8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

8 რჩევა, თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება

1. მოინდომეთ შეცვლა
ცვლილებებისადმი მზადყოფნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს თქვენი ცხოვრებაა და მას ვერავინ შეცვლის თქვენს გარეშე. თუ თქვენ თვითონ არ მოისურვებთ შეცვლას, ამქვეყნად ვერაფერი გაიძულებთ ამას.

2. იკისრეთ პასუხისმგებლობა
თქვენ უნდა იკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თქვენი ცხოვრება აღმასვლას განიცდის, თუ დაღმა მიექანება, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. როგორც კი იკისრებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ცვლილებებიც იოლად ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის.

3. შეანელეთ ტემპი
იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ გესაჭიროებათ დრო ფიქრისა და განსჯისათვის. თუ თქვენ მუდმივად დაკავებული ხართ და არ გაქვთ იმისი გაფიქრების დროც კი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენ ვერ იპოვით საიმისოდ დროს, რომ გარკვეული ზომები მიიღოთ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად.

4. იპოვეთ მიზეზი
შეცვლა-არ არის იოლი, რადგან არსებობს ინერცია, რომელიც თქვენ უნდა გადალახოთ. მიზეზი არის თქვენი ენერგიის წყარო. მიზეზის არსებობა ძალას შეგმატებთ.

5. შეცვალეთ დოგმები, რომლებიც გზღუდავენ
დოგმები, რომლებიც გზღუდავენ, არიან ყველაზე ძლიერი წინაღობები ცხოვრების შეცვლის გზაზე. თქვენ ჯერ უნდა გამოავლინოთ ისინი, ვიდრე დაიწყებთ მათთან ბრძოლას. ამისათვის გააკონტროლეთ საკუთარი აზრები, რომლებშიც ხშირად ამბობთ: „მე ეს არ შემიძლია…“; „მე ეს არ ძალმიძს…“; „მე ყოველთვის უნდა…“; „გამოსავალი არ არის…“ ესენია დოგმები, რომლებიც გზღუდავენ. დაემშვიდობეთ მათ!

6. შეცვალეთ საკუთარი მავნე ჩვევები დადებითით
რომელი ჩვევები გექანებიან ძირს? რომელი ჩვევების დაძლევას ისურვებდით? იმის მაგივრად, რომ ეცადოთ ამ ჩვევების დაძლევა, ფოკუსირდით იმაზე, რომ შექმნათ ახალი დადებითი ჩვევები, რომლებიც მათ ჩაანაცვლებენ.

7. მოძებნეთ მოძღვარი
მოძებნეთ სამაგალითოდ ისეთი ადამიანის ცხოვრება, რომელმაც მიაღწია იმას, რის მიღწევაც გსურთ თქვენ. ისწავლეთ მისგან. შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია. თუ ეს ადამიანი თქვენს გვერდითაა, თქვენ სასწაულად გაგიმართლათ.

8. გქონდეთ მართებული მოლოდინი
თავიდანვე მართებული მოლოდინის ქონა ძალზედ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მორალურად დაეცემით, როცა საქმეები ისე არ წაგივათ, როგორც ელოდით. მართებული მოლოდინის ქონა მოგანიჭებთ სიმტკიცეს რთულ მომენტებში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მეოცნებე გოგონას ახდენილი ოცნებები – მოგზაურობა საქართველოს გარშემო

ადამიანებს ხიბლავთ ოცნება მოგზაურობის შესახებ. სურთ იმოგზაურონ ქვეყნის გარშემო, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის ასასრულებლად. არ სწავლობენ, არ ეუფლებიან უცხო ენებს და არ მუშაობენ საკმარისად ბევრს რომ ოცნება აისრულონ და ახალი

Print Friendly, PDF & Email

27 ელემენტარული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნება და გახდეთ ბედნიერი!

ბედნიერება — ინდივიდუალური გაგებაა. ვიღაცას ამისთვის სჭრიდება სანაპიროზე დიდი ვილა, ვიღაცას უბრალოდ სიყვარული. B2P.GE-მ მოამზადა 27 უბრალო რჩევა რომლებიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ოცნება და იყოთ ბედნიერი. 1. გახსოვდეს, რომ არავის არაფერი გმართებს. 2.

Print Friendly, PDF & Email

10 გზა აზროვნების დაუყოვნებლივ შესაცვლელად – მელ რობინსისგან

ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი ტვინი წყვეტდა ზრდას, როგორც კი 20 წლის ასაკს მივაღწევდით. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, კი ვკარგავდით ტვინის უჯრედებს და გონების განვითარებისთვის ნებისმიერი მცდელობა უნდა დაგვევიწყებინა. მკვლევარებმა დაამტკიცეს ამ

Print Friendly, PDF & Email

8 ეფექტური საშუალება ყველაფრის დასამახსოვრებლად

1. შეცვალეთ გარემო თუ ერთ საღამოს უნდა მოემზადოთ ერთდროულად ორი გამოცდისთვის (ან თათბირისთვის), მოემზადეთ სხვადასხვა ოთახებში. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიმახსოვრებთ სხვადასხვა გარემოებებში არასოდეს ირევა თავში. 2. ხმამაღლა იყვირეთ სიტყვები 10%-ით

Print Friendly, PDF & Email

საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები

სამწუხაროდ ჩვენ სულ უფრო ხშირად გვავიწყდება საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები. ეს ეხება უბრალო ადამიანებსაც და მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც. აღზრდას მოკლებული ადამიანის შთაბეჭდილება რომ არ დატოვოთ, გთავაზობთ გაეცნოთ ეტიკეტის წესების

Print Friendly, PDF & Email

10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)

1. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს ჩვენი ცნობიერება მცირედი ნაწილია იმისა, რაც ჩვენს თავებში ხდება. ნებისმიერ მომენტში ტვინი ამუშავებს ელვის სისწრაფით უზარმაზარ ინფორმაციას – ასე სწრაფად ყველაფრის გაცნობიერებას ადამიანი ვერანაირად ვერ

Print Friendly, PDF & Email