8 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტორი
2872 Views

8 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტორი

color-guide-NaturalHealthStoreUS
1. ფერები

შესაძლოა შემჩნეული გაქვთ, რომ კომპანიები საკუთარი ლოგოტიპისთვის იყენებენ წითელ ფერს. ეს ფერი ასოცირდება ახალგაზრდობასთან და კარგ განწყობასთან, ასევე ახდენს ტვინის იმ ნაწილის სტიმულირებას, რომელიც ფერებს აღიქვამს.

ბევრმა კომპანიამ ჩაატარა გამოკვლევა იმის გასარკვევად თუ რომელი ფერი ზემოქმედებს ემოციების გაჩენაზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მათ პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა. წარმოგიდგენთ მაგალითებს.
4746486819_f5e48e3612_z
2. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მშობლებმა უნდა შეაქონ არა ბავშვი, არამედ მის მიერ შესრულებული საქმე.
ქეროლ დვეკისა და მისი კოლეგების აზრით (კოლუმბიის უნივერსიტეტი), როცა ჩვენ ბავშებს ვეუბნებით, რომ ისინი ჭკვიანები არიან, მათ უჩნდებათ სურვილი მუდმივად ასეთებად მოგვაჩვენონ თავი. ქეროლი ამბობს: „ამ გზით ჩვენ ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ გაიგონ, რომ თამაშის წესები შემდეგია: გამოჩნდი ჭკვიანი, არ გარისკო, არ დაუშვა შეცდომები“. საუკეთესო კომპლიმენტი იქნებოდა – „შენ ძალიან კარგად იშრომე“.
underwater-dream
3. ადამიანები, რომლებიც ვიდეოთამაშებს თამაშობენ, მიდრეკილნი არიან გაცნობიერებული ზმანებისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ თამაშებს არ თამაშობს.
ე.წ. „გეიმერებს“ ასევე შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი სიზმრები, ზუსტად ისე, როგორც ამას თამაშის გმირებს უკეთებენ.

აი როგორ შეიძლება გამოიწვიოთ გაცნობიერებული სიზმარი:
დაწექით საწოლზე. სჯობს ეს ძლიერი დაღლილობისას გააკეთოთ. დაწექით ზურგზე და ხელები თავქვეშ ამოიდეთ. იწექით გაუნძრევლად. საჭიროა მოდუნდეთ. თქვენი ტვინი გაუგზავნის სიგნალს სხეულს იმისათვის, რომ გაიგოს ხართ თუ არა მზად დასაძინებლად. ეს სიგნალები მოიცავს მოქავების, სხეულის მდგომარეობის შეცლის, შეჭმუხვნის ან თვალის გუგების ტრიალის სურვილს (გახსოვდეთ, რომ თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ). თქვენ უნდა დააიგნოროთ ყველა ეს იმპულსი. ზუსტად 20-30 წუთის შემდეგ თქვენ იგრძნობთ სიმძიმეს მკერდში, ასევე შესაძლებელია უცნაური ხმები გაიგოთ. თქვენ იქნებით ძილის პარალიჩში, თუ თვალებს გაახელთ, მაშინ ჰალუცინაცია გექნებათ (ანუ ნახავთ სიზმარს გახელილი თვალებით) და არ გექნებათ მოძრაობის თავი. თქვენი სხეული სრულიად ჩაეფლობა ძილში. ახლა, როცა უკვე აცნობიერებთ, რომ სიზმარს ხედავთ, შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ. თქვენ სრულად გააცნობიერებთ, რომ სიზმარს ხედავთ და შძლებთ ზმანების განკონტროლებას.
NOa6c
4. თვალები გვაიძულებს ვიყოთ გულახდილი.
ეს სცენა ყველასთვის ცნობილია: ფასების ჩამონათვალი ჩაისა და ყავაზე კაფეში და კონტეინერი, სადაც სასურველი სასმელის საფასური უნდა ჩაყაროთ (სინამდვილეში ყველა არ ყრის ამ კონტეინერში ფულს, რადგან მათ არავინ უყურებს).

ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მხოლოდ თვალების გამოსახულების ფოტოს არსებობისას შესაძლებელია კონტეინერში ჩასაყრელი ფულის გასამმაგება.

