8 რჩევა – როგორ შევიყვაროთ ჩვენი ცხოვრება

8 რჩევა – როგორ შევიყვაროთ ჩვენი ცხოვრება

1. ნუ გამოიტანთ ნააჩქარევ დასკვნებს
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ გამოვიცნოთ თუ რა მოხდება მომავალში. ჩვენ ვადუნებთ ყურადღებას და ვმოქმედებთ ვარაუდების საფუძველზე. პარადოქსია, მაგრამ უფრო ხშირად ყველა ჩვენი ვარაუდი არასწორია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენც არასწორად ვიქცევით.

2. შეწყიტეთ დრამატიზება
ჩვენს მცირე წარუმატებლობებს ხშირად გიგანტურ პარამეტრებში წარმოვიდგენთ. გვეშინია, ვნერვიულობთ და განვიცდით სისულელეების გამო. როგორც წესი, ეს ყველაფერი არაფრად ღირს.

3. დაივიწყეთ სტერეოტიპები
ნუ შეზღუდავთ საკუთარ ცხოვრებას უსარგებლო სტერეოტიპების გამო. გაათავისუფლეთ თქვენი ცნობიერება და შეხედეთ ცხოვრებას „ბავშვური“ თვალებით. შეეცადეთ მიიღოთ ყველაფერი ახალი ისე, რომ არ შეაფასოთ იგი წარსული გამოცდილებისა და ცოდნის გავლენით.

4. ნუ განაზოგადებთ
წარუმატებლობები არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება დამთავრდა, ხოლო წარმატებები არ გვაძლევს გარანტიას რომ გამარჯვებული ვიქნებით მთელი ცხოვრება.

5. ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ
ნებისმიერი პრობლემა არ ღირს ნერვიულობად. ხშირ შემთხვევაში ნერვიულობის საბაბი წვრილმანებია, რომლებსაც როგორც წესი, სწრაფად ვივიწყებთ. კამათმა და უსიამოვნებამ არ უნდა დაგვიზიანოს ჯანმრთელობა და დაგვირღვიოს შინაგანი ჰარმონია.

6. ემოციასა და გრძნობებს მოტყუება შეუძლია
დაღლილობას, გაღიზიანებასა და ავადმყოფობას შეუძლია გააფუჭოს ადამიანის ემოციური მდგომარეობა. ვიდრე საკუთარ გრძნობებს დაუჯერებთ, შეეცადეთ ჩართოთ გონება და გააანალიზოთ მომხდარი.

7. ნუ მოიწყენთ
მოწყენის მიზეზის პოვნა ყოველთვის შეიძლება. თუკი მხოლოდ ცუდზე იფიქრებთ, ის აუცილებლად მოხდება. დაუნანებლად წაშალეთ ნებისმიერი ნეგატივი თქვენი ცხოვრებიდან და ყველაფერში ეძებეთ დადებითი მომენტები.

8. დაივიწყეთ წარსული
ნებისმიერი ნეგატიური გამოცდილება საჭიროა დატოვოთ წარსულში. წყენა, იმედგაცრუება და უბედურება უნდა დაივიწყოთ. რაც უფრო მეტად იფიქრებთ ცუდზე, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს. შეეცადეთ ყველაფერი დაივიწყოთ და განაგრძოთ ცხოვრება ცუდი მოგონებების გარეშე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

რჩევები და წესები

21 საინტერესო იდეა სიცოცხლით სავსე ცხოვრებისთვის

1.გაეცით უშურველად – გაუზიარეთ ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ისინი მოელიან. 2.ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც მოისმენთ – გაანიავებთ, რაც გაგაჩნიათ. 3.ძილს ნუ დაუთმობთ დიდ დროს. 4.ბოლომდე გააცნობიერეთ ნათქვამი “მე შენ მიყვარხარ”

პიროვნება და სოციუმი

გაბედე თქვა ”არა”

უარის თქმა ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირად გვთხოვენ დახმარებას, კინოში წასვლას, გასეირნებას ან უბრალოდ საუბარს და ამის გაკეთება ჩქვენთვის სულაც არ წარმოადგენს სირთულეს, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, თუ რაში

რუბრიკები

როგორ გავწმინდოთ ოქროს სამკაულები

საპნის წყალხსნარი ოქროს ნაკეთობანი დაალბეთ რამოდენიმე წამით საპნის წყალხსნარში. დაჭუჭყიანება და ცხიმი მოაცილეთ ძველი კბილის ჯაგრისის მეშვეობით და გააშრეთ. ნიშადურის სპირტი დაალბეთ სამკაულები ნიშადურის სპირტში და გააჩერეთ გარკვეული პერიოდი, შემდეგ