8 უნარ-ჩვევა, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ქალებზე

8 უნარ-ჩვევა, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ქალებზე

1. უცხო ენების ცოდნა
ეს ჩამონათვალიდან ყველაზე რთული უნარია. ქალებზე ტოვებს უდიდეს შთაბეჭდილებას და იმსახურებს მაღალი დონის შეფასებას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის მისი უთავბოლოდ გამოყენება, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

2. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ცოდნა
ეს უნარი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მამაკაცის ხასიათს. რადგან მუსიკალურობა – ეს მხოლოდ სულიერი განვითარება არ არის, ეს ასევე მიზანდასახულობაა, კონკრეტულ შემთხვევაში მუსიკალური განათლების მიღებისთვის. გარდა ამისა, დაკვრის დროს ქალბატონები იხიბლებიან და კონტაქტზე ადვილად მოდიან.

3. ცეკვა!
თუკი მამაკაცს შეუძლია რამეში თავი წარმოაჩიონოს ერთდროულად როგორც ცივსისხლიანმა, თავდაჯერებულმა, ვნებიანმა და კომუნიკაბელურმა არსებამ, ეს უდაოდ ცეკვაა. ფსიქოლოგების რჩევაა ცეკვისას იყოთ ბუნებრივი და არ დაიმორცხვოთ თუ მთლად კარგად არ გამოგდით. მთავარია, რომ ქალბატონებს სიყვარულის ძველი ენა და ვნების გამოვლენა კარგად ესმით. ამიტომ ისაუბრეთ ამ ენაზე, ანუ იცეკვეთ!

4. კულინარული ხელოვნება
როცა გოგოს გაიცნობთ, შეეცადეთ როგორმე მოახერხოთ მისთვის გემრიელი კერძის მომზადება. უმჯობესია იყოს რამე განსხვავებული, უცხო. ის ნამდვილად სასიამოვნოდ განცვიფრებული დარჩება. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ გულახდილი სიხარულის გამოვლენას ექნება ადგილი და ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ ურთიერთობებში.

5. სპორტულობა
სულიერ სამყაროზე მეტს თუ არა, ნაკელბ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ახდენს მამაკაცის ფიზიკური ძალა. ქალბატონებში ძლიერი, სპორტული მამაკაცის შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოთ რომელიმე საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრობითაც. რჩევა: ისტორიების მოყოლა გოლფითა და შაშის თამაშით გატაცების თაობაზე სჯობს გადადოთ.

6. ოსტატობა
ძალიან ფართო კატეგორიაა, რომელიც არ ითხოვს სპეციალიზირებულ ცოდნას. კედელზე სწორად დაჭედებული ლურსმანიც კი საკმარისია, რომ ქალბატონის მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახუროთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე ხარისხიანად შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფით შედეგებს მიიღებთ.

7. თანამედროვე სტილი და აკურატულობა
ყველა მამაკაცს აქვს თავისი სტილი. მაგრამ ხდება ისე, რომ ზოგიერთი მამაკაცს თავისი თანამედროვება და სტილი სნობიზმში გადასდის. ამიტომ მამაკცების უმრავლესობისთვის სტილის და აკურატულობის დაცვა ისე, რომ ეს არ აერიოთ და არ გადაუვიდეთ სნობიზმში ფაქტიურად ევერესტის დაპყრობის ტოლფასია.

8. სწორად საუბრის ცოდნა
ფიქრობთ რომ ეს მარტივია? არც ისე… თუ სწორად საუბრის მანერას არ დაიცავთ დიდი შანსია სილაც გაგაწნან, აღარაფერს ვამბობთ საპირისპირო სქესის მოხიბვლაზე ასეთი საუბრით! საკმარისია ერთი არასწორი სიტყვა, ოდნავ არაგულახდილი საუბარი, ოდნავ უყურადღებობა ქალის პერსონის მიმართ – და მორჩა! შეგიძლიათ წაბრძანდეთ და მეგობრებთან ერთად ლუდი დალიოთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