მელისა ბეიტონი და მისი კოლეგები (დიდი ბრიტანეთი, ნიუკასლის უნივერსიტეტი), ყოველ კვირას, ფსიქოლოგიის კათედრის კაფეში ფასების ახალ ჩამონათვალს კიდებდნენ. ფასები იგივე იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ისინი ზემოდან სხვადასხვა გამოსახულებას კიდებდნენ: ყვავილების თაიგულს ან რეალური ადამიანების თვალებს. სახეები სხვადასხვა იყო, მაგრამ მზერა ყოველთვის მიმართული იყო მაყურებლისკენ. შეინიშნებოდა, რომ იმ კვირაში, როცა ფასების ჩამონათვალზე მიმაგრებული იყო თვალების გამოსახულება, მომსახურე პერსონალი სასმელში 2,7-ჯერ უფრო მეტს იხდიდა, ვიდრე იმ კვირაში, როცა ყვავილების თაიგულს ხედავდნენ.
200049988_c786b274fd_b
5. თუ სიტუაცია იძაბება, მოერიდეთ ნაცვალსახელს „შენ“.
ნაცვალსახელი „შენ“ ძალიან შეურაცხმყოფელია და მხოლოდ ნავთს დაასხამს ცეცხლზე.
just_some_cats_26728656.1024x0
6. თუ გსრუთ, რომ თქვენი თხოვნა შეასრულონ, აი რამოდენიმე საშუალება, რომლითაც ამის მიღწევას შეძლებთ:
თავი დააქნიეთ, როცა რამეს ითხოვთ. ჩვენს ტვინში არის ე.წ. „სარკისებური ნეირონები“, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვა ადამიანების მიმიკის კოპირებაზე. ასეთ დროს თქვენმა თანამოსაუბრემაც შეიძლება დაიწყოს თავის დაქნევა, რაც შედეგად მას აიძულებს დაგეთანხმოთ.

თუ გინდათ, რომ რაიმე მნიშნველოვანზე ვინმეს თხოვოთ, მანამდე რამოდენიმე მცირედი დახმარება ითხოვეთ. ამ მეთოდს ეწოება „ფენომენი ფეხი კარში“. თუ თქვენ ჯერ უმნიშვნელო დახმარებას ითხოვთ, რომ შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან თხოვნაზე გადახვიდეთ, ამ შემთხვევაში, მეტი გარანტია გაქვთ, რომ ადამიანებისგან უარი არ მიიღოთ, ვიდრე მაშინ, როცა პირდაპირ რაიმე სერიოზულ საკითხზე ითხოვთ დახმარებს.

და პირიქით, თუ ითხოვთ მცირედ დახმარებას, მაგრამ იცი, რომ დიდი ალბათობით უარს გეტყვიან, დაიწყეთ სერიოზული თხოვნით. როცა თქვენ უარს გეტყვიან, სთხოვეთ უმნიშვნელო დახმარება. გაცილებით შესაძლებელია, რომ პასუხი დადებითი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თანამოსაუბრე თავს უხერხულად გრძნობს პირველი უარის თქმის შემდეგ.
michael_scott_the_office_high_resolution_declare_bankrupcy
7. თუ თქვენ შეხვედრაზე ან ჩვეულებრივ სიტუაციაში ხართ და გეჩვენებათ, რომ თქვენი თანამშრომელი არასწორია, სჯობს შორიდან მოუაროთ.
მაგალითად:
ცუდია: ვფიქრობ, რომ მართალი არ ხარ!!!
სჯობს: მე ვფიქრობ, რომ კარგად ვერ გავიგე. რამდენადაც მესმის, გინდოდა გეთქვა რომ ——. ასეა?

yj1dm2q0gbo
8. მძღოლები, რომლებსაც ავტომობილის ე.წ. „ბამპერზე“ სტიკერები აქვთ გადაკრული, მიდრეკილნი არიან მოძრაობისას აგრესიული ქმედებებისკენ.
შესაძლოა ღირს ორჯერ დაფიქრდეთ, სანამ კლაკსონს დააწვებით. კოლორადოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ავტომობილების მფლობელები, რომლებსაც აქვთ სტიკერები, თოჯინები, ასევე განსხვავებული ნომრები გაცილებით საშიშები არიან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის. მკვლევარების აზრით, ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი ტერიტორიის მონიშვნა, მიდრეკილნი არიან აგრესიულობისკენ.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს სასარგებლო ფსიქოლოგიური ფაქტორები!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like