8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

8 თამაში, რომლებსაც ჩვენი გონება გვეთამაშება 

გადაამოწმეთ ეს ჩამონათვალი და ნახეთ რამდენად ხშირად რჩებით მოტყუებული საკუთარი გონების მიერ.

1. მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ნაკლები შრომა რომ მიწევდეს 
ჩვენი გონება ხშირად მიმართავს ამ არგუმენტს და გვიმტკიცებს, რომ უფრო ბედნიერი ვიქნებოდით, ნალკებს რომ ვმუშაობდეთ. ჩვენ ცხოვრება მხოლოდ გართობად წარმოგვიდგენია და თავს ვიტყუებთ, როცა ვფიქრობთ, რომ თუ ასეთი ცხოვრება გვექნებოდა, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. თუმცა, რეალობა იმაშია, რომ რაიმეს აღნიშვნა ხშირად არის მოწეყნილობისა და დეპრესიის მთავარი მიზეზი. ჩვენ შრომისმოყვარე, შემოქმედი არსებები ვართ. ჩვენ უნდა გადავჭრათ ამოცანები და სრულყოფილები გავხდეთ იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყოთ. ჩადეთ გული და სული რაიმე თქვენთვის მნიშვნელოვანში და დაინახავთ, როგორ აიწევს ბედნიერების გრადუსი!

2. ეს ჩემი ბრალი არ არის, მათი ბრალია 
ჩვენი გონება გვაიძულებს დავიჯეროთ ის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებშია. ჩვენ მზად ვართ დავადანაშაულოთ ყველა. რა თქმა უნდა „ტანგოსთვის საჭიროა ორი ადამიანი“ — ამიტომ, რამდენადაც სხვებს ვადანაშაულებთ საკუთარ უბედურებაში, იმდენად დამნაშავედ ვგრძნობთ თავს სხვების უბედურებაში. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ის. მომენტი, როცა ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე, გახდება ჩვენი ჭეშმარიტი ბედნიერების საძირკველი.

3. იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო, უნდა ავხსნა ბედნიერების საიდუმლო 
არასწორია ეს მიდგომა, რადგან არ არსებობს წარმატების ან ბედნიერების რაიმე საიდუმლო. რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ წიგნებმა, ავტორებმა და საკუთრმა გონებამ, არავითარი საიდუმლო გასაღები არ არსებობს უბრალო ადამიანური ბედნიერებისთვის. თქვენ თავად ქმნით სასურველი მომავლის სურათს, ახდენთ საკუთარი სტრატეგიის ფორმირებას და შემდეგ მიზანმიმართულად და გულმოდგინედ შრომობთ მისი განხორციელებისთვის. აქ არ არსებობს მოკლე გზები და ჯადოსნური მიზნები, არ არსებობს არც საიდუმლოები. ამ ფაქტის მიღება გაცილებით წინ წაგწევთ ბედნიერების გზაზე, ვიდრე სხვა რამ.

4. მე რომ მქონდეს
ჩვენი გონება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ უფრო ბედნიერი ვიქნებოდით, თუ უკეთესი სამსახური, უკეთესი სახლი, უკეთესი მანქანა ან სხვა რაიმე უკეთესი გვექნებოდა. არაფერია იმაში ცუდი, რომ ადამიანმა უკეთესი ინატროს, მაგრამ ეს ავტომატურად არ გვაბედნიერებს. ამ ნივთებმა შესაძლოა დროდადრო განწყობა აგვიმაღლოს, მაგრამ ეს ყველაფერი მალე გაივლის. ის, ვისაც რეალურად უნდა ბედნიერი იყოს, საჭიროა იცოდეს, რომ სურვილების კასრი უძიროა და მისი ბოლომდე ამოვსება შეუძებელია.

5. მე მიყვარს ის, რაც არის და არ მინდა ცვლილებები 
საკუთარი თავისთვის ასე ფიქრის უფლების მიცემისას ჩვენ საფუძველს ვქმნით უკუსვლისთვის. ცხოვრება – ეს არის მოგზაურობა მუდმივ ცვლილებებში. ზოგიერთ მათგანს ჩვენ ვაკონტროლებთ, ზოგიერთს ვერ. ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ყველაფრის კონტროლის ქვეშ აღების მცდელობა კრახის მომტანია. ცვლილებები გარდაუვალია. ეს უნდა მივიღოთ რეალობად და ვისწავლოთ ცვლილებების უწყვეტ ნაკადში ცურვა. ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი.

6. თუ რამე არ მოხდა ჩემთვის, მაშინ ეს არასოდეს მოხდება 
ჩვენი გონება ხშირად სასოწარკვეთაში ვარდება და იმედგაცრუებულია სწორედ მაშინ, როცა წარმატებამდე რამოდენიმე ნაბიჯია დარჩენილი. ბედნიერების მისაღწევად მნიშვნელოვანია მტკიცე ხასიათი. არასოდეს მისცეთ საკუთარ გონებას თქვენი მოტყუების და დამარცხების აუფლება. თქვენ არ იცით რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე. მხოლოდ ერთი უბრალო დღე შეიძლება გახდეს საკმარისი თქვენი ოცნებების განხორციელებისთვის.

7. მე თავს ავარიდებ იმას, რისი კეთებაც არ მიყვარს 
როგორც წესი, ეს ეხება რთულ ამოცანებს, როცა ჩვენი გონება ცდილობს დაგვარწმუნოს მსგავს აზრში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გონება გვატყუებს და ასეთი საქმე სწორედ ის არის, რასაც წარმატების მოტანა შეუძლია ჩვენთვის. რომელი საქმეები გადადეთ? რატომ? მნიშვნელოვანი საკითხების გაჭიანურება ან გადადება, წუწუნი – მხოლოდ აფერხებს ბედნიერების დადგომას. შეუტიეთ ამ მიზნებს და თქვენ საკმაოდ ბევრ ნავთს დაასხამთ საკუთარი ბედნიერების ცეცხლზე.

8. სამყარო საშიშია და მე შეიძლება რაიმე ცუდი შემემთხვას
ჩვენი გონება გვეუბნება, რომ არის უამრავი რამ, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგალითად, სტიქიური უბედურებები, კრიმინალი, ეკონომიკური კრიზისი. შიში — ეს არის ძლიერი ემოცია, რომლითაც ჩვენი გონება ცდილობს გაგვაკონტროლოს და დაგვიმორჩილოს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კრეატივის განსავითარებელი 5 სავარჯიშო

1. ორი შემთხვევითობა აიღეთ განმარტებითი ლექსიკონი და შემთხვევით შეარჩიეთ ორი გაგება. უბრალოდ თითი დაადეთ რომელიმე გვერდზე. შეადარეთ ისინი და შეეცადეთ მოძებნოთ რაიმე საერთო მათ შორის. მოიგონეთ გიჟური ისტორია, სადაც ჩადებთ

ახალი ფსიქოლოგიური ტესტი: სახლი და ხასიათი

შეხედეთ რა ლამაზ სახლებს მოვუყარეთ თავი ამ ფოტოებზე! აირჩიეთ, რომელ მათგანში იცხოვრებდით. აირჩიეთ? ახლა კი შეხედეთ შედეგს და გაიგეთ რას ამბობს თქვენი ხასიათის შესახებ არჩეული სახლი. 1. უბრალო, გახსნილი, პირდაპირი

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? – რიჩარდ ბრენსონის რჩევები

როგორ მოვახდინოთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება? ეს საკითხი ბევრს აღელვებს. გთავაზობთ 5 იდეას რიჩარდ ბრენსონისგან, რომლებიც გაზრდიან თქვენი ახალი ბიზნესის წამატების შანსებს. 1. არ მოკიდოთ ისეთ საქმეს ხელი, რომელიც არ მოგწონთ

სამსახურის გარეშე დარჩი? დეპრესიის უფლება არ გაქვს !

სტატიაში მინდა პრაქტიკული რჩევები შევთავაზო ადამიანებს, რომელთაც წარმატებული კარიერა ჰქონდათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უმუშევარი დარჩნენ და ფიქრობენ რომ გაზაფხული სამსახურის გარეშე არის დეპრესიის ნამდვილი მიზეზი მათთვის. ვიცი ფეხქვეშ მიწა

20 რჩევა საკუთარი თავისთვის

1. არ არის საჭირო ნერვიულობა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სტრესული სიტუაციაა, მაგრამ ყველა მათგანი წარსულში რჩება და ვივიწყებთ. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ ღირდა მათზე დახარჯული ნერვების ფასად.

43 რამ, რაც საჭიროა ასწავლოთ თქვენს გოგონას

ამერიკელმა ქალბატონმა ჯინა მეიორსმა (Gina Majors), რომელიც 2 გოგონას დედაა, რომელთაგან ერთი მალე 18 წლის გახდება და უკვე სრულწლოვანი იქნება, შეადგინა ჩამონათვალი სპეციალურად ამ განსაკუთრებული იუბილეს აღსანიშნავად, რომელშიც როგორც ჩანს