8 რჩევა დამაჯერებლად საუბრისთვის

8 რჩევა დამაჯერებლად საუბრისთვის

1. ისწავლეთ ადამიანებთან საუბარი. თქვენი იდეები ან მოსაზრება ყოველთვის ვერ იქნება სხვებისთვის მისაღები, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია. გაახმოვანეთ ისინი, გამოხატეთ საკუთარი მოსზრება! ეს სამომავლოდ სითამამეს შეგმატებთ.

2. ნუ შეგეშინდებათ ხმამაღლა საუბრის. თუ ჩუმად ისაუბრებთ, გარშემომყოფები არათუ ვერ გაიგებენ რას ამბობთ, არამედ უნდობლად განეწყობიან თქვენს მიმართ თქვენივე არადამაჯერებელი ხმის გამო.

3. საუბრის დროს დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი. ერთის მხრივ ამას ითხოვს თავაზიანობა. ამასთან, მხედველობითი კონტაქტი დაეხმარება გარშემომყოფ ადამიანებს უფრო ყურადღებით მოისმინონ თქვენი აზრი.

4. შეაქეთ საკუთარი თავი ყოველ დღე! ამ გზით თქვენ საკუთარი თავის მიმართ ნდობასაც გაზრდით, რაც საჯარო გამოსვლისას კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რომ იგივე დამოკიდებულება გამოიწვიოთ სხვებში. რაც უფრო თავდაჯერებულია ადამიანი, მით უფრო სერიოზულად აღიქვამს მას გარემოცვა.

5. არ ინერვიულოთ თუ შეგეშლებათ რამე. ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომა – სიახლეს არ წარმოადგენს. არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ცდება! თუ ადამიანი ცდება, ეს ნორმალურია. უბრალოდ დამშვიდდით და თამამად გააგრძელეთ საუბარი.

6. ეცადეთ ისევ და ისევ! მორიდებული ადამიანისთვის თავიდან ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ ისაუბროთ და არ დაიტოვოთ აზრები უთქმელი. თუ რამე მოსაზრება გაქვთ გაუზიარეთ სხვებს! ნუ დაიტოვებთ თავში!

7. როცა თავდაჯერებულობას გამოიმუშავბთ, შეეცადეთ დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული თემა კარგად იცით. შემდეგ კი გაუზიარეთ ის აუდიტორიას, ურთიერთობის სხვადასხვა ეფექტური ხერხებით.

8. გახსოვდეთ, რომ თავდაჯერებულობასა და მაღალფარდოვანებას შორის არსებობს ვოწრო ზღვარი. ნუ შეეცდებით ზედმეტად თავდაჯერებული გამოჩნდეთ, რადგან გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ ზედმეტი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე და თვლით, რომ თქვენი იდეები სხვებისაზე უკეთესია

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

პიროვნება და სოციუმი

ღირსეული ადამიანები ამას არასოდეს აკეთებენ!

ბევრმა ჩვენგანმა გააცნობიერა, რომ გარდატეხების ამ უდიდეს პერიოდში ჩვენ კარდინალურად უნდა შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება. ეს მოითხოვს სიმამაცეს, გულახდილობასა და გამჭვირვალობას იმისათვის, რომ შევძლოთ ტრანსფორმირება ჩვენს უმაღლეს „მე“-ში. თუ თქვენ ნამდვილად

სიახლეები

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს საუკეთსო თანამშრომლები ტოვებენ

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ხელმძღვანელი ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. რადგან ასეა, მათ მართლა აქვთ განგაშის მიზეზი, რამდენადაც ნებისმიერი კომპანიისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვა. ეს

წარმატება და მოტივაცია

ტონი რობინსი, თანამედროვე ამერიკელი მოტივატორი

„თუკი ჩვენ სასწაულების გვჯერა, ჩვენ სასწაულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუ ჩვენ გვწამს, რომ სიცოცხლე გარკვეული ჩარჩოებით არის შეზღუდული, ეს წარმოსახვითი ჩარჩოებოები აუცილებლად რეალური გახდება.“ “ჩვენი ცხოვრების ხარისხი ჩვენი კომუნიკაციის ხარისხია.” “მიზნის