძალებული. ისევე, როგორც მოდელი-გოგონები.

dafne-86-let-a-ona-po-prezhnemu-vdohnovlyaet-modelerov-i-fotografov_1679091c5a880faf6fb5e6087eb1b2dc

XXI ს-ის დასაწყისში, დაფნამ მოახდინა გარღვევა მოდის სამყაროში და ახალი მოდური სტილის სახე გახდა. ამ ქალბატონის სიმღლე მხოლოდ 168 სმ-ია. პარამეტრები 86-70-90.

dafne-86-let-a-ona-po-prezhnemu-vdohnovlyaet-modelerov-i-fotografov_8f14e45fceea167a5a36dedd4bea2543

დაფნა ამტკიცებს, რომ სტილის გრძნობა ასაკთან ერთად მოდის.

interesting_2015073006202711

ჭეშმარიტი სილამაზე – ეს არის ენერგია, გრაცია, სათნო ღიმილი, მბრწყინავი თვალები და პოზიტიური განწყობა.

dafne-86-let-a-ona-po-prezhnemu-vdohnovlyaet-modelerov-i-fotografov_c9f0f895fb98ab9159f51fd0297e236d

გაუზიარეთ მეგორბრებს სტატია ამ ულამაზესი ქალბატონის შესახებ. ის შთააგონებს!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like